თავი 2

1.3K 48 3
                                    

მათი ბედნიერებით გახალისებულმა ვერ შევამჩნიე რომ უკვე მიყურებდნენ, ჩამეცინა და მათთან მივედი, ქვაზე ჩამოვჯექი და მათ შევხედე.
- ვა უკვე მოხვედი ქალბატონო? - დამიწყო საუბარი გახალისებულმა ნიკუშამ.
- კი მოვედი, აბა რახდება? რაზე საუბრობთ? - ვკითხე მათ.
- ჩვენ ლექტორებზე ვსაუბრობდით, გუშინ ნიკას ერთმა ლექტორმა მაგრად ეჩხუბა და ლექციდან გაგდო - სიცილით მითხრა მარიამმა.
- კი მაგრამ რატო?. - გაკვირვებულმა ვკითხე.
- ლექტორმა ნიკას ლექციაზე ჭამა აუკრძალა, და მაგის გამო ნიკამ ლექტორს შეურაცხოფა მოაყენა. - მითხრა ნინიმ.
- საჭმელზე რას არ გაკეთებს კაცი - ვთქვი ახალი ამბით გახალისებულმა.
- ისე რა მაინტერესებს? შენ რატო იყავი დღეს უცნაურად, დიდიხანი მანდ იდექი დებილივით - მკითხა ანომ.
- დიდიხანი ვიდექი? ფიქრებში დავიკარგე ალბათ - ვთქვი სიცილით.
- მოდი სიცხე გაგიზომო - ხელი შუბლზე დამადო მარიამმა.
- აქვს სიცხე ? - კითხა სიცილით ირაკლიმ.
- არა, სიცხე არაქვს ალბათ შეყვარებულია - იღადავა მარიმ.
- კარგით მორჩით ღადაობას, მე მართლა ვამჩნევ რომ დღეს ელენე ძაან უცნაურ ხასიათზეა, და მიზეზი რომ გვითხრათ? - მკითხა მერიმ ცნობისმოყვარეობისგან.
- ისეთი არაფერია ხალხო მართლა, უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე და ამისგამო ვარ ასე ცუდ ხასიათზე, უცნაური სიზმარი იყო და უცნაურად ვარ მეც.
- უიმე ჩემი სულელი, მეც ხომ ვთქვი რა მოუვიდა თქო ამას - მითხრა ლულუმ და ჩამეხუტა.
- დაიკიდე ელე, ბევრს გვესიზმრება ცუდი სიზმრები. - მითხრა მარიმ.
- აბა ხალხო დღეს მზად ხართ რამე საშინელება ფილმებს ვუყუროთ ღამეს და ვჭამოთ? - მოგვიწოდა ახალი იდეა ნიკამ.
- ჰმ, ძაან ღამეს არგვინდა რა, ხვალ უნივერსიტეტში ხო უნდა მივიდეთ და დავაგვიანებთ. - თქვა ანომ.
- აუ რაიყოთ ხალხო? ამჯერად არვსვამთ, უბრალოდ ვუყუროთ და სასუსნაოებით გავსკდეთ - თქვა იმედგაცრუებულმა ნიკამ.
- კარგი, ოღონდ რვა საათზე ვუყუროთ, და სახლებში მალე წავიდეთ. - თქვა მერიკომ.
- კი კარგი აზრია, ბებოს მარტო ვერ დავტოვებ მე.
- ვაიმე ხალხო, ნიკამ თქვა რომ ღამე ჩემთან დარჩითო? - გვკითხა ირაკლიმ.
- არა - ვუპასუხეთ ჩვენ.
- აბა რატო წუწუნებთ?.
- ჩვენ გვეგონა, ღამის გათენებას და მასთან დარჩენას გვთავაზობდა - ვთქვით სიცილით.
- ამჯერად ამას არ გთავაზობთ - გვიპასუხა ნიკამ.


ჩემი იდუმალ თვალებაWhere stories live. Discover now