თავი მესამე

60 6 0
                                    

"ჰიუნჯინ, დღეს რა გეგმები გაქვს?"

სუნგმინმა მკითხა და ბართან ჩამოჯდა. დღეს ცოტა ხალხი იყო კაფეში, ამიტომ მხოლოდ მე და სუნგმინი ვმუშაობდით. ფელიქსი ჩანგბინთან ერთად ქალაქ გარეთ წავიდა.

"სუბინს შევპირდი გუშინ, რომ გავყვებოდი სადმე."

"რამე ხდება თქვენს შორის?"

მხრები ავიჩეჩე და მის გვერდით ჩამოვჯექი.

"მას მოვწონვარ. მაგრამ იცის, რომ მე ურთიერთობა არ მინდა."

"ვფიქრობ, რომ შანსი უნდა მისცე. კარგი ბიჭია, ზრუნავს შენზე და მხოლოდ შენთან სექსზე არ ფიქრობს."

"არ ვიცი სუნგმინ."

"ვიცი, რომ რთულია. მაგრამ უკვე 2 წელი გავიდა ჰიუნჯინ, ცხოვრება უნდა განაგრძო. ვინმეს ხო უნდა ენდო, ყოველთვის ასე ვერ იქნები."

"შეიძლება მართალი ხარ. სუბინი მართლა კარგი ადამიანია. უბრალოდ არ ვიცი..."

"უბრალოდ ვერ ივიწყებ მინჰოს, არა?"

სიჩუმე ჩამოვარდა. არ ვიცი რა ვუპასუხო. სიბრაზეს ვგრძნობ მინჰოს მიმართ. რა თქმა უნდა, აღარ მიყვარს. უბრალოდ არ არის ადვილი ასე უცებ იმ ადამიანის დავიწყება, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი.

ამ ფიქრებში ვიყავი, როცა კლიენტი შემოვიდა კაფეში. სუბინი იყო. ჩვენსკენ წამოვიდა ღიმილით.

"გამარჯობა."

მე და სუნგმინმა გავუღიმეთ და მე წვენი დავუსხი.

"მალე დავასრულებთ."

მან გამიღიმა და წვენი მოსვა.

"ჰიუნჯინ, შეგიძლია წახვიდე ბევრი საქმე არ არის გასაკეთებელი."

"არა მოგეხმარები. მარტო ხარ."

"ყველაფერი რიგზეა, ჰანი უნდა მოვიდეს თან მალე და ის მომეხმარება."

"დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა ჩემი დახმარება?"

"რომ არ ვიყო არც გეტყოდი."

Trust - HyunhoWhere stories live. Discover now