თავი მეშვიდე

64 6 0
                                    

2 წლის უკან

Jeongin's POV

ჩვეულებრივი დღეა. მთელი დღე სახლში ვარ და არაფერს ვაკეთებ. უცნაურად მეჩვენება, რომ არავინ მეკონტაქტება. ჰიუნჯინი მაინც ყოველდღე მწერდა, თუმცა დღეს არც ის გამოჩენილა და მინჰოსგანაც არაფერი მსმენია. ვურეკავ, თუმცა ტელეფონი გათიშული აქვს.

უკვე გვიანია და ტელეფონს არავინ არ იღებს. სახლში მშობლებიც არ დაბრუნებულან, ძალიან ავნერვიულდი. აღარ ვიცოდი ვისთვის დამერეკა, და ბოლოს ჩანი გამახსენდა. მინჰოს მეგობარი და რაც ყველაზე მთავარია ჩემი ქრაში. რამოდენიმე ზარის შემდეგ აიღო.

"ჩან?"

"აიენ? რა ხდება?"

"ჰიუნჯინს და მინჰოს ვურეკავ მაგრამ არ მპასუხობენ. არც მშობლები დაბრუნებულან. ძალინ ვნერვიულობ, შენთვის ხომ არაფერი უთქვამს მინჰოს?"

სიჩუმე ჩამოვარდა და ტელეფონის უკან მისი ამოხრების ხმა გავიგე.

"სად ხარ?"

"სახლში ვარ."

"კარგი, მოვალ და ყველაფერს აგიხსნი, არსად გახვიდე."

სანამ რამეს ვიტყოდი ტელეფონი გამითიშა.

ნახევარი საათი ველოდე და ბოლოს კარებზე ზარის ხმა გავიგე. ფეხზე სწრაფად წამოვდექი და კარები გავაღე.

"ჩან, შემოდი"

სახლში შემოვიდა და კარები მიხურა. სასტუმრო ოთახში შევედით და იქვე დივანზე ჩამოვსხედით.

"რა ხდება?"

"მინჰოს შენთვის არაფერი უთქვამს? ან შენს მშობლებს.."

"რა უნდა ეთქვათ?"

მან ამოიოხრა და თვალი ამარიდა.

"მინჰომ ჰანა მოიყვანა ცოლად."

თვალები გავაფართოვე.

"რ..რა?"

"მისმინე, ყველაფერი ასე მარტივად არის, ყველაფერს მინჰო აგიხსნის."

"რას ამიხსნის?" ფეხზე წამოვდექი და ხელი თმებში შევიცურე ნერვიულად. "რას ქვია ჰანა მოიყვანა ცოლად? ნაბიჭვარი, ასეთი რამ როგორ გაუკეთა ჰიუნჯინს?? ღმერთო ჰიუნჯინი.. უნდა წავიდე... ჰიუნჯინთან უნდა წავიდე.."

Trust - HyunhoWhere stories live. Discover now