თავი მეთერთმეტე

72 7 4
                                    

"აქ რას აკეთებ?"

მის მკლავებში ჩავარდნილმა სიცილი დავიწყე და გასწორება ვცადე თუმცა უშედეგოდ.

"ჰიუნჯინ," ამოიოხრა და მან გამასწორა. "მთვრალი ხარ?"

"შენი აზრით?" ხელები შემოვხვიე და თავი ყელში ჩავურგე. იქვე პატარ-პატარა კოცნების დატოვება დავუწყე, გავიგე როგორ ამოიოხრა და კმაყოფილებისგან ჩავიღიმე.

"გაჩერდი," ოდნავ მომშორდა და წარბებშეკრულმა ჩამომხედა.

"რატო? ამდენი ხანი შენც მაგას არ ცდილობ?"

"მთვრალი ხარ."

"და?"

"ინანებ მეორე დღეს."

"ასე დარდობ ჩემზე?"

"რა თქმა უნდა." გამეცინა, მას მოვშორდი და პერანგის ნელ-ნელა გახსნა დავიწყე. წამებში მისი მზერა ჩემი სახიდან ჩემს სხეულზე გადავიდა. პერანგი ნელ-ნელა გავიხადე და კვლავ მისკენ დავიძარი. ძველ პოზიციას დავუბრუნდი და ამჯერად ხელი მაისურში შევუცურე.

"მხოლოდ სექსი მინდა მინჰო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევრიგდებით და გპატიობ." ჩაიცინა.

"სუბინი ვერ გაკმაყოფილებს, არა?" დამცინავად თქვა, წელზე ხელი შემომხვია და მის სხეულს ამაკრა. ერთი ხელი თმებში შევუცურე და მეორეთი სახეზე ნაზად მოვეფერე. პასუხი არ გავეცი და ყელში ოდნავ უხეში კოცნა დავუტოვე. მან ხელით თავი ამაწევინა და ეცადა ჩემს ბაგეებს შეხებოდა, თუმცა თავი სწრაფად გავწიე გვერდით და მას საბოლოოდ ჩემი ლოყა შეხვდა.

"მანდ არა."

"ეს შენი ერთ-ერთი სასჯელია, არა?"

"შეიძლება ასეც ითქვას." თვალი ჩავუკარი. ეშმაკურად ჩაიცინა, თმებზე ოდნავ მომიჭირა და უხეშად დამიწყო ყელში კოცნების დატოვება. ასეთ მოულედნელობაზე ხმამაღლა ამოვიოხრე და თავი უკან გადავაგდე, რომ კარგად გაეგრძელებინა თავის საქმე.

"ამის დედაც," კოცნებს შორის ამოილაპარაკა "როგორ მომენატრა ეს ხმა".

Trust - HyunhoWhere stories live. Discover now