თავი 9

693 37 3
                                    

სახლში აჩქარებით ავედი და გადავწყვიტე ყველაფერი დამევიწყებინა, დუტას და მომხდარის. ბინის კარები რომ გავაღე ბებიაჩემს გაუკვირდა ჩემი მოსვლა.
- ხომ მშვიდობა? - მკითხა და ფეხზე წამოხტა.
- კი მშვიდობა ბებო, უბრალოდ მანდ ვერ დავრჩებოდი, ხო იცი არ მომწონს სხვის სახლში ძილი. - ვუთხარი მშვიდად და ჩემ ოთახში შევედი.
- ხომ არ გშია? - წამოიძახა როცა შევედი.
- არა - მივაძახე და რვეულები ამოვალაგე სამეცადინოდ.
კონცენტრაციას ვერ ვახდენდი დავალებებზე, ნერვები მეშლებოდა და დღევანდელ კადრს ვერ ვივიწყებდი, ყველაზე მეტად იმ გოგოზე მეშლებოდა ნერვები დუტას რომ ეხებოდა. დავალებებს თავი მივანებე და საწოლში დავწექი დასაძინებლად, და მალე ჩამეძინა.


დილით გავიღვიძე ამ კოშმარს მიჩვეულმა და ჩვეულებრივად მოწესრიგება დავიწყე, უკვე აღარ მაშინებდა ერთი და იგივე კოშმარი რადგან მივეჩვიე. მაგრამ მაინც შიგნიდან რაღაც მჭამდა და მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა, სამზარეულოში შევედი და სადილი მივირთვი. ბოლოს ჩემი ჟაკეტი მოვიცვი და გარედ გავედი ჩემ მეგობრებთან, ისინი უკვე მელოდებოდნენ ხოდა ერთად მივედით უნივერსიტეტში. დერეფანში რომ შევედით დუტას მანდ იყო ჩემკენ იყურებოდა, მაგრამ უნივერსიტეტის გოგოები დუტას ღიმილით უყურებდნენ და ტუჩებს იკვნეტდნენ, ნერვები მომეშალა მაგრამ ვცადე თავი ხელში ამეყვანა და ისე მოვქცეულიყავი ვითომც არაფერი მადარდებს. კაფეტერიაში გავყევი ჩემ მეგობრებს და მაგიდაზე ჩამოვსხენდით, სიჩუმე დავარღვიე და საუბარი დავიწყე.
- რამდენი ნაშა ყავს დუტას - ვთქვი და ჩავიცინე.
- ეს გოგოები მისი ნაშები არარიან, დუტას არასდროს ყოლია ნაშა, უბრალოდ ყველაზე სიმპატიური ტიპი რომ არის გოგოები ეტენებიან და დუტას ეს აღიზიანებს - ამიხსნა ნიკამ.
- რა საჭირო იყო ახსნა, ანდა როდის აღიზიანებს ვერ დაინახე რა კმაყოფილი იყო - ვთქვი და სიმწრისგან გავიცინე.
- შენ რა? ეჭვიანობ? - ჩაგვერთო საუბარში ირაკლი.
- არა რა სისულელეა რას სიმართლეა იმას ვამბობ - ვთქვი და თვალები გადავატრიალე.
- სიმართლეს არამბობს ელე - მითხრა ნიკამ.
ამასობაში დუტას მოვიდა ჩვენკენ და ადგილი დაიკავა ჩვენთან, ვცადე თავი ამერიდებინა და ასეც გამომივიდა. ყოველჯერზე ის რომ თავისი მზერით მწვავდა მე ვაიგნორებდი და ყურადღებას არ ვაქცევდი, ჩემთვის ვერთობოდი და გოგოებს ველაპარაკებოდი. მაგრამ ვხვდებოდი რომ დუტა ძალიან ბრაზდებოდა ჩემ საქციელზე, ისე გამწარებული იყო მალე სიმწრისგან მაგიდას გატეხავდა მაგრამ მე არ მადარდებდა. ეგრე ჯობს, ღირსია ამას იმსახურებს, მე არ მომწონს ამას გოგოები რომ ეტმანსებიან და ცუდი შთაბეჭდილება მრჩება. ზარი დაირეკა და ავდექი ჩემ ლექციაზე წასასვლელად, უკან მესმოდა ნაბიჯების ხმა და ვხვდებოდი რომ დუტა მომსდევდა. ნერვები ამეშალა და ნაბიჯს ავუჩქარე მანაც აჩქარა ნაბიჯი, და მაჯაზე ხელი ძლიერად მომქაჩა და კედელს მიმაჯახა ლამის თავი გამიხეთქა.
- შენ ნორმალური ხარ? - ვთქვი და ხელი თავზე მოვიკიდე მტკიოდა.
- მე კი არა შენ არ ხარ ნორმალური, რატომ მარიდებ თავს, რა დავაშავე ისეთი? - მკითხა გამწარებულმა.
- უბრალოდ არ მომწონს ისეთ ბიჭთან მეგობრობა ვისაც იმდენი ნაშა ყავს - ვთქვი და თვალები ავატრიალე.
- სად მყავს ნაშა?, გოგოები თავად რომ მეტენებიან ეგ იმას არ ნიშნავს რომ მათ ვიყენებ.
- მე შენ ვერ გენდობი დიმიტრი, მაპატიე მაგრამ არ მჯერავს შენი, არ მაქვს უფლება შენ პირად ცხოვრებას შევეხო, ეგ შენი ცხოვრება გინდა გაერთე ნაშებთან, მე ჩარევის უფლება არმაქვს, უბრალოდ ჩემი სიტყვა ვთქვი რომ არ მომწონს ასეთ ბიჭებთან მეგობრობა.
- ეგრე არარის, მე არ ვარ ეგეთი ბიჭი.
- მაპატიე, ვერ დამაჯერებ, შენთან მეგობრობა უნდა გავწყვიტო.
- სერიოზულად? რატომ არ გესმის ეს დედააფეთქებული რომ არ მყავს ნაშები, რატომ ვერ ხვდები რომ ეგეთი ბიჭი არვარ?, მე შენ ჩემი ტკვილი გაგიზიარე მხოლოდ შენ, და შენც ასე ადვილად მიმატოვე? მე შენ გენდობოდი! და შენც დამპირდი რომ სულ ჩემს გვერდით იქნებოდი მაგრამ....ამაოდ - ისე გაცხარებული და გაცეცხლებული საუბრობდა, ძარღვებზე ვენები ემჩნეოდა, სიბრაზისგან ხელი კედელს ძლიერად დარტყა.
- მომაბეზრებელი ხარ - ვთქვი და ხელი ვკარი.
- სადაც გინდა წადი, არ ვიმსახურებ შენ ნაირ მეგობარს, შენ გული მატკინე ტყუილუბრალო მიზეზის გამო. - მითხრა და მეც მოვცილდი მას და გამწარებულმა საპირფარეშოში შევედი.
ძირს ჩამოვჯექი და ხმამაღლა სლუკუნი დავიწყე, ცუდად ვიყავი იმიტომ რომ მას გული ვატკინე და ეს საქციელი არ შემეფერებოდა, ნერვები მეშლებოდა ჩემ თავზე რომ ტყუილად რაღაც სისულელეზე ვიეჭვიანე და ამის გამო დუტას გული ვატკინე, ადამიანს გული ვატკინე რომელიც მენდობოდა, რომელსაც ეგონა რომ არასდროს მივატოვებდი ყველა საკითხში გავუგებდი მაგრამ იმედი გავუცრუე. ჩემი ბრალია ასეთი საშინელი ადამიანი ვარ, მართლაც არ იმსახურებს ჩემნაირ ადამიანს, ვფიქრობ არც ჩემი მეგობრები იმსახურებენ ასეთ საშინელ მეგობარს, რადგან მე საშინლად ეგოისტი ვარ და არ შემიძლია ადამიანს გავუფრთხილდე. ტირილისგან გული რომ მოვიჯერე სახე დავიბანე, სარკეში მაინც მემჩნეოდა რომ თვალები ჩასწითლებული მქონდა. ლექციაში ცოტა დაგვიანებით შევედი და ლექტორისგან შენიშვნას მივიღე, ადგილი დავიკავე და თავი მაგიდაზე დავდე. თვალები დავხუჭე და ეგრე მოვუსმინე ლექტორს, საშინლად ძილი მინდოდა, დასვენება მჭირდებოდა, ეს ყველაფერი რას გადამხდა კოშმარზე უარესია. კოშმარი ასე არ მანადგურებს როგორც დუტას სიტყვებმა გამანადგურა და თავი შემაზიზღა. ზარი მალე დაირეკა მეც გამიკვირდა, ავდექი და გარედ გავედი. ჩემთვის ვსეირნობდი ნელ - ნელა და აქედან წასვლა მინდოდა, ისე ცუდად ვიყავი მარტო ყოფნა და ფიქრი მჭირდებოდა. ხალხის ხმაური ნერვებს მიშლიდა და მაღიზიანებდა, ამავე დროს მეგობრებსაც ვემალებოდი არ მქონდა მათი თავი, და არ ვიმსახურებდი ასეთ მეგობრებს. სკამზე დავჯექი თუ არა ეგრევე თავზე მერი დამადგა.
- მერი, გთხოვ ახლა მარტო დამტოვე ძალიან მჭირდება - ვთქვი ემოციებისგან დაღლილმა.
- რა მოგივიდა ელე, არ ხარ კარგად ვერ დაგტოვებ მარტო.
- თქვენ არ იმსახურებთ ჩემნაირ მეგობარს, რადგან მე ძალიან საშინელი მეგობარი ვარ, ვერ გაფასებთ და გვერდით არ გიდგებით, ვერ გიფრთხილდებით და გულს გატკენთ.
- რას ამბობ? ვინ ამბობს ამ სისულელეს? ამას ჩვენი ელენე არ იტყოდა, ხო ხარ კარგად?.
- გთხოვ მერი, მარტო დამტოვე ფიქრი და დასვენება მჭირდება.
- ელენე ასე ნუ ფიქრობ, შენ ჩვენთვის ძალიან ძვირფასი მეგობარი ხარ, გახსოვს ყველაფერში გვერდით გვედექი, არ გახსოვს რათქმაუნდა, გაიხსენე რამდენი რამეში დაგვეხმარე თითოეულს და ჩვენც ეგრე შენც გვერდით ვიყავით, ჩვენ ერთმანეთისთვის ყველაფერს ვაკეთებდით, გთხოვ ასე აღარ იფიქრო.
- უბრალოდ არეული ვარ, არც მე ვიცი რა მჭირს, და ფიქრების დალაგება მჭირდება.
- მესმის შენი, კაი დაგტოვებ მარტო სხვა გზა არარის.
მერი მართლა წავიდა და მეც დავრჩი მარტო, მაგრამ წყნარად ყოფნაში სტუდენტები მიშლიდნენ ხელს, ჩანთა მოვიკიდე და გამოვედი გარედ, გადავწყვიტე კაფეში წავსულიყავი და ასეც მოვიქეცი. ავტობუსით წავედი და თბილ და მყურდო კაფეში შევედი, მიმტანს ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა და ყავა და კრუასანით გამიმასპინძლა. დავჯექი და ჩანთიდან დღიური ამოვიღე, ჩემი განცდების და გრძნობების წერა დავიწყე. რადგან ეს მამშვიდებდა ყველაზე კარგად.











მეგობრებო ახალი თავის დავდე, ეს თავები ცოტა ჩახლართულადა რადგან გადავწყვიტე ასე გამეგრძელებინა, ვიცი რომ დანგრეული ურთიერთობების კითხვა არ გსიამოვნებთ, მაგრამ უფრო საინტერესოს გახდება მასე. შეიძლება ძალიან მოკლეა ეს თავი მაგრამ რომ გავიღვიძე წერა გადავწყვიტე და მუზა რომ არმქონდა კარგად ვერ დავწერე და ცოტა გამომივიდა, მეორე ჯერზე კიდევ დავწერე შემდეგი თავი და ის უფრო დავახვეწე, ბევრს რომ წერს ადამიანი უფრო უძლიერდება ფანტაზია. ხოდა ერთ დღეში ორ თავს ვწერ, ყოველჯერზე პირველი დაწერილი თავები არ გამოდის საინტერეო და მეორე დაწერილს არაუშავს კარგი და საინტერესო გამოდის. დუტა და ელენე ჩემი ფავოურიტი წყვილი გახდნენ, და ძალიან საყვარლების არიან, თავიდან ერთმანეთს კარგად გაუგეს მაგრამ ელენეს რთული ხასიათების გამო გაფუჭდა ეს ურთიერთობას მაგრამ მალე აღდგება. მადლობთ რომ კითხულობთ და აქტიურობთ ყველა ძალიან მიყვარხართ❤🥺❤

ჩემი იდუმალ თვალებაWhere stories live. Discover now