თავი 17

613 36 1
                                    

კოშმარი ისევ მეორდება ისევ იგივე გრძნობებისგან ვიტანჯები, და ისევ გაურკვევლობაში ვარ. შიგნიდან რაღაც დანაშაულის გრძნობა მჭამს და ტყუილუბრალოდ ველოდები მათგან ახსნის პასუხს, როცა დარწმუნებით ვიცი რომ არ მიპასუხებენ, მაგრამ მაინც იმედს ვიცრუებ. ბავშვს გარკვევით ვათვალიერებ მისი რაღაც ნაწილი ჩემ თავს მაგონებს, ოჯახის მკაცრი მზერა კი კანს მწვავს. იდუმალ თვალება, ის არჩანს და ეს უფრო მაშინებს, ცოტახანში სიბნელეში გამოჩნდება მისი შავი იდუმალი თვალების და მაღალი ლანდის. ცოტა შვებას ვგრძნობ და დაჟინებით ვათვალიერებ, დედაჩემის კრიტიკას და ლანძღვას ვაიგნორებ და მას ვათვალიერებ. უნებურად მეღიმება, გარკვევით ვხედავ მის ღიმილსაც. უცბად მოდის ჩემკენ და ჩემ ოჯახს დაჰყურებს ზემოდან, სანთლების სინათლეზე გარკვევით ჩანს რომ ეს დუტა. ცოტა დავიბენი რადგან იმ სიზმრის მერე გამოჩნდა ის ჩემ ცხოვრებაში, სწორად მიმამსგავსებია დუტა ამ იდუმალ თვალებას და სწორედ ის იყო. ჩემ ოჯახს მზერას აშორებს და უკვე ჩემკენ იყურება, სევდიანი სახე აქვს და მისი შავი თვალები ჩასწითლებია.
- თუ არარის თქვენთვის მიუღებელი და თუ ზურგს აქცევთ თქვენ შვილს და შვილიშვილს რომლებიც დახმარებას გთხოვენ, მაშინ პრობლემა არარის მე ვარ მისი მამა და პასუხისმგებელი ვარ ჩემ შვილს მივხედო, ელენე კი ჩემი ცხოვრების აზრია არ დავუშვებ რომ მას ანერვიულოთ. - დუმილით დასადგურებულ ბნელ შენობაში მკაფიოდ გაისმა მისი ბოხი ხმა.
დაიხარა და პატარა გოგონა ხელში აიყვანა, ხელი გამომიწოდა და მეც დაბნეულმა ჩავჭიდე. ამაყენა და კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ჩემ ოჯახის წევრებს რომლებმაც ზურგი მაქციეს, დუტას ჩაჭიდებულ ხელს დავხედე და დაუფიქრებლად გადავდგი ნაბიჯი და მას გავყევი. სიბნელეში მალე მოკაშკაშე სინათლემ გამოანათა, სინათლისკენ წავედით და ყველაფერი დასასრულს დაემსგავსა, მშვიდობა ვიგრძენი და თვალები მალე გავახილე. წამოვდექი საწოლიდან და იმ კოშმრის კადრების გონებაში გამეორება დავიწყე, რაღაცნაირად დამაბნეველი ამავდროულად სასიამოვნო იყო. აზრი კიდევ კარგად ვერ გამოვიტანე, მაგრამ მთავარი ისა რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და ალბათ ამიერიდან აღარ ვნახავ ამ კოშმარს. კარგ ხასიათზე ვიყავი და კარები დუტამ შემოაღო ლანგდრის ხელში, თეფშზე ბლინებს დავხედე და ტუჩის კუთხე მოვიკვნიტე. გამოვართვი ლანდგარი და ჭამა დავიწყე, დუტა გვერდით მომიჯდა და ლოყაზე მაკოცა.
- ეს წვენი ნატურალურია - მითხრა ფორთხოლის წვენზე.
- მადლობა ყველაფრისთვის სიხარულო.
ჭამა მალე დავამთავრე და აბაზანოში შევედი მოსაწესრიგებლად, რომ დავბრუნდი დუტა მოწყენილი იჯდა და ერთ წერტილს მიშტერებოდა. მივედი და გვერდით მივუჯექი, სახეზე მოფერება დავუწყე და ლოყაზე ვაკოცე.
- შეგიძლია მითხრა რა გაწუხებს?.
- მე დედაჩემზე რომ ვფიქრობ მისი ნახვა მინდა და მენატრება.
- გინდა ვიპოვოთ?.
- ახლა?.
- კი. - გავუღიმე და ტუჩებზე დავეწაფე, კოცნაში ამყვა მაგრამ მალევე გაჩერდა.
- კი, მაგრამ როგორ?.
- სად დაიბადე არ იცი?.
- კი მამაჩემს უთქვამს.
- ხოდა წავალთ მანდ შენ სახელს გვარს და დაბადების თარიღს ვიკითხავთ და იმას ვინ გაგაჩინა.
- ჭკვიანური აზრია.
- კარგი, ჩვენ აქედან წავიდეთ და მოვძებნოთ, მეგობრები დავტოვოთ გაერთონ.
- ჰო, ბათუმშია ის სავადმყოფო.
- არა პრობლემა, მარშუტკით მივალთ.
- კარგი. - მე და დუტამ ჩანთაში დავალეგეთ ჩვენი ნივთები და ჩაცმა დავიწყეთ, დუტა ჩავიდა და ბავშვებს აცნობა ჩვენი გეგმა და ყველამ მოიწონა ჩვენი იდეა.
ხის კოტეჯიდან წამოვედით და მარშუტკის ძებნა დავიწყეთ, მალე ვიპოვეთ და გავემგზავრეთ ბათუმისკენ. დიდიხნიანი მგზავრობისგან დავიღალეთ ორივეს ერთმანეთს მიხუტებულებს, ფანჯრიდან გზების დათვალიერებას მოსაწყენი აღმოჩნდა. მარშუტკა ძლივს მოაღწია ბათუმისკენ და ჩვენც გახარებულები ჩავედით, ავტობუსის გაჩერებასთან დავდექით და მალე ის ავტობუსის დაბრუნდა რომელსაც ველოდებოდით. ჩავჯექით და ახლა აქ ვიჯექით დიდიხანი, მერე გააჩერა და ჩვენი ფეხით მივედით სავადმყოფოსკენ. შენობაში რომ შევედით ვიკითხეთ სად ინახებოდა ძველი დოკუმენტები, სალაროში მყოფმა ქალმა გვითხრა სართული და კარის ნომერი. ჩვენც როგორც შეგვეძლო მალე ავედით და კარებზე დავაკაკუნეთ, ქალმა მოგვცა შესვლის ნება და სკამზე ჩამოვჯექით.
- რას ეძებთ? - გვკითხა თავაზიანად.
- დედას ვეძებ. - უთხრა ანერვიულებულმა დუტამ.
- ნაშვილები ხართ?.
- არა, გაშორდნენ ჩემი მშობლები, და დედაჩემის სახე არ მახსოვს.
- მაგ შემთხვევაში სასამართლო დედას აძლევს შვილს.
- კი, მაგრამ მამაჩემმა იძულებით მოაწერინა ხელი და ბავშვი წართვა.
- კარგი, გადავხედავ საბუთებს თქვენი სახელი გვარი, და დაბადების თარიღი მესაჭიროება.
- დიმიტრი გელოვანი, დაბადების თარიღი 28.02.2002. - სხვათაშორის დუტა ჩემზე ერთი წლის დიდი იყო, თან ის მეორე კურსში სწავლობდა.
ქალმა თაროზე საბუთები გამოიტანა და დახედვა დაიწყო, შლიდა და ეძებდა დუტას მონაცემებს. მალე კი იპოვა და გვაჩვენა.
- აი აქ წერია თქვენი მონაცემები, დედაშენს მარინე ებრალიძე ქვია. - დუტამ ნერვულად აკანკალებული ხელებით გამოართვა და წაიკითხა.
- მისი მონაცემების ხომ არ გექნებათ?.
- კომპიუტერში მოვძებნი პირადი ნომრით - საბუთი გამოართვა და მოძებნა დაიწყო, ცოტახანში იპოვა და გვაჩვენა დუტას დედას პირადობის ასლი.
ქალბატონი მარინე ძალიან ლამაზი იყო, დუტასავით შავი თვალები ქონდა და კეთილი გამოხედვა ქონდა, მისი შავგრემანი კულულა თმები ამშვენებდნენ მის მშვენიერ სახეს. დუტას თვალებიდან ცრემლი მოსდიოდა და ანერვიულებული უყურებდა ფოტოს, დედამისთან შეხვედრის დროსაც ასე ინერვიულებს.
- და ქალბატონო ის ქალი სად დაიბადა და სად ცხოვრობს? - ვკითხე დუტას მაგივრად.
- თბილისში დაიბადა, საბურთალოზე ვაჟაზე, მოიცა დეტალურად დაგიწერთ მისამართს ფურცელზე - დამიწერა და მომაწოდა, მადლობა გადავუხადე და დუტა ავაყენე სკამიდან ანერვიულებული გამომყვა.
- თბილისში მოგვიწევს წასვლა, წავიდეთ.
- არ მინდა, მეშინია რა რეაქცია ექნება ჩემი დანახვის დროს.
- წამოდი და დამიჯერე ყველაფერი კარგად ჩაივლის.
ხელი ჩავჭიდე და ბევრი მგზავრობის შემდეგ მარშუტკით უკვე თბილისამდე ვაღწევდით, უკვე მზე ჩასვლას აპირებდა და მალე დაღამდებოდა კიდევაც. თბილისში ჩამოვედით და ავტობუსის მალე მივაგენით დანიშნულების ადგილას. იმ ნომერის სახლის ძებნა დავიწყეთ, რომელის ჩაგვიწერა, მალეს მივაგენით და დუტას მაგივრად მე დავაკაკუნე. კარი ხნიერმა ქალმა გაგვიღო, შემოგვიპატიჟა და ჩვენ მარინეს სახელი ვიკითხეთ. მან დაუძახა მარინეს და მალე ისიც ჩამოვიდა კიბებიდან, დუტა ანერვიულებული და დაბნეული უყურებდა კიბებიდან ჩამომავალ მშვენიერ ქალს, რომელიც მისი დედა იყო და ძალიან გავდა მას. ქალი წამოვიდა ჩვენკენ და მოგვესალმა, დუტა მას სევდით უყურებდა და დაბნეულისგან არიცოდა როგორ ელაპარაკა.
- აბა გისმენთ? - გვკითხა თავისი ნაზი და მშვენიერი ხმით, დუტას მხარი გავკარი და მან ხმა ამოიღო.
- დედა - თქვა ხრიწიანი ხმით, ქალი დაიბნა, დუტა კი დადუმდა ვერაფერი თქვა.
- გამარჯობათ ქალბატონო მარინე, დუტა დიდიხანი გეძებდათ და როგორც იქნა ახლა მოგაგნოთ თქვენი შვილია თუ არ იცით? - ძლივს ამოვღერღე და თავაზიანად დავუწყე საუბარი.
- დუტა? შვილო შენ ხარ? გელოვანი? - დუტამ სიხარულისგან თავი დაუქნია.
- ღმერთო ჩემო, როგორც იქნა ჩემ მონატრებულ შვილს ვხედავ, დიდიხანი მამაშენი არ მაძლევდა შენი ნახვის უფლება ახლა როგორც იქნა მომეცა შანსი - შვილს ძლიერად ჩაეხუტა და ტირილი დაიწყო, დუტამ ემოციები ვერ მოთოკა და მის კისერზე ამოიტირა.
- ხომ გითხარი იმედი არასდროს დაკარგო მარინე - უთხრა ხნიერმა ქალმა.
- თქვენ ალბათ მისი ბებია ხართ ხომ? - ვკითხე ზრდილობიანად.
- კი შვილო. - დუტა დედას მოშორდა და ახლა ბებიამისის ჩაეხუტა, მათი ბედნიერება ძალიან მახარებდა რადგან ერთმანეთი იპოვეს და დედაზე დიდი ბედნიერება ამ ქვეყნად არაფერია.
ტირილს და ბედნიერების გაზიარებას რომ მორჩნენ საუბარი დაიწყეს, დუტამ მას მოუყვა ყველაფერი მისი მკაცრი დედინაცვალის შესახებ და მამამისზეს მოუყვა. მერე უთხრა რომ მიატოვა ყველაფერი და თბილისში გადმოსახლდა, მერე აცნობა ჩემი თავი და დედამისმა ძალიან კარგად მიმიღო და ყავით გამიმასპინძლა. ერთმანეთს კარგად გავუგეთ რადგან ძალიან საინტერესო ქალი იყო. დუტა დედამისს დაემშვიდობა და წამოვედით იქიდან, ძალიან ბედნიერი იყო და სულ ეღიმებოდა.
- აი ხომ ვთქვი ყველაფერი კარგად ჩაივლის თქო - ვუთხარი და ჩავეხუტე.
- შენი დამსახურება მადლობა დიდი, შენ რომ არა ასეთი ბედნიერი არ ვიქნებოდი, ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხარ ჩემ ცხოვრებაში რომელიც ბედნიერების მიზეზს მაძლევს და ძალიან მიყვარხარ. - ტუჩებზე მაკოცა და თმებზე მომეფერა.
- შენც მაბედნიერებ დუტა ძალიან, შენთან რომ ვარ სულ ბედნიერად ვგრძნობ თავს.
- დღეს ჩემთან დარჩი.
- არვიცი, შევძლებ თუ არა - ტელეფონი ავიღე და ლულუს დავურეკე მითხრა რომ ისევ აპირებდნენ მანდ დარჩენას, ამიტომ ბებიაჩემს გადავურეკე და ვაცნობე რომ ხვალ ჩამოვიდოდი.
- არის, დავრჩები შენთან.
- გამეხარდა, მიყვარხარ.
- მეც ძალიან - ვუთხარი და ტუჩებზე ვაკოცე.









ახალი თავის დაიდო❤🥲რომ დაგპირდით ჰოთ თავი იქნება მეთქი მაგრამ მოვლენები დიდი იყო და ვერ დავწერე ჰოთ თავი, სხვა თავებში დავწერ მაგას😬ბოდიშით იმედი რომ გაგიცრუეთ❤🥺

ჩემი იდუმალ თვალებაWhere stories live. Discover now