თავი მეცამეტე

50 7 2
                                    

Jeongin's POV

ფელიქსის სახლი დავტოვეთ და სამივე მინჰოს მანქანაში ჩავსხედით. მინჰო და ჩანი წინ ისხდნენ, მე კი უკან ჩავჯექი და ემოციებისგან დაღლილმა თავი ფანჯარას მივადე.

"რატომ არ მითხარით, რომ ჰიუნჯინი ცუდად ხდებოდა?" სიჩუმე მინჰომ დაარღვია.

თვალები გავახილე და მას შევხედე, რომელსაც გზისთვის თვალი არ მოუშორებია.

"რა?"

"ჰიუნჯინმა ახსენა, რომ ცუდად ხდებოდა და საავადმყოფოშიც იწვა რამოდენიმეჯერ."

"ჰო... სუნგმინი გვიყვებოდა."

"და რატომ არ მითხარით?"

"რას გააკეთებდი? თან მე შენთან კონტაქტი არ მქონდა." მინჰომ ჩანს გადახედა და ჩანმაც ამოიოხრა. "შენ რა გქონდა კონტაქტი?"

"კი."

"და ჩემთვის არ გითქვამს."

"გაბრაზებული იყავი მინჰოზე, აზრი არ ქონდა თქმას." მან თვალი ამარიდა და მინჰოს შეხედა, "რომ მეთქვა ვერაფერს გააკეთებდი, სეულში არც იყავი.."

"მინჰო." ცოტახნის შემდეგ სიჩუმე დავარღვიე. მან შემომხედა და მანიშნა, რომ მისმენდა. "მოულოდნელად რატომ გადაწყვიტე ჩამოსვლა და ჰანასთან დაშორება?" ამოიოხრა და გზას შეხედა.

"ჰანას მამა გარდაიცვალა და ჩვენს კომპანიას საფრთხე აღარ დაემუქრება."

"რა?" მანქანაში სიჩუმე ჩამოვარდა. "ეს ყველაფერი კომპანიისთვის გააკეთე??"

მან მშვიდად გამომხედა, თავი ოდნავ დამიქნია და კვლავ მომაშორა მზერა.

"ამ კომპანიისთვის კარგად იცი, რომ ჩვენმა მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს თავის დროზე. მრავალი წელი მის განვითარებას მოანდომეს, ასე მოულოდნელად დაკარგვას ვერ გადაიტანდნენ, შენც ხომ იცი ეს, არა?"

ცრემლები მომადგა თვალებზე და თავი დავხარე.

"აიენ.."

"რატომ არ თქვი? უბრალოდ გეთქვა.. ან სხვანაირად მოვაგვარებდით ამ პრობლემას, ასეთი სიტუაცია მაინც არ იქნებოდა.."

Trust - HyunhoWhere stories live. Discover now