თავი მეხუთე

71 6 0
                                    

Hyunjin's POV

"ჰიუნჯინ, სუბინი მოვიდა."

სამუშაო ფორმას ვიცვლიდი სუნგმინი რომ შემოვიდა. თავი დავუქნიე და ჩანთა სწრაფად ავიღე ხელში.

"მინჰო ისევ აქ არის?"

"კი."

თვალები გადავატრიალე და ოთახიდან გავედი. გასვლისთანავე დავინახე სუბინი როგორ იდგა მინჰოს წინ გაბრაზებული სახით, ფელიქსი კი მის შეჩერებას ცდილობდა. სწრაფად მივუახლოვდი მათ, მინჰოს გაბრაზებული მზერა ვესროლე და სუბინის წინ დავდექი.

"რა ხდება?"

"ამას აქ რა უნდა?!" გაბრაზებულმა შემომხედა.

"უბრალოდ ყავას სვავს." მშვიდი ხმით ვუთხარი. უკნიდან მინჰოს ჩაცინება გავიგე.

"კარგად ხარ?"

სუბინმა ხელი სახეზე ნაზად მომისვა, ეცადა რომ სიბრაზე დაემალა და გამიღიმა. თავი დავუქნიე და ღიმილით ვუპასუხე.

"წავიდეთ?"

მან თავი დამიქნია, ხელი წელზე მომკიდა და მისკენ მიმიზიდა. ბაგეებზე ნაზი კოცნა დამიტოვა შემდეგ კი მისი მზერა მინჰოსკენ გაჩერდა. დავინახე როგორ ჩაეღიმა და ამჯერად მისი ხელი უკანალზე ვიგრძენი.

მაინტერესებდა რა ხდებოდა, ამიტომ ოდნავ მოვშორდი და მინჰოსკენ გავიხედე. დავინახე როგორ ქონდა წარბები შეკრული და სუბინის ხელს უყურებდა, რომელიც ჩემს უკანალზე ჰქონდა. ჩავიცინე.

"ფელიქს, სუნგმინ, ჩვენ წავალთ. დახმარება ხომ არ გინდათ რამეში?"

ფელიქსს შევხედე, რომელსაც ეშმაკური ღიმილი ჰქობდა და თვალს არ გვაშორებდა.

"არა, შეგიძლია წახვიდე. მხოლოდ ერთი კლიენტი გვყავს და დარწმუნებული ვარ მალე წავა." თვალი ჩამიკრა და მინჰოზე მანიშნა.

გამეღიმა. მინჰოს შევხედეთ და წამით თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს. ხმას არ იღებდა, უბრალოდ ჩუმად აკვირდებოდა ყოველ ჩვენს ქმედებას.

Trust - HyunhoWhere stories live. Discover now