თავი მეოთხე

66 6 1
                                    

"მ..მინჰო"

ამ სახელის გაგონებაზე, ვიგრძენი სუბინმა როგორ მომკიდა წელში ხელი და მისკენ მიმიზიდა. შევამჩნიე მინჰოს მზერა ჩემიდან მის ხელზე როგორ გადავიდა და წარბები შეჭმუხნა.

ცრემლები მომაგდა. აქ გაჩერება აღარ შემეძლო.

"გთხოვ წავიდეთ."

სუბინს შევხედე და ჩუმად ამოვილუღლუღე. მან გამომხედა და თავი დამიქნია. წასვლას ვაპირებდით, როცა მკლავზე სუბინის გარდა სხვისი ხელიც ვიგრძენი.

"გაჩერდი!"

მინჰოსკენ შევბრუბდი, ხელი უხეშად გავაშვებინე და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.

"არ მომეკარო!"

"ჰიუნჯინ.."

ჩემსკენ წამოვიდა, თუმცა სუბინი გადამიდგა წინ და მის ზურგს უკან ამომაფარა.

"მას მიუახლოვდები და მკვდარი ხარ."

"შენ ვინ ხარ?!"

"შეყვარებული."

ყურში საკმაოდ უცნაურად მომხვდა ეს სიტყვები. მინჰოს შევხედე, რომელმაც სუბინი თავიდან ბოლომდე შეათვალიერა და შემდეგ ჩაიცინა.

"დარწმუნებული ხარ?"

დამცინავად ჰკითხა. ვიგრძები როგორ დაიძაბა სუბინი და მისკენ გაწევა სცადა, თუმცა ხელი მკლავში ჩავავლე და არ მივეცი უფლება წასულიყო.

"არგინდა..წავიდეთ გთხოვ.."

შემომხედა და ამოიოხრა. ხელი ჩამჭიდა, მინჰოს გამაფრთხილებელი მზერით შეხედა და მანქანისკენ წავედით.

გზაში საშინელი სიჩუმე იყო. მხოლოდ ის მინდოდა რომ სახლში შევსულიყავი და ემოციებისგან დავცლილიყავი. რატომ გამოჩნდა? მაინც და მაინც მაშინ რატო, როცა გადავწყვიტე, რომ ახალი ურთიერთობებისთვის მზად ვიყავი?

ვიგრძენი მანქანა როგორ გაჩერდა.

"ჰიუნჯინ, კარგად ხარ?"

"კი, მადლობა დღევანდელი დღისთვის."

ხმადაბლა ვთვქი, თუმცა მისკენ არ გამიხედავს. კარები გავაღე, რომ გადავსულიყავი, თუმცა მან მკლავზე ხელი ჩამკიდა, მისკენ მომაბრუნა და მაიძულა შემეხედა.

Trust - HyunhoWhere stories live. Discover now