თავი 11

662 42 2
                                    

დილით უჩვეულო ხასიათზე გავიღვიძე და მეგობრებთან ერთად უნივერსიტეტში წავედი, ყველანი მალე დავიშალეთ და ჩვენ ლექციაზე შევედით. ჩემ ადგილზე მივედი და მაგიდაზე ტკბილეულები დავინახე ყუთში, რაფაელო და კიდევ ყველანაირი შოკოლადი იყო. ყუთში ფურცელი შევამჩნიე და ავიღე " ეს ჩემგან ქალბატონო ელენე, იმედი მაქვს შემირიგდები" მის ასეთ საქციელზე უნებურად გამეღიმა, მაგრამ საფიქრალი გამიჩნდა ბევრი. უბრალოდ მეშინოდა ყველაფრის, არ შემეძლო მეპატიებინა. რადგან ბევრი მიზეზი მქონდა, ამიტომ ისევ სიჯიუტის გზას დავადექი და გადავწყვიტე არ შევრიგებულიყავი. ტკბილეულების ყუთს თავი დავახურე და ამასობაში ლექტორის შემოვიდა, ამჯერად მას დიდი ყურადღებით მოვუსმინე რადგან მალე გამოცდები ახლოვდებოდა. ქართული ფილოლოგია არც ისე რთული იყო, ამიტომ ეს ავირჩიე რადგან მიზიდავდა ასეთი რაღაცები. დრო ისე მალე გამეპარა თვალის დახამხამებაში, და დასვენებას დაიწყო. კაფეტერიაში შევედი და ყველანი მანდ იყვნენ დუტას გარდა, ადგილი დავიკავე ლულუს გვერდით და ტკბილეულების ყუთი გავხსენი.
- ეს რარის? - თავი გამოყო ნიკამ.
- დუტამ მომიტანა და მაგიდაზე დადო, ხოდა მე არ მინდა თქვენ შეჭამეთ - ლულუმ ფურცელი აიღო და წაიკითხა.
- ბიჭმა საჩუქარი მოგიტანა და შერიგება გთხოვა, შენ ასე უბრალოდ აგდებ? - მითხრა გაბრაზებულმა.
- არ ვაპირებ შერიგებას და ნუ მაიძულებთ, თუ არგინდათ მაშინ გადავყრი ნაგავში - ვთქვი და თვალები ავატრიალე.
- ღმერთო ჩემო, არაფერი დაუშავო მე შევჭამ - თქვა ღორმა ნიკამ.
- ვინ ამბობს ტკბილეულებზე უარს? ეს შენ არ ხარ, შენ ხო შოკოლადების გიჟი იყავი? ახლა რა გჭირს სიცხე გაქვს? - მითხრა ნინიმ.
- არაფერი მჭირს, ყველაფერი კარგადა, ახლა უნდა წავიდე შუალედი მეწყება მალე - ისინი იქ დავტოვე და წამოვედი.
შუალედზე შევედი და ლექტორს მოვუსმინე, საინტერესო მასალას ხსნიდა და მის მოსმენაში ვერთობოდი. ფანჯრიდან ვიღაცამ ფურცლით თვითმფრინავი ისროლა და მე მომხვდა ყურში, ქაღალდი გავშალე გაბრაზებულმა და წერილი დამხვდა "რატომ იქცევი ასე? რა დაგიშავე ელენე?, ვცდილობ ყველაფერი გამოვასწორო და ისევ ვიმეგობროთ და შენ რატომ არ გსურს?". ყურადღება არ მივაქციე, ქაღალდი დავკუჭე და ნაგავში გადავაგდე. რატომ ცდილობს ჩემ შერიგებას? ის ხომ ჩემნაირ ცუდ მეგობარს არ იმსახურებს. რატომ არ მაძლევს იმის საშუალებას რომ ერთხელ მისგან შორს ვიყო და დავისვენო ამდენი ფიქრებისგან. რატომ არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, თვითონაც იცის რომ არ შემიძლია მეგობარს გავუფრთხილდე. არ მსურს მე მასთან შერიგება, იმედი მაქვს გამიგებს. ვფიქრობ, მისგან შორს რომ ვარ ეს ყველაზე უკეთესია, რადგან ბევრი საფიქრალი არ მიჩნდება და თავს მშვენივრად ვგრძნობ. ფიქრები ვუკუვაგდე და მოსმენა დავიწყე, ცოტახანში დრო მალე გავიდა და გარედ გავედი სასეირნოდ. სტუდენდები იყვნენ გარედ და ერთობოდნენ, ჩემი მეგობრები ვერსად შევამჩნიე ვერც დუტა ეს უკეთესიც იყო სიმშვიდეს მოპოვებაში. სკამზე ჩამოვჯექი და გვერდით ვიღაც პუტკუნა გოგონა მომიჯდა, ყურადღება არ მივაქციე რადგან ვიფიქრე რომ უბრალოდ დასაჯდომად მოვიდა.
- გამარჯობა, მე სალი ვარ, გეოგრაფიის მასწავლებლობაზე ვსწავლობ - საუბარი დაიწყო და მეც შიშისგან შევხტი, იმიტომრომ ფიქრებში ვიყავი ჩაძირული.
- ამ....მე ელენე ვარ, ქართულ ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობ, სასიამოვნოა - ვთქვი და ძალით გავიღიმე.
- პირველი კურსელი ხარ? - მკითხა და მე თავი დავუქნიე - მეც.
- მეგობრები არასდროს მყოლია - დაიწყო თავის თავზე საუბარი.
- ცუდია, შემიძლია მე ვიყო შენი მეგობარი. - სიკეთე გამოვიჩინე.
- მართლა? ძალიან მაგარია, გამეხარდა.
- და ჩემ სასტავსაც გაგაცნობ - ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
- მოხარული ვარ, ვინმე მოგწონს? - მოულოდნელად დამისვა ყველაზე უაზრო კითხვა, რაზეც პასუხის გაცემა მეზარებოდა.
- არა და არავინ მომწონებია - ვუთხარი სერიოზულად.
- მე მომწონდა ბევრი, ძალიან ბევრი....თითქმის ოცდათზე მეტი ბიჭი მომწონდა მარა არავისთან გამიმართლა - ყბა დამივარდა, ძალიან გამიკვირდა.
- ამდენი როგორ მოასწარი - ვთქვი და გამეცინა.
- 11 წლიდან მომწონდა ბიჭები და ახლაც მომწონს - თავი დავუქნიე გასაგების ნიშნად, გულში ვამბობდი რომ ამ სულელს რატო გადავეყარე.
- აი მანდ ბიჭს ხო ხედავ? ცოტნე ქვია და ძალიან მომწონს - ხელი მიშვირა სიმპატიურ ბიჭზე, რომელსაც ეტყობოდა რომ თავში ავარდნილი ტიპი იყო.
მერე დავფიქრდი და მივხვდი რომ ეგ ბიჭი სალის ზედაც არ შეხედავს და კიდევ არ გაუმართლებს ცხოვრებაში, მიკვირდა ყველა გოგოს რატომ მოსწონდა ასეთი ტიპები.
- სულ ასეთები მოგწონს? - ვკითხე დაინტერესებულმა.
- ოღონდ სიმპატიური იყოს ბიჭი და ვსო ჩემი შესაფერისია - გამოშტერებული შევხედე და მივხვდი რომ ვერ იყო.
ჩემდა საბედნიეროდ დასვენება დასრულდა და ლექციაზე წასვლა მომიწია, როგორც იქნა მას მოვცილდი და გაკვეთილზე შევედი. ლექტორმა რაღაც ტესტები დაგვარიგა და წერა დავიწყეთ, არც ისე რთული იყო და ადვილად დავწერე. ჩვეულებრივად ვსწავლობ ყველაფერს და ამიტომ არ მიჭირს ტესტების წერა, არც ვნერვიულობ ტესტების კითხვებზე. გამოცდაზე ჩვეულებრივად შევედი ყველანაირი პანიკის გარეშე, რადგან დარწმუნებული ვიყავი რომ ჩავაბარებდი, და ამაში ეჭვის არ მეპარებოდა. მაგრამ მერის და ლულუს გული წაუვიდათ გამოცდაზე ლამის ჩაიჭრნენ, დანარჩენების ნერვიულობდნენ მაგრამ ძალიან არა. ტესტი მალე დავამთავრე და ლექტორს მივეცი, მალე სხვების დამთავრეს და ლექციას დაგვითავდა. მეგობრებს შევხვდი დერეფანში და ერთად წასვლა დავაპირეთ სახლში როცა სალიმ დამიძახა, მისკენ გავბრუნდით ყველა და მე ჩვენთან დავუძახე. მეგობრებს გავაცანი სალი და თავიდან კარგად მიდიოდა ყველაფერი, ბოლოს მან ბიჭებზე დაიწყო საუბარი და ყველას თავი მოაბეზრა. სალი თავის ავტობუსში ჩაჯდა და დაგვემშვიდობა, ბოლოს ჩვენი ავტობუსის მოვიდა ყველანი ჩავჯექით.
- იმენა ეს ვინ გაგვაცანი ტო, ტვინი წაიღო ბიჭებზე საუბარით - თქვა ირაკლიმ, გოგოებმა სიცილი დავიწყეთ.
- აუ ხო დღეს დუტა არსად გამოჩენილა ხომა მშვიდობა? - თქვა ანომ.
- რავიცი, დღეს ვნახე საპირფარეშოში და იმის მერე არსად მინახია - თქვა ნიკამ.
- მეც ვნახე დერეფანში, თავისთვის მარტო იჯდა ჩაფიქრებული - თქვა მარიმ.
- ეგ კი არადა, ლუკსონა, ლუკა, და თორნიკე ჩვენთან ერთად რატო არ წამოვიდნენ? ერთად წავიდოდით სახლში - თემა შევცვალე.
- აი ხომ ვამბობ ამას სიცხე აქვს თქო, გოგო ეგენი სხვა ავტობუსით მიდიან სახლებში შორს ცხოვრობენ ჩვენგან - თქვა ნინიმ.
ავტობუსი გაჩერდა და ყველანი ჩავედით, ჩვენ კორპუს მოვუახლოვდით და დავიშალეთ, ჩემ ბინაში ავედი და დივანზე მდგარი დიდი დათუნია დავინახე, სულ მინდოდა დიდი დათუნია მყოლოდა ალბათ ბებიაჩემმა მიყიდა. სამზარეულოში მივედი და მას ჩავეხუტე, ლოყები ჩავუკოცნე.
- ნენევ, შენ იცი რას მიყვარს, მადლობა დიდი - ბებიაჩემმა გაკვირვებული შემომხედა, მერე სიცილი დაიწყო.
- მე არ ვიყიდე შვილო, ვიღაც ბიჭი მოვიდა ჩვენთან და მან მოიტანა, მოიცა გავიხსენო რა ერქვა......დიმიტრი.....კი დიმიტრი მარა დუტა დამიძახეო, მან მოგიტანა - იმედი გამიცრუვდა და ნერვების მომეშალა.
- კი ვიცნობ, ჩემი მეგობარი იყო - ვთქვი და დივანზე ჩამოვჯექი.
- ელე, წერილი დევს დათუნიას ხელში, შემირიგდესო მაგ ბიჭმა, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობო - წერილი ავიღე და გავხსენი.
"ელე, ამჯერად მაინც მაპატიე გთხოვ, შენი გულის მოსაგებად ყველაფერს ვაკეთებ და კიდევ არ მირიგდები, თავს ძალიან ცუდად და დამნაშავედ ვგრძნობ ამჯერად შევრიდგეთ რა, ხომ ხედავ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ დაგიბრუნო, მართლა ვერ ვძლებ" - წერილი დავკუჭე და მოვისროლე, არ მაძლევს მარტო ყოფნის და ფიქრის საშუალებას, არ ვიცი რა გავაკეთო? სულ ამრია გონება, მაგრამ მე შერიგება არმინდა. ტელეფონზე მესიჯი მომივიდა გავხსენი და ისევ დუტა იყო, "დღეს საღამოს გარედ დაგელოდები, შემხვდი ძალიან გთხოვ და ნორმალურად მოვილაპარაკოთ".





მეგობრებო ახალი თავი დაიდო, აქ ისეთი საინტერესო არაფერია გარდა იმისა რომ დუტა ცდილობს ელენესთან შერიგებას და მის გამო ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ელენე როგორც ჯიუტი მაინც არ ურიგდება, თავი შეიძლება ძალიან მოკლე და ცოტა გამოვიდა, მაგრამ შემდეგი უფრო საინტერესოა. ვიცი რომ ყველას მოგბეზრდათ და ერთი სული გაქვთ როდის შერიგდებიან😂მადლობთ რომ კითხულლბთ და აქტიურობთ🥺❤იმედი მაქვს ეს თავის მოგეწონებათ❤

ჩემი იდუმალ თვალებაWhere stories live. Discover now