თავი მეექვსე

62 5 0
                                    

"ჰიუნჯინ, კარგად ხარ?"

ფელიქსის ხმა გავიგე. ჩემი ფიქრები სწრაფად მოვიშორე თავიდან და მას შევხედე, რომელიც დივანზე იჯდა და პიცას ჭამდა.

"რატომ მეკითხები?"

"რაღაცაზე ხარ ჩაფიქრებული."

ამოვიოხრე და თავი დავხარე.

"დღეს მინჰო იყო აქ მოსული."

"რა უნდოდა?" მკითხა სუნგმინმა.

"მაკოცა."

"რა?!" ორივემ ერთდროულად წამოიყვირა.

"მერე რა მოხდა?"

"დავარტყი და სახლიდან გავაგდე."

"კარგად ხარ?" ორივე მომიახლოვდა და მიმიხუტეს. ფრთხილად დავუქნიე თავი.

"უბრალოდ.. ვერ ვხვდები.. რატომ აკეთებს ამას?"

ვიგრძენი როგორ წამომივიდა ცრემლები თვალებიდან. მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდი, რომ შემეკავებინა. თუმცა ახლა ვეღარ ვიკავებ, თითქოს მინდა, რომ ემოციებისგან დავიცალო. ბიჭებიც ხვდებიან ამას და არაფერს მეუბნებიან, თმებზე მეფერებიან და მაცდიან, რომ ვილაპარაკო.

"მან ხომ თვითონ დამტოვა? ცოლი ყავს.. ამდენი ხნის მანძლიზე არ გამოჩენილა და ახლა უცებ ჩნდება ისე, თითქოს არაფერი არ მომხდარა."

თავი ფელიქსის ყელში ჩავრგე და თავს უფლება მივეცი ბოლომდე დავცლილიყავი. ორივე მაწყნარებდა, სიჩუმეში ვიყავით და მხოლოდ ჩემი ხმა ისმოდა.

ნახევარი საათი ასე ჩუმად ვისხედით და საბოლოოდ დავწყნარდი. ცრემლები მოვიწმინდე და საათს შევხედე. რვა ხდებოდა.

"გინდა სადმე წავიდეთ? თან არ გიჭამია კარგად."

მხრები ავიჩეჩე.

"კი, კი წავიდეთ! აქვე რომ არის კაფე იქ შევიდეთ." სუნგმინი ფეხზე წამოდგა და მეც წამომაყენა.

"მიდი, გაემზადე და გავიდეთ ახლავე." თავი დავუქნიე და ოთახში შევედი.

Trust - HyunhoWhere stories live. Discover now