თავი 20

1.2K 53 15
                                    

ზოგჯერ რა რთულია ცხოვრება არა? ერთ დღეს ბედნიერი და გახარებული ხარ მეორე დღეს კი შინაგანად განადგურებული. ახლა მე დიდი გზა მელის, ახალ ცხოვრებას ვიწყებ საზღვარგარეთ და მომიწევს სირთულების გადალახვა ჩემ პატარასთან ერთად. იმის იმედი მქონდა რომ ოჯახი მაინც გამიწევდა დახმარებას, მაგრამ მიმატოვეს, ზურგი მაქციეს და ეს ყველაფერი რის გამო? იმიტომ რომ არ გაუხარდათ ჩემი პატარას შესახებ რომ გაიგეს. არაფერია! მე ჩემი შვილისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რადგან ის ბედნიერი იყოს. მარტო გავზრდი და ყველა სურვილს შევუსრულებ, მისთვის სამაგალითო მშობელი ვიქნები, გვერდით დავუდგები და ყველაფერში გავუგებ. მე ძლიერი უნდა ვიყო, ცხოვრებაში ხელი არ უნდა ჩავიქნიო, ჩემი პატარასთვის უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი. დავივიწყო მშობლებისგან და შეყვარებულისგან მიყენებული ტკივილი, დავივიწყო ის ყველაფერი რაც განვიცადე. ამ ყველაფერს რომ ვიხსენებ გული საშინლად მტკივა, და თავს ძალიან უცოდველად ვგრძნობ. ალბათ გახსოვთ ის კოშმარი, ყველაზე საშინელი სცენები და კადრები იყო, ალბათ მკითხავის გაგახსენდებათ რომ მითხრა წინასწარმეტყველს გავსო. მართალი იყო, ყველაფერი ეგრე მოხდა როგორც სიზმარში ვნახე, ყველამ მიმატოვა და დავრჩი მარტო ჩემ შვილთან ერთად. დუტას რათქმაუნდა ვეტყვი ამის შესახებ, ოღონდ წერილს დავუწერ, ჩემ მეგობრებს მერე ვეტყვი. დარწმუნებული ვარ ისინი ამის გამო არ მიმატოვებენ. ფიქრებისგან და ემოციებისგან დაღლილი ჩამოვედი ავტობუსიდან და საბუთების გასაკეთებლად წავედი. ბევრი ვიფიქრე და არჩევანი თურქეთზე გავაკეთე, რადგან არც ისე შორსა და თან თბილი ამინდებია იქ. ბილეთი ავიღე, საბუთების მოვაწესრიგე და ფრენა ხვალ იქნებოდა. ისევ ავტობუსით დავბრუნდი სახლში. კარები რომ შევაღე ბებიაჩემი დავინახე რომელიც ერთ წერტილს მიშტერებოდა, დავაიგნორე და ჩემ ოთახში ავედი. ჩემ კარადაში კალამი და ფურცელი ავიღე, ჩამოვჯექი მაგიდაზე და ფიქრი დავიწყე თუ როგორ მეთქვა მისთვის. კალამი მოვიმარჯვე და წერა დავიწყე, თან მისგან გატარებულ ყველა დროს ვიხსენებდი და ტირილი მინდოდა.
" ძვირფასო დუტა, არვიცი ეს ყველაფერი როგორ გითხრა მაგრამ დაიმახსოვრე რომ მე შენ ყოველთვის მიყვარხარ და მეყვარები, ჩემ გრძნობებში ეჭვი არასდროს შეიტანო რადგან მე შენ მართლა ძალიან მიყვარხარ, შეიძლება არ გამომდის გრძნობების გამოხატვა მაგრამ გთხოვ გჯეროდეს ჩემი. მადლობა მინდა გადაგიხადო ყველაფრისთვის, შენთან გატარებული ყოველი დღე, წუთი, ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ყოველთვის მაბედნიერებდი, შენთან გატარებული მოგონებები არასდროს დამავიწყდება, რადგან ეს ყველაფერი ძვირფასი იყო ჩემ ცხოვრებაში, ჩემ ცხოვრებაში შენ ყველაზე დიდი როლი გეჭირა, ყველაზე მეტად მიყვარდი. მომენატრება შენთან გატარებული ყოველი დღე და დრო, მომენატრება შენი შეხება, შენი ტუჩების კოცნა, შენი სურნელი და ყველაფერი რას გაკავშირებს შენ. ვიცი რომ ჩემი ბრალია ყველაფერი, ვიცი რომ მე დავუშვი შეცდომა და ამის გამოსწორებას ვცდილობდი მაგრამ არ მომეცი შანსი. სიმართლე გითხრა ის ჩემი ძველი მეგობარი იყო რომელთანაც კონტაქტი გავწყვიტე რაღაც მიზეზის გამო, სასწრაფოდ შეხვედრა მთხოვა და მითხრა მნიშვნელოვანიაო. ხოდა შენ ვერ გითხარი უბრალოდ ძაან დაბნეული და არეული ვიყავი, არვიცოდი რა უნდა ეთქვა ჩემთვის. ამიტომ გადავწყვიტე სხვა დროს მეთქვა შენთვის და მარტო შევხვდი. დიდი შეცდომა დავუშვი, ვნანობ არუნდა წავსულიყავი. მე ხომ არ ვიცოდი რა მოხდებოდა, მაპატიე ამ ყველაფრის გამო. შენთვის უნდა მეთქვა, მაგრამ არაუშავს გვიანია ყველაფერი, ხალხი შეცდომებზე სწავლობს. მინდა დაგემშვიდობო ჩემ პატარასთან ერთად, მოგესმა არა? მე ორსულად ვარ, შენგან, ჩვენ პატარა გვეყოლება მალე, მეგობრები რომ შევიკრიბეთ მაშინ გავიგე ეს ყველაფერი, ექიმმა მითხრა და ამიტომ გამოვიქეცი. დახმარება ვთხოვე ჩემ ოჯახს და ყველამ ზურგი მაქცია, ბავშვის მოშორება მაიძულეს, ყველამ მიმატოვა მათ შორის შენც. რახან მე და პატარას არავინ გვყავს გვერდით, ჩვენ გადავწყვიტეთ წავსულიყავით საზღვარგარეთ, ეგრე ჯობს ეს ყველაფერი, სხვა ადგილი, ჰაერი და უცხო გარემო დაგვამშვიდებს ორივეს. ვფიქრობ უკეთესია, მანდ კარგად ვიქნებით და არავინ გვატკენს, ტკივილის დავიწყებას შევძლებ და მე ძლიერი გოგო გავხდები ამ ყველაფრის მერე, ჩვენ პატარას მარტო გავზრდი და მისთვის სამაგალითო მშობელი ვიქნები. ვიზრუნებ მასზე არაფერს დავაკლებ გპირდები. მაპატიე ეგრე იყო საჭირო, მჭირდებოდა ეს ყველაფერი რადგან ყველამ ზურგი მაქცია. მაპატიე რომ გტოვებ მაპატიე, ძალიან მიყვარხარ."
წერილი დავკეცე და ანოსთან წავედი, კარები გამიღო და შემომიპატიჟა. მას ყველაფერი მოვუყევი და ბოდიშის მოვუხადე რომ მისი დატოვება მიწევდა. მაგრამ მან გამიგო და მითხრა რომ უცხო გარემო მართლა გჭირდებოდა ამ ყველაფრის მერე. წერილი მას გადავეცი და ვთხოვე დუტას მიეცა, ის დამპირდა. მხოლოდ ანოს ვუთხარი ამ ყველაფრის შესახებ, სხვებს ვერ ვუთხარი რადგან დრო არმქონდა მომზადება მჭირდებოდა ხვალისთვის. არაუშავს სამაგიეროდ, ანო ეტყვის და ჩემს მაგივრად მოუხდის ბოდიშს.


ჩემი იდუმალ თვალებაWhere stories live. Discover now