თავი პირველი

155 9 3
                                    

Hyunjin's POV

"დღეს ადრე მიდიხარ, არა?" ფელიქსმა მითხრა და თავის სამუშაო ფორმა მოირგო.

"კი, მინჰო დღეს სახლში იქნება და გუშინ მთხოვა ადრე მივსულიყავი. რამე პრობლემა ხომ არ იქნება?"

"არა, რა თქმა უნდა, შეგიძლია წახვიდე. მე მივხედავ აქაურობას, თან სუნგმინიც მოვა მალე."

" თუ გჭირდები შემიძლია დავრჩე! არ მინდა რამე პრობლემა შეგექმნას.."

"ჰიუნჯინ, დაგავიწყდა, რომ ეს კაფე მე მეკუთვნის?" წარბი ასწია ფელიქსმა, გამეღიმა. "კაფის დირექტორი გეუბნება, რომ წახვიდე!"

"მადლობა, მიყვარხარ!" ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე.

"მეც მიყვარხარ. მიდი გამოიცვალე და წადი, მინჰო გელოდება."

თავი დავუქნიე, მოვშორდი და გამოსაცვლელი ოთახისკენ დავიძარი. სწრაფად გამოვიცვალე და კაფე დავტოვე.

კაფე ჩემს სახლთან ძალიან ახლოს იყო, ამიტომ მალევე მივედი და ღიმილით შევაღე კარები.

"მინჰო, მოვედი!"

დავიძახე, ფეხზე გავიხადე და სასტუმრო ოთახში შევედი. იქვე მჯდარი მინჰო დავინახე, რომელიც ტელევიზორს უყურებდა. ჩემს დანახვაზე გაიღიმა.

მისკენ წავედი, ბაგეებზე კოცნა დავუტოვე და მის გვერდით ჩამოვჯექი.

"როგორი დღე გქონდა, საყვარელო?"

"ძალიან კარგი! ფელიქსი ძალიან საყვარელია! რომ ვთხოვე წამებში გამომიშვა. ამიტომ დღეს შემიძლია მთელი დღე შენთან ვიყო."

თავი დამიქნია და თითქოს სევდიანად გამიღიმა.

"კარგად ხარ?"

"კი."

სწრაფად მიპასუხა, ხელი წელზე შემომხვია და წამებში დამსვა მის კალთაზე. მოულოდნელობისგან წამოვიყვირე, მაგრამ შემდეგ გამეცინა.

"მომენატრე."

ჩუმად ამოილუღლუღა და თავი კისერში ჩამირგო.

Trust - HyunhoWhere stories live. Discover now