თავი 14

623 45 1
                                    

გარედ ბედნიერმა გავედი, რადგან დღეს შაბათი იყო და ვისვენებდით, ის ფაქტის მახარებდა რომ ჩემი მეგობრები ბედნიერები იყვნენ. ჩქარი სიარულით მივედი და იქვე მჯდომი ჩემი მეგობრები დავინახე, მას მივესალმე და ანოს გვერდით მივუჯექი რომელიც თვალს აცეცებდა, და თორნიკეს უღიმოდა.
- დუტა სად არის? - ვკითხე მათ როცა შევამჩნიე რომ დუტა გვაკლდა.
- ბათუმში მოუწია სასწრაფოდ წასვლა. - მიპასუხა ნიკამ.
- ხომ მშვიდობა?.
- არვიცი ელე, დაურეკეს და ჩამოსვლა სთხოვეს - თავი დავუქნიე ნიკას, და თემა შევცვალეთ.
წყვილები ბედნიერებით საუბრობდნენ და ჩვენც მათ ვუსმენდით, ძალიან მოვიწყინე რადგან დუტა აქ არ იყო, მის გარეშე მეგობრებთან გართობა რა ცუდი ყიფილა, თავს ისე ვგრძნობდი თითქოს რაღაც მაკლდა. არ მეგონა ასე თუ დავუახლოვდებოდი დუტას, არ მეგონა ასე თუ მივეჩვეოდი, ისეთი ცუდი შეგრძნება მაქვს მის გარეშე ვერ ვძლებ, რა მემართება ვერ ვხვდები. ბავშვებმა ირაკლის ფული მისცეს რადგან მათთვის ტკბილეულები და სასუსნაოები ეყიდა, მეც მივეცი ფული და წვენი დავავალე. ირაკლი მაღაზიაში წავიდა, ბავშვებმა ისევ დაიწყეს საუბარი. მე არაფრის ხალისი მქონდა მოწყენილი ვუსმენდი მათ, მალე ირაკლის დაბრუნდა და ბავშვებმა ავიღეთ ის რაც დავავალეთ. ირაკლიმ შოკოლადი მისცა მერის, ეს მე გიყიდეო, შოკოლადზე რაღაც ფურცელი იყო გაკრული წარწერით. მერიმ ვერ შეამჩნია მე და ანოს გარდა. ჩიფსის ჭამას რომ მორჩა, მერე აიღო შოკოლადი, ფურცელი რომ წაიკითხა თვალები გაუბრწყინდა და ირაკლის შეხედა, ირაკლიმ დაბნეულობისგან ძირს დაიხედა. მერიმ ქაღალდი გახსნა და ნახევარი შოკოლადი მოტეხა, მერე ფურცელზე რაღაც დაწერა და ირაკლის მიაწოდა. მან მორცხვობით გამოართვა, ფურცელს რომ შეხედა თვალები გაუბრწყინდა და სიხარულისგან ნიკას ურტყა წელში. საწყალი ნიკა ტკვილისგან შეიშმუშნა.
- რამოხდა ირაკლი? - ცნობისმოყვარეობისგან კითხა მარიმ, მერიმ ირაკლის შეხედა და გაუღიმა.
- სამოთხეში ვარ - უპასუხა ირაკლიმ.
- მგონი გაგიჟდა - თქვა მარიმ.
- ხალხო მერიმ მეც მიყვარხარო, გაიგეთ? ღმერთო რა ბედნიერი ვარ რომ იცოდეთ - მე და ანოს ყბა დაგვივარდა და პირი გავაღეთ, არ გვჯეროდა მომხდარის და თან გვიხაროდა.
- გვატყუებს ეს მგონი? მერი მართალია? - კითხა მერის მარიმ, მან თავი დაუქნია და ყველანი კივილი ავტეხეთ და ტაში დავუკარით.
ირაკლიმ ხელი გაუწოდა მერის და მანაც ჩასჭიდა, ფეხზე აყენა და ძლიერად მიხუტა, ორივე ერთმანეთს ეხუტებოდნენ და სიხარულისგან იცინოდნენ. ჩვენმა მორცხვმა ირაკლიმ გაბედა და მერის ტუჩებზე აკოცა, მერის შერცხვა და უხერხულობის დასამალად გაიღიმა. ანო მათი ბედნიერებით იყო გართული, თორნიკე კი ანოს ყურებით. ჩემმა მეგობრებმა შეძლეს ჩემი გახარება, მაგრამ ნეტა დუტას აქ ყოფილიყოს გაეხარდებოდა მათი ამბავი. მეგობრები დავიშალეთ და სახლებში წასვლა გადავწყვიტეთ, გზაში დუტას დავურეკე მაგრამ ყურმილი არ აიღო, კიდევ დავურეკე და არც ახლა აიღო, ვინერვიულე შემეშინდა რამე არ დაემართოს მეთქი. ჩემ ოთახში ავედი და დღიურში დღევანდელი დღის ჩაწერა დავიწყე, ბოლოს ჩემი გრძნობების და განცდების მივაყოლე. საწოლზე ჩამოვჯექი და დუტას ნაჩუქარ დიდ დათუნიას ჩავეხუტე. ცოტახანში ის რომანი ავიღე რომელსაც ვკითხულობდი, და კითხვა გავაგრძელე. მალე ჩამეთვლიმა და დავიძინე.

ჩემი იდუმალ თვალებაWhere stories live. Discover now