თავი მეთორმეტე

57 9 4
                                    

Hyunjin's POV

"სერიოზულად ასე თქვა?"

ფელიქსმა რომ დაიძინა ოთახიდან გამოვედით და სუნგმინმა ყველაფერი მომიყვა.

"კი, მთელი ღამე ტიროდა ფელიქსი და საკუთარ თავს ადანაშაულობს."

"და ასე ჩუმად ყურებას და ბოლოს დაშორებას, არ ჯობდა თავიდანვე ეთქვა რას ფიქრობდა?" გავბრაზდი.

"მესმის ჩანგბინისიც," ჩუმად ამოილაპარაკა აიენმა და თვალი აგვარიდა. "თუმცა ასე არ უნდა გაეკეთებინა, მართლა ძალიან ცუდად არის ფელიქსი.."

"ჰანმა დამირეკა, ჩანგბინი მთელი დღე სვავს." ამოიოხრა სუნგმინმა.

"რა უნდა ვქნათ? ზუსტად ვიცი ჩანგბინს ისევ უყვარს ფელიქსი.."

"არ ვიცი, ცოტა ხნით იყვნენ ცალკე და იქნებ მიხვდნენ, რომ არ უნდა დაშორდნენ."

ყველა გავჩუმდით. არ ვიცი ვინ რას ფიქრობდა, თუმცა დარწმუნებული ვარ სამივეს ფიქრები ერთი იყო. ძალიან ვნერვიულობდით ფელიქსზე და, რა თქმა უნდა, ჩანგბინზეც.

"ჰიუნჯინ." სუნგმინის ხმა გავიგე და მას შევხედე, "შენ რას აკეთებდი მინჰოსთან ერთად?"

"რა?" აიენმა გაკვირვებულმა შემოგვხედა.

"მინჰოს ხმა გავიგე ტელეფონზე და შემდეგ მან მოიყვანა, ჩანგბინთან წავიდა მერე ისიც და თქვა, რომ მოგაკითხავდა." აიენს შეხედა, მანაც თავი დაუქნია და ამჯერად ორივეს მზერა ჩემსკენ იყო.

"გუშინ სუბინს დავშორდი და ბარში წავედი. ტელეფონი მაგიტომ გავთიშე."

"სუბინს დაშორდი?"

"უბრალოდ არ გამოგვივიდოდა ურთიერთობა, მეგობრობის დროს უფრო კარგად ვიყავით."

"რამე მოხდა?"

"არა, უბრალოდ მშვიდად დავშორდით."

"და მინჰოსთან როგორ აღმოჩნდი?"

"ბარიდან მასთან წავედი." ამოვიოხრე და ორივეს თვალი ავარიდე.

Trust - HyunhoWhere stories live. Discover now