თავი მერვე

60 6 1
                                    

"მადლობა საჭირო არ არის, აიენი ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანია."

სასტუმრო ოთახში უნდა შევსულიყავი, თუმცა მისმა ხელმა გამაჩერა. მას შევხედე.

"შენი ტუჩი.."

"რა?" ვერ მივხვდი რას ამბობდა. ხელი ბაგეებისკენ წამოიღო და ნატკენ ადგილას შემეხო. ტკივილისგან ამოვიოხრე და თავი სწრაფად გავწიე.

"კარგად ვარ."

"გტკივა."

"ეს ტკივილი არაფერია, ორ დღეში გამივლის."

მან ამოიოხრა და თავი დამიქნია. აღარაფერი უთქვამს და სასტუმრო ოთახში შევედით. წყვილი დივანზე იჯდა, ჩანი აიენის სხეულს ამოწმებდა და ყოველ წამს ეკითხებოდა კარგად იყო თუ არა.

"ჩანნ კარგად ვარ." ამოიოხრა აიენმა და ჩვენსკენ გამოიხედა. მინჰოს დანახვაზე გაჩერდა და ნერვიულობა დაეტყო სახეზე.

მინჰო მისკენ დაიძრა, მის წინ ჩაიმუხლა და ხელები სახეზე მოკიდა.

"კარგად ხარ? ვინ იყვნენ ის ნაბიჭვრები?!"

"არვიცი.. უცხოები იყვნენ." აიენმა ჩუმად თქვა და მე ამომხედა, შემდეგ ისევ მინჰოს შეხედა. "აქ რა გინდა?" მინჰო ფეხზე წამოდგა და ამოიოხრა.

"ჩემთან ერთად იყო, რომ დამირეკე." თქვა ჩანმა და მე შემომხედა.

"მადლობა ჰიუნჯინ." ფეხზე წამოდგა და გამიღიმა. ღიმილით ვუპასუხე.

"რამეს დალევთ?"

"არა, მადლობა. შენ კარგად ხარ?" ჩანმა ტუჩზე მანიშნა.

"კი, ნუ ღელავ, მალე გამივლის."

"გაქვს რამე, რომ დაიმუშავო? დაგეხმარებით."

"ყველაფერი კარგადაა ჩან, მართლა. მარტო დავიმუშავებ, ამმ.. ჩემს ოთახში მაქვს წამლები." მან თავი დამიქნია და აიენს და მინჰოს შეხედა.

"მგონი ჯობია წავიდეთ." აიენმა თავი დაუქნია, ფეხზე წამოდგა და ჩემთან მოვიდა.

"ძალიან დიდი მადლობა." მან სწრაფად შემომხვია ხელები და ჩამეხუტა. გავიღიმე და მეც მოვხვიე ხელები.

Trust - HyunhoWhere stories live. Discover now