თავი 12

685 35 1
                                    

ვმეცადინეობდი როცა ფანჯარას რაღაც ისროლეს და მის ხმაზე შევხტი, ავდექი და ფანჯარაში გავიხედე იქვე მდგომი დუტა დავინახე.
- შენ ნორმალური ხარ? რომ ჩამტყდარიყოს? - ვთქვი გაბრაზებულმა.
- ჩამოდი გელოდები - მითხრა სიცილით, თვალები ავატრიალე და დაბლა ჩასასვლელად ფეხზე ფრატები ჩავიცვი.
დაბლა ჩავედი ნელი ნაბიჯებით და დუტას შევხვდი, ღიმილით გადმომყურებდა.
- მეგონა არ მოხვიდოდი.
- კაი თუ არ გეგონა, უკან გავბრუნდები - ვთქვი და უკან გაბრუნება ვცადე როცა ხელზე მომკიდა და შემაჩერა.
- სისულელეს მორჩი და ნორმალური ადამიანივით ვისაუბროთ.
- კარგი გისმენ - ორივე სკამზე ჩამოვჯექით და დუტამ დაიწყო საუბარი.
- შენც გესმის კარგად რომ მე და შენ ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ, მე შენ ადვილად გენდე და ჩემი ტკვილი გაგიზიარე და შენც გამიგე გვერდით დამიდექი, შენ წარმოიდგინე და შენც გარდა არავისთვის მომიყევია, მე შენთან ყოფნა ძალიან მსიამოვნებდა, მაგრამ.....იმ სისულელის გამო რატომ გინდა ყველაფერი დასრულდეს? შენც ხომ დარწმუნდი რომ მე ეგეთი ბიჭი არვარ, იმ სიტყვებისთვის ბოდიშის მოგიხადე, მაგრამ მაინც რატომ არ ცდილობ ყველაფერი გამოვასწოროთ და ისევ ვიმეგობროთ?.
- ჩემი მიზეზი მაქვს - ვუთხარი და მეშინოდა იმის რომ მისთვის გული კიდევ არ გამეტეხა ჩემი უხეშობის გამო.
- ხოდა მითხარი ეს შენი მიზეზი და შემიძლია მოგისმინო, როდემდე უნდა ამარიდო თავი.
- ვერ გეტყვი.
- ელე, გაგიგებ ყველანაირად, მეც ხომ უნდა ვიცოდე რარის ის მიზეზი რის გამოს მექცევი ასე, დღეს ხომ დაინახე რა არ გავაკეთე რომ გამომესწორებინა ყველაფერი.
- შენ არაფერ შუაშიხარ, პრობლემა ჩემშია.
- ხოდა მზად ვარ მოგისმინო და ყველა საკითხში გაგიგო, გთხოვ უბრალოდ მომიყევი და ის ტვირთის მოგიშორდება რომელიც გაწუხებს.
- კარგი რახან არ მეშვები მოგიყვები, უბრალოდ მე მეშინია მეგობრობის, შენნაირ კარგ ადამიანთან მეგობრობის მეშინია დუტა, იმიტომრომ მე ისეთი დებილი ვარ, შეიძლება ვერ დაგაფასო და ვერ გაგიფრთხილდე, მეშინია გული არგატკინო საშინლად, რადგან არ მიყვარს სხვას რომ ტკივილს ვაყენებ, მაშინ დანაშაულის გრძნობა არ მასვენებს და თავს ცუდად ვგრძნობ.
- მასეც ნუ გეშინია, ელე....ერთმანეთს თუ ძალიან კარგად გავუგებთ, მოყენებულ ტკვიკილსაც ადვილად გადავიტანთ, თუ ერთმანეთს რამეს ვაწყენინებთ, ამის გამოსწორების შანსი არსებობს და ძალიან ადვილია, თუ მეგობარს ძალიან უყვარხარ ის ნამდვილად გაპატიებს დამიჯერე ეს ასეა. - მისმა სიტყვებმა ცოტა შვება მომგვარა და ამოვისუნთქე.
- და კიდევ ერთი მიზეზია.
- გისმენ.
- სუსტი ვარ ძალიან, ყველაზე მეტად იმედგაცრუების და გულისტკივილის მეშინია, ტყუილის, ღალატის ამ ყველაფრის გადატანა არ შემიძლია, რადგან მიყენებული ტკივილს ადვილად ვერ ვიშუშებ და ვერც გადავლახავ ამაში დარწმუნებული ვარ, მეგობრობის იმიტომ მეშინია რომ ბოლოს მე არ დავრჩე გულნატკენი რადგან ვიცი საყვარელ ადამიანისგან ამას ვერ გადავიტან, ამიტომაც მსურს შენთან მეგობრობის გაწყვეტა.
- მენდე, გაგიფრთხილდები, გულს არ გატკენ, რადგან არც მე მინდა ჩვენი მეგობრობა დასრულდეს, რადგან შენი ახლა კარგად მესმის და შემიძლია ყველაფერში შენც გვერდით ვიყო.
- მაინც ეგრე ჯობს, შეიძლება მერე ყველაფერი შეიცვალოს და მოულოდნელად გული მატკინო, ამიტომ ჯობს გავწყვიტოთ - ავდექი და წასვლა დავაპირე როცა მან მომაძახა.
- არ დავუშვებ რომ ჩვენი მეგობრობა დასრულო - მისი სიტყვები დავაიგნორე და ბინაში ავედი.
ემოციებისგან დაღლილმა საწოლზე დავწექი, თავს ცოტა მშვიდად ვგრძნობდი რადგან ყველაფერი ვუთხარი, მაინც მასთან შერიგებას არასდროს ვაპირებდი. ფიქრებში ჩამეთვლიმა და ტკბილად დავიძინე.

ჩემი იდუმალ თვალებაWhere stories live. Discover now