თავი 8

734 37 1
                                    

ვიღაცის ხელს ვგრძნობდი ჩემ თმაზე ნაზად დასრიალებდა, თან თბილ მკლავებს ვყავდი ჩახუტებული და სუნთქვა კანზე მედებოდა. მივხვდი რომ ეს დუტა იყო სხვა ვინ იქნებოდა, მაგრამ რაღაცნაირად კომფორტულად და დაცულად ვიყავი ასე და მისი ფერება მსიამოვნებდა. არმინდოდა განძრევა რადგან ვიცოდი რომ ეს სიამოვნება დასრულდებოდა, თვალები კარგად მოვხუჭე რომ ვერ მიმხვდარიყო უკვე რომ გავიღვიძე. ის ისევ აგრძელებდა ჩემ მოფერებას, ცოტახანში ვიგრძენი მისი ტუჩები ჩემ ლოყაზე და ტანში უცნაურად დამაჟრჟოლა. ვერ ვხვდებოდი იმას თუ რატო იქცეოდა ასე? ვერც იმას ვხვდებოდი მე რატომ ვაძლევდი ამდენის უფლებას? ნუთუ ასეთი სულელივარ?. მაგრამ მსიამოვნებდა მისი ასეთი ქცევა არც მე ვიცოდი რატომ, ძალიან ძლიერ ზეგავლენას ახდენდა ჩემზე. მის თბილ ტუჩებს ლოყაზე ისევ ვგრძნობდი, ისეთი იყო თითქოს ლოყა მეწვოდა. მისი ძლიერი ხელები ჩემ სახეზეს ეხებოდნენ და სიამოვნებისგან გავინაბე, მაგრამ გამახსენდა რომ შეიძლება დაღამდეს და ბებიაჩემმა ინერვიულოს. უცებ წამოვხტი და დუტას შევასკდი, ხელი შუბლზე მოიკიდა და შეიშმუშნა, ეტყობოდა რომ სტკიოდა მაგრამ მალავდა.
- ძაან გეტკინა? - ვკითხე და დასჯილი ბავშვივით შევხედე, მას გაეღიმა.
- არაფერია ისეთი გამივლის.
- მაპატიე, უბრალოდ როცა ვიფიქრე რომ შეიძლება დაღამებულიყოს უცბად წამოვხტი. - მან გაიცინა.
- კი დაღამდა უკვე - ფანჯრისკენ გავიხედე და უკვე ბნელოდა, საათს დავხედე და შვიდი იწყებოდა.
- რატომ არ გამაღვიძე? ხომ იცოდი ბებიაჩემი ინერვიულებდა.
- სამწუხაროდ მეც შენთან ერთად ჩამეძინა და დრო გაგვეპარა - თქვა და კმაყოფილებით წარბები ათამაშა.
- ახლა რაღა ვქნა?.
- არაფერია, შენ მეგობარ ლულუს დავურეკე და ვთხოვე რომ ბებიაშენისთვის ეთქვა დღეს კურსელთან რჩებოდით გოგოები.
- ანუ უთხარი რომ ვრჩებოდით?.
- ხო.
- დებილი ხარ?.
- არა რატო?.
- ეხლა სახლში ვერ მივალ თუ ეგრე უთხარი, რომ მივიდე იეჭვებს.
- ხოდა მეც მაგიტო ვუთხარი ეგრე, მინდოდა ჩემთან დარჩენილიყავი.
- ღმერთო ჩემო ამ ფსიქოპატს საიდან გადავეყარე.
- სიცხე გავიზომოთ - სიცილით თქვა და უკან გაბრუნდა.
გაბრაზებულმა ჩამოვჯექი დივანზე და ნერვებ მოშლილი დაველოდე დუტას, მალე დაბრუნდა და თერმომეტრი მომაწოდა. გაზომვა დავიწყე და ის კი ჩემთან პირისპირ იჯდა და მიყურებდა, მისი მზერა სხეულს მწვავდა და ნერვები მეშლებოდა. თერმომეტრი გაბრაზებულმა გამოვიღე და დავხედე, სიცხე როგორც იქნა დამიწია მაგრამ მადლობა მაინც უნდა გადავუხადო იმიტომრომ იმსახურებს.
- მადლობა, დამიწია.
- მომეცი - გამომართვა და დახედა, მერე კმაყოფილი გაბრუნდა სამზარეულოში.
- რას მირთმევ?.
- ცხელ შოკოლადს.
- ბოდიში, მაგის გაკეთება არ ვიცი.
- მე გავაკეთებ, გაგისინჯავს?.
- არა, ხო იცი როგორი ოჯახშის ვცხოვრობდი, მასეთი გემრიელობებს არ მაჭმევდნენ. - თავი დავუქნიე, ძალიან შემეცოდა ამდენი რამ რომ გამოიარა.
სამზარეულოში შევედი და ცხელი შოკოლადის მომზადება დავიწყე, დუტა მიყურებდა და სწავლობდა. გაკეთებას მოვრჩი და ჭიქები დამჭირდა, ჭიქები კარადაზე იდო და მე დაბალი ვიყავი ვერ ვწვდებოდი, გადავწყვიტე სკამით ავსულიყავი. დუტა სამზარეულოში არ იყო საპირფარეშოში იყო გასული და სკამი დავდე ასასვლელად. მაგრამ, ჩემი ბედი რომ ვიცით ვერც ვწვდებოდი, ხტუნვა დავიწყე და უცებ გადავყირავდი და უნდა წავქცეულიყავი მაგრამ დუტას ხელში ავღმოჩნდი, მზად ვიყავი იატაკზე დასაცემად მაგრამ დუტამ გადამარჩინა, ძვლები არ მოვიტეხე და თავის გადარჩა გახეთქვასგან.
- ფრთხილად იყავი - გამაფრთხილა მზრუნველად, და მე მის თვალებში ჩავიძირე.
დუტამ გამიღიმა და ძირს დამსვა, თვითონ გამოიღო ჭიქები და მაგიდაზე დაწყო.
- რა ჩემი ბრალია თუ შენ გაქვს კარადა ძაან მაღლა - ვიბუტბუტე გაბრაზებულმა.
- არაუშავს.
ცხელი შოკოლადი ჩავასხი ჭიქებში და დუტას დავუდე, გასინჯა და ძალიან მოეწონა. მეც დალევა დავიწყე და თან მის რეაქციას ვუყურებდი.
- მართლა ძაან გემრიელია.
- თუ მართლა მოგეწონა შემიძლია ხშირად გაგიკეთო.
- კარგი - მითხრა და გაიღიმა.
დალევას მოვრჩით და ახლა ჭურჭლები მე გავრეცხე დიდიხნიანი ჯიუტობის შემდეგ, მაგიდა დავალაგეთ და დივანზე ჩამოვჯექით.
- შენზე რამე ისეთი მომიყევი რომ კარგად გაგეცნო - მითხრა დუტამ.
- რავი რა მოგიყვე? მკითხე რაც გაინტერესებს და გიპასუხებ.
- ბებოსთან ცხოვრობ დიდიხანია?.
- არც ისე, მაგრამ ჩემი მშობლები საზღვარგარეთ წავიდნენ ამერიკაში, იმის მერე სულ ბებიასთან ერთად ვარ.
- გიჭირდა მათ გარეშე ცხოვრება?.
- კი თავიდან ძალიან, ბოლოს ჩემი მეგობრების დამსახურებით გადავიტანე და მივეჩვიე, ერთი წამითაც არ მაძლევდნენ მშობლების გარეშე ან მარტოდ მეგრძნო თავი.
- დასაფასებელია ასეთი მეგობრები.
- რათქმაუნდა.
- აუ ერთ კაფეში რომ მივედით ყველანი, მანდ ერთ ქალს რომ დაპირდი ხშირად მოვალთო ხო გახსოვს?.
- კი, ძალიან მყუდრო და კომფორტული კაფეა.
- ხოდა წავიდეთ, თან ვისეირნოთ ღამე სიარული მომწონს. - თავი დავუქნიე.
მან თავისი ოთახიდან თბილი ჟაკეტი გამომიტანა, ჩავიცვი და ძალიან მომიხდა. მე და დუტა გარედ გავედით და სიბნელეში სიარული დავიწყეთ. არემარეს ლამპიონების განათება ამშვენებდა, ბნელ და მისტიკურს ხდიდა რაც ძალიან მამშვიდებდა. გარედ ჩვენც გარდა არავინ იყო, სიმშვიდე და სიწყნარე სუფევდა, მხოლოდ ჩვენი ნაბიჯების ხმა და აჩქარებული სუნთქვა ისმოდა. მასთან ერთად სეირნობა ძალიან კარგი იყო, თავს დაცულად ვგრძნობდი და ბედნიერი ვიყავი. ალბათ იმიტომ რომ, ის გავიცანი და ერთმანეთს გავუგეთ. მან თავისი ტკივილი გამიზიარა და მენდო, ეს მახარებდა მეც რომ ასეთი კარგი დამოკიდებულება ქონდა ჩემს მიმართ. მას შევხედე თუ არა ეგრევე გამომხედა თავისი შავი იდუმალი თვალებით, გამეღიმა და მანაც გაიღიმა.
- იცი ძალიან ლამაზი თვალები გაქვს, ღამითაც მწვანედ კაშკაშებს - მითხრა და ძირს დაიხედა.
- შენი თვალების ძალიან ლამაზია, ისეთია იდუმალი და ბნელი. - მან ჩაიცინა.
- რა გამახსენდა იცი? ბავშვობაში ვოცნებობდი მწვანე თვალება შეყვარებული მყოლოდა - თქვა და სიცილი დაიწყო მეც ავყევი სიცილში, მარა შემრცხვა და ლოყები ამიხურდა.
კაფეში შევედით და იმ ქალს მივესალმეთ, ძალიან გაუხარდა ჩვენი ნახვა და ნამცხვრით გვიმასპინძლა. მე და დუტას ორივეს შოკოლადის ნამცხვარი მოგვწონდა, ძალიან გემრიელი იყო და გემრიელად ვჭამეთ.
- ამ ქალივით თბილი დედაჩემის არ ყოფილა - უცებ თქვა დუტამ, მე გავუღიმე.
- ძალიან თბილი და საყვარელი ქალია, მასთან გახსნილად შემიძლია ვიყო.
- იცი შენ ყველაზე ლამაზი ღიმილი გაქვს? - მის კომპლიმენტზე უნებურად გამეღიმა და თავი დაბლა დავხარე.
- მადლობა.
ქალს მადლობა გადავუხადეთ და კაფე დავტოვეთ, და ისევ სიარული გავაგრძელეთ ჩაბნელებულ ქუჩებში. შორიდან ერთი გოგონა შევამჩნიე რომელიც ჩვენკენ მოდიოდა, რომ მოგვიახლოვდა ქერა თმები და თაფლისფერი თვალები ქონდა, მისი ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ პატიოსანი არარის.
- დიმიტრი საყვარელო - თავისი წიკვინა ხმით აესვეტა დუტას, თან ფერება დაიწყო.
დუტამ ზიზღით მოიშორა და მე შემომხედა გაფითრებული სახით, მაგ გოგოს საქციელი არ მომეწონა და გავბრაზდი, თან ვღიზიანდებოდი დუტას რომ ეხებოდა, არც მე ვიცოდი რატომ? მაგრამ ვეჭვიანობდისავით.
- მაკა გთხოვ წადი ! - მკაცრად უთხრა დუტამ.
- ბოდიშით მე ხელს არ შეგიშლით წავალ - ვთქვი და უკან გამობრუნება ვცადე როცა მისმა წიკვინა ხმამ შემაჩერა.
- კარგს იზავ - მის პასუხზე ნერვები მომეშალა და გამწარებული გავხედე ორივეს.
- დიმიტრი საყვარელო, შენთან ძუკნების ადგილი არარის - თქვა სარკაზმულად, დუტა გაბრაზდა მის სიტყვებზე.
- უკაცრავად? - ჩავერთე საუბარში - ვინა ძუკნა? ჯერ თქვენ თავს შეხედეთ და მერე ილაპარაკე - გამწარებული გავბრუნდი უკან.
ბატონი დიმიტრი მომსდევდა მაგრამ ვერ მეწეოდა, ტაქსი გავაჩერე და ჩავჯექი. ძალიან გაბრაზებული ვიყავი მაგ გოგოზე, რა უფლებით დამიძახა, ყველაზე მეტად იმაზე მეშლებოდა ნერვები დუტას რომ ეხებოდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა დუტაზე რომ ის ასეთ ძუკნებთან ერთობა, პირობას ვდებ დღეიდან მისგან თავს შორს დავიჭერ, არ მევასება ასეთი ბიჭები. ძალიან დაბნეულად ვიყავი, არ ვიცოდი მენდო თუ არა დუტასთვის, მაგრამ რა ჩემი საქმეა ის რომ ქალებთან ერთობა? მე ხომ მისთვის უბრალოდ მეგობარი ვარ ორი დღით გაცნობილი, არ მაქვს ამ ყველაფერზე გაბრაზების უფლება. დუტასთვის მე მხოლოდ მეგობარი ვარ ვინც უგებს კარგად და მის გვერდითა, მაგრამ არ მაქვს უფლება დავუშალო ნაშებთან გართობა. მაგრამ მაინც არ მომწონს მას რომ გოგოსთან ვხედავ, უბრალოდ ნერვები მეშლება არც მე ვიცი რატომ.






აბა მეგობრებო ესეც ახალი თავი ცოტა საინტერესო და მნიშვნელოვანი😅❤შემდეგ თავებში მოგიწევთ წაიკითხოთ დუტას ტანჯვა და წვალება🖤❤ იმედი მაქვს ძალიან მოგეწონათ ეს თავის და მადლობთ კიდევ ერთხელ აქტიურობისთვის და შეფასებისთვის❤❤

ჩემი იდუმალ თვალებაWhere stories live. Discover now