თავი მეათე

60 7 4
                                    

Felix's POV

დილით ადრე მე და სუნგმინი მოვემზადეთ და კაფეში წავედით. ბიჭები აღარ გავაღვიძეთ, რადგან მინდოდა რომ კარგად გამოეძინათ, ვიცი არ დაიძინებდნენ გვიანობამდე.

ჯერ შუადღეა და ბევრი კლიენტიც არ გვყავს, რადგან საღამოობით იწყებენ ხოლმე შემოსვლას. გუშინდელიდან მოყოლებული ჩანგბინის ზარებს ვაიგნორებ, ძალიან ნაწყენი ვარ. სუნგმინმა ჯისონისგან ყველაფერი იცოდა აიენზე, თუმცა ჩანგბინს ერთხელაც არ გახსენებია, რომ რამე ეთქვა ჩემთვის. ისიც ჯგუფის წევრია და დარწმუნევული ვარ ყველაფერი იცოდა.

"ფელიქს, რა გჭირს მთელი დღეა?" სუნგმინმა შეკვეთა ჩაიწერა და ჩემთან მოვიდა.

"ჩანგბინის ზარებს ვაიგნორებ.." ამოვიოხრე.

"რატომ?"

"ჰანი ყველაფერს გიყვებოდა აიენზე, ჩანზე.. აიენსაც კი ნახულობდი ხანდახან.. ჩემთვის კიდე ერთხელაც არ უთქვამს ჩანგბინს, როცა იცოდა როგორ მენატრებოდა და მაინტერესებდა სად იყო. ის კი თურმე ნახულობდა ხშირად და ერთხელაც კი არ წამოცდენია!"

"აიენს არ უნდოდა.." სუნგმინმა ამოილუღლუღა.

"შენ ხომ იცოდი?" მან თვალი ამარიდა და ამოიოხრა. იცოდა, რომ მე და ის ერთ სიტუაციაში ვიყავით, თუმცა მისმა შეყვარებულმა იფიქრა მასზე, ჩემმა არა.

საქმე ჩუმად გავაგრძელეთ, ნელ-ნელა ხალხი ემატებოდა, მეორე განაკვეთში მომუშავე პირიც დაგვემატა და ის გვეხმარებოდა. როცა ჰიუნჯინი, ან რომელიმე ჩვენგანი არაა ჯიმინს ვიბარებ, რადგან ვიცი, რომ ფული სჭირდება და ყოველთვის თანახმაა.

ფიქრისთვისაც ნაკლებად მრჩებოდა დრო. თუმცა ბოლომდე მაინც არ მშორდებოდა ფიქრები, ყველაფერი რომ გავაანალიზე ვხვდებოდი, რომ მე და ჩანგბინის ურთიერთობა ნელ-ნელა ცივდება. მხოლოდ აიენის ამბის გამო არ ვფიქრობ ამას, რა თქმა უნდა. ახლა ვხვდები, რომ მე და ჩანგბინის ურთიერთიბა ისეთი ძლიერი აღარ არის როგორც ადრე. არ ვსაუბრობთ ბევრს, ვერ ვხვდებით ხშირად ერთმანეთს, რადგან ორივეს ბევრი საქმე გვაქვს.

Trust - HyunhoWhere stories live. Discover now