თავი 13

655 36 14
                                    

დირექტორის ნელი ნაბიჯები ახლოვდებოდა, ქუსლების ხმა უფრო და უფრო მკაფიოდ გაისმოდა. დუტას თავისი ხელი ჩემ პირზე ქონდა ამოფარებული, და არ მაძლევდა ამოსუნთქვის უფლებას. დირექტორი დაჯდა თავის სკამზე და რაღაც ფურცლების ამოლაგება დაიწყო, ჩვენ მის უკან კარადაში ვიყავით დამალულები და გამოსავალს ვერ ვპოულობდით. კარადაში ორივე ერთმანეთში გაჭედილები სუნთქვას ვიკავებდით რომ ჩვენი ხმა არ გაეგონა, დუტას ძალიან წყნარი და ჩუმი სუნთქვა კისერს მწვავდა. მისი სახე ჩემთან ისე ახლოს იყო და ლოყებზე მეხებოდა, ამის გამო ტანში ჟრუანტელი ჭიანჭველებისავით მივლიდა. ორივეს ერთი სული გვქონდა თუ როდის გავიდოდა დირექტორი, უკვე ლექციების დაიწყო ჩვენ კიდევ აქ ვართ გაჭედილები, რახან ლექციები დაიწყო დირექტორი დასვენებამდე არ გავა აქედან. თავი მოვატრიალე და დუტას იდუმალ თვალებში შევხედე, მასაც ეტყობოდა რომ მობეზრდა აქ ყოფნა და ლოდინი. მისი იდუმალ თვალებში ისევ ჩავიძირე და ამ სამყაროს მოვწყდი, მანაც გადმოიხედა ჩემკენ და თვალებგაბრწყინებული შემომხედა. ყურების დროს ღიმილი მოეგვარა მის სახეს, მეც თავი ვერ შევიკავე და გამეღიმა. ამ წყნარ და დუმილ კაბინეტში მხოლოდ დირექტორის კალმის ხმა არღვევდა გარშემოს, ხანდახან მისი სკამი ჭრიალებდა ალბათ გაფუჭებული იყო, ანდა დირექტორი მძიმე იყო და სკამი ვერ უძლებდა.
- დამტანჯა ამ ქალმა - ყურში ჩამჩურჩულა დუტამ და მეც ხელი მის პირზე ავაფარე, ვანიშნე რომ გაჩუმებულიყოს.
ნებისმიერ დროს შეიძლებოდა გამოეხედა და მიმხვდარიყოს სიტუაცია, ამიტომ ჯობდა ვაფშე ხმა არ ამოგვეღო. დირექტორი თავისი კაბინეტიდან ადგა და ტელეფონში ნომერი აკრიფა, ვიღაცას დაელაპარაკა და მერე გარედ გავიდა. ჩვენ ამოვისუნთქეთ და ფეხაკრეფით გავიპარეთ დირექტორის კაბინეტიდან, დერეფანში გულდამშვიდებულებმა ჩამოვჯექით სკამზე და დავისვენეთ.
- მეზიზღება ეს ქალი, იდიალა დამირღვია - თქვა განაწყენებულმა დუტამ, მე თვალები ავატრიალე.
- არაუშავს, მთავარი ისა რომ გამოქცევა შევძელით.
დუტა ჩემთან ახლოს მოიწია და ლოყაზე მაკოცა, მე გავწითლდი და ღიმილი შევიკავე, ჩემი გული ჩქარა აგრძელებდა ფეთქვას. ჩვენ გადავწყვიტეთ ლექციაზე არ შევსულიყავით და გაგვესეირნა, ასეც მოვიქეცით ორივე გავედით და გარედ ვისეირნეთ.
- მეორედ დირექტორის კაბინეტში აღარ შემიყვანო. - ვუთხარი ბუტბუტით, მას გაეცინა.
- გპირდები, ჩემთვისაც არასასიამოვნო იყო კარადაში რომ გავიჭედეთ დიდიხანი.
საუბარში დრო მალე გავიდა და დასვენებას დაიწყო, მე და დუტა კაფეტერიაში შევედით რადგან ვიცოდით რომ ჩვენი მეგობრების მანდ მოვიდოდნენ, სკამზე დავჯექით და მალე ისინიც მოვიდნენ. მაგრამ მათთან ერთად სალის მოვიდა, დუტას თვალები გაუდდიდა და მობეზრებულმა შემომხედა, მე ჩავიცინე მის რეაქციაზე.
- ეს რომ არყოფილიყოს, ეგრე არ შეიძლება ხო? - თქვა და თავით კედელს მიეყრდნო.
ყველანი ჩამოჯდნენ და ხმაური დაიწყეს, ყველა საუბრობდა და ერთობოდა, დუტას გარდა მას სალი მზერით ნერვებს უშლიდა.
- ანო, შენთვის რაღაც მაქვს - უთხრა თორნიკემ, ყველანი მათ შევხედეთ.
ჯიბიდან ლამაზი კულონი ამოიღო, პეპლის ფორმით, ისეთი ლამაზი და ნაზი იყო ანოს მართლა მოუხდებოდა. თორნიკე ადგა და კულონი ანოს გაუკეთა ყელზე, ძალიან მოუხდა და მის ფაქიზ კანს ამშვენა. ანომ ღიმილის შეკავება სცადა მაგრამ არ გამოუვიდა და უნებურად გაეღიმა, თორნიკეს გაუხარდა როცა დარწმუნდა რომ ანოს მართლა მოეწონა მისი საჩუქარი.
- ყველაზე ლამაზი ყელსაბამია, მადლობა თორნიკე, მართლა ძალიან მომეწონა ამას არასდროს მოვიხსნი ყელიდან - თორნიკეს გაეღიმა მის პასუხზე და ჩამოჯდა სკამზე.
- ესენი მაგარი წყვილები იქნებიან დამიჯერე - ყურში ჩამჩურჩულა ლულუმ.
- მჯერავს.
ანოს ლოყები უწითლდებოდა რადგან თორნიკე მას თვალს არ აშორებდა, თორნიკე ანოზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენდა ამას ყველა ვხვდებოდით, რადგან თორნიკე ანოს რომ უახლოვდებოდა ანოს ხელი უკანკალებდა, თორნიკეს რომ ვახსენებდით გული უჩქარებდა, ვხვდებოდით რომ ამ ორს ერთმანეთი მოსწონდათ. ფიქრებიდან გამოვფხიზლდი რადგან სალი დუტას გვერდით მისკუპდა, დუტას რეაქცია უნდა გენახათ ისეთი საშინელი სახით უყურებდა სალის. ნიკა კი მათ დასცინოდა. ბავშვები დუტას წამებით გავერთეთ, სალის ხელში იტანჯებოდა და ჩვენ ვერთობოდით მათი ყურებით. ცოტახანში დასვენებას დასრულდა და ყველანი ლექციაზე შევიდნენ, ჩვენც გარდა, გადავწყვიტეთ რამე გეგმა მოგვეფიქრებინა. მე და დუტა ისევ კაფეტერიაში დავჯექით, მხოლოდ ჩვენ და ფიქრი დავიწყეთ იმაზე თუ სად წავსულიყავით ყველანი დასასვენებლად.
- ცოტა ცივი ამინდებია და ბაკურიანი ხომ არ ჯობს? - დიდიხნიანი ფიქრის შემდეგ თქვა დუტამ.
- რავი არა, მანდ ყველანი ვყოფილვართ, შენ არ ყოფილხარ? - ვკითხე დაინტერესებულმა.
- კი როგორ არა, მაგრამ ვიფიქრე თქვენთან ერთად უფრო სახალისო იქნებოდა.
- სვანეთში რომ წავიდეთ?.
- მანდ რა გვინდა?, უფროსწორად მე არმინდა.
- მაშინ ყაზბეგი?.
- ჰმმ, კი მანდ არ ვყოფილვარ და წავიდეთ დავათვალიეროთ და გავერთოთ.
- მაშინ გადაწყვეტილია - ერთმანეთს ხელი დავარტყით.
- მანქანა მე მომყავს, დიდი მარშუტკას დავიქირავებ და საჭესთან მე ვიჯდები.
- კარგი აზრია.



ჩემი იდუმალ თვალებაWhere stories live. Discover now