თავი მეთოთხმეტე

58 8 4
                                    

Felix's POV

მეძინა, როცა კარზე ზარის ხმა გავიგე. ამოვიოხრე და ფეხზე წამოვდექი, ალბათ სუნგმინი და ჰიუნჯინია. ვხვდები, რომ ჩემზე ნერვიულობენ და ვერ გაჩერდებოდნენ სახლში. ძილისგან და ტირილისგან თვალები ჩასიებული მქონდა, სანამ კარამდე მივედი, კარზე ისევ ზარის ხმა გაისმა.

"ხომ გითხარით, რომ კარგად ვარ." კარებს ვაღებდი თან ხმამაღლა წამოვიძახე ეს სიტყვები და კარს უკან მდგომ სხეულს შევხედე.

წამით გავშრი ადგილზე, როცა მივხვდი, რომ ეს სხეული ჩანგბინს ეკუთვნოდა. მის დანახვაზე ცრემლები მომერია, თუმცა თავი შევიკავე. ხმა არ ამოვიღე, გვერდზე გავიწიე და ვანიშნე შემოსულიყო. ისიც უთქმელად შემოვიდა და სასტუმრო ოთახში გაჩერდა.

"დაჯექი." ამოვილუღლუღე და დივანზე მივუთითე. მანაც ამოიოხრა და იქვე ჩამოჯდა. "რამეს დალევ?"

"არა, მოდი დაჯექი." მასაც ეტყობოდა ხმაზე დაღლილობა. უთქმელად მივედი და მის წინ ჩამოვჯექი. ფეხები ერთმანეთს მივადე და ხელები ნერვიულად მოვისვი მუხლებზე.

"იტირე?" ჩამეცინა.

"შენ როგორ ფიქრობ?"

"მაპატიე."

"რ..რატომ მიხდი შენ ბოდიშს." ხმა ამიკანკალდა, თვალს ვეღარ ვუსწორებდი და თავი ჩავხარე.

"ისეთი რამ გითხარი, რაც არ გეკუთვნოდა."

"ჩემი ბრალი იყო..."

"არა ფელიქს, არ მინდა და არც მინდოდა, რომ თავი დამნაშავედ გეგრძნო. უბრალოდ ნაწყენი ვიყავი, მეგონა, რომ აღარ გიყვარდი..."

"სიმართლე არ არის."

"ვიცი, ვიცი ფელიქს...მაპატიე."

"მაპატიე, რომ ასე იგრძენი თავი. არასდროს მიგრძვნია, რომ ასე ცივად გექცეოდი." ხელებით ძლიერად მოვუჭირე შარვალს.

"ყველაფერი კარგად არის ფელიქს."

"არა, არ არის." თავი გავაქნიე, თვალები დავხუჭე და ვიგრძენი, რომ ცრემლებმა საბოლოოდ გამოაღწიეს თვალებიდან და ჩემს ლოყებზე გაიკვლიეს გზა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Aug 31, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Trust - HyunhoWhere stories live. Discover now