თავი მეცხრე

54 6 5
                                    

"რა? აიენს შეურიგდი და ახლა ვიგებ ამ ამბავს?" ფელიქსს თვალები გაუფართობდა.

"დღეს აქ მოვა."

"რაა?"

"გუშინ ვუთხარი რომ შეეძლო მოსულიყო. თან მასაც ძალიან მოენატრეთ."

"აიენი აქ მოვაა? ჩემი პატარაა?" გამეცინა ფელიქსის რეაქციაზე და დანაშაულის გრძნობა გამიჩნდა ჩემს გამო რომ ასე ჩამოშორდნენ.

"მე ხშირად ვნახულობდი.." უხერხულად ჩაიცინა სუნგმინმა. ორივემ ფელიქს შევხედეთ, რომელიც სუნგმინს თვალებ გაფართოებული უყურებდა.

"რააა?" ფელიქსის ყვირილმა მთელი კაფე მოიცვა და კლიენტების ყურადღებაც მიიქცია. მე და სუნგმინმა პირზე ხელი სწრაფად ავაფარეთ და ბოდიში მოვუხადეთ იქ მსხდომ ხალხს. "ღმერთო ძალიან ბევრი ინფორმაციაა." სკამზე ჩამოჯდა და სუნგმინს გაბრაზებული შეხედა.

"მე რატომ არ ვიცოდი? იცი როგორ მენატრებოდაა?!"

"მაპატიე.. ჩანის შეყვარებულია და ხომ იცი, რომ ჩანი ჯისონთან ერთად მუშაობს."

სუნგმინს გაახსენდა, რომ ესეც არ იცოდა ფელიქსმა და ოდნავ მოშორდა და შეშინებულმა შემომხედა. ფელიქს შევხედეთ, რომელმაც არ იცოდა ახალ ინფორმაციას ამჯერად როგორ შეხვედროდა. მე და სუნგმინი ერთმანეთს ვუყურებდით, სიცილის შეკავება ამ დროს ძალიან ძნელი იყო.

თუმცა ბოლოს ორივემ გაკვირვებული სახეები მოვიღეთ, როცა ფელიქსის ტირილის ხმა გავიგეთ.

"ფელიქს?" ხმადაბლა ვთქვი და მას ფრთხილად მივუახლოვდი. "რატომ ტირი?"

"ყველაფერს რატომ მიმალავთ?!"

"მე გუშინ ვნახე აიენი ამდენი ხნის შემდეგ და დღეს ეგრევე გითხარით..." სწრაფად ვიმართლე თავი და ვიგრძენი სუნგმინის შოკირებული მზერა.

"მე.. უბრალოდ მას არ უნდოდა, რომ გაგეგოთ.."

"კარგი." ცრელები მოიწმინდა ფელიქსმა და ფეხზე სწრაფად წამოდგა. ამოიოხრა. "აიენი რომ მოვა დამიძახეთ, მაქამდე ხმა არ გამცეთ." თქვა და მშვიდად შევიდა თავის კაბინეტში.

Trust - HyunhoWhere stories live. Discover now