თავი მეორე

77 6 0
                                    

2 წლის შემდეგ

2 წელი გავიდა.

ორი წელი მინჰოს გარეშე. ყველას ნდობა დავკარგე. ასე მგონია რომ ცხოვრებაში ბოლომდე ვერავის ვეღარ ვენდობი.

მინჰო ის ადამიანი იყო, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი. ის ადამიანი იყი, რომელიც ყველაფერში გვერდით მედგა. მხარს მიჭერდა, მაწყნარებდა და მაბედნიერებდა.

თუმცა როცა ასეთი ადამიანი გიღალატებს, მაგის შემდეგ როგორ უნდა ენდო ვინმეს? გულგატეხილი ვარ.

დიდი დრო გავიდა, ამიტომ ნელ-ნელა შევეგუე ამ ტკივილში ცხოვრებას. ამ ყველაფერს ისიც მიადვილებს, რომ მინჰო და თავისი ცოლი აქ არ ცხოვრობენ. როგორც გავიგე საზღვარგარეთ არიან.

მე კი ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ. სახლი გამოვიცვალე, რადგან აღარ შემეძლო იმ სახლში ცხოვრება. თუმცა ისევ ფელიქსთან ვმუშაობ კაფეში. ახლაც კაფისკენ მივიწევ, რადგან ჩემი სმენაა.

ფელიქსთან და სუნგმინთან კიდევ უფრო ახლო ურთიერთობა მაქვს. მინჰოს წასვლის შემდეგ გვერდიდან არ მომშორებიან. სულ ჩემთან იყვნენ, ჩემს დამშვიდებას ცდილობდნენ. ღამეც, როდესაც ტირილით გამომეღვიძებოდა, ორივე ჩემს გვერდით იყო. მადლობელი ვარ, რომ ჩემს გვერდით იყვნენ და არიან.

"გამარჯობა ჰიუნჯინ, როგორ ხარ?"

შესვლისთანავე ღიმილით მომესალმა ფელიქსი. მეც ღიმილით ვუპასუხე და ვუთხარი, რომ კარგად ვიყავი.

"სუნგმინი არ მოსულა?"

"ჯერ არა, 10 ისკენ მოვა და ალბათ ჯისონსაც მოიყვანს. ერთად იყვნენ."

"მგონი რაღაც ხდება მათ შორის, არა?"

"მეც ასე ვფიქრობ. ჯისონი ძალიან საყვარელია, გამიხარდება მათი ერთად ყოფნა!"

"ნამდვილად, მეც ძალიან მომწონს."

საუბარი დავასრულეთ და გამოსაცვლელ ოთახში შევედი. სამუშაო ფორმა ჩავიცვი და საქმეს შევუდექი. საკმაოდ ადრე იყო კლიენტები ჯერ არ გვყავდა, ამიტომ მაგიდები მოვაწერიგეთ და მივასუფთავეთ.

Trust - HyunhoWhere stories live. Discover now