1.

866 61 8
                                    

ნაცნობი ოთახი...

ნაცნობი სურნელი...

მაგრამ, განსხვავებული მუსიკა...

ჯონინს გაეღიმა, თვალები დახუჭა და მთელი გრძნობით გადაეშვა მუსიკაში. ვერაფერს ხვდებოდა, გარდა იმისა რომ ცეკვავდა, მაგრამ როგორ, ან რანაირად არ იცოდა. ცეკვის დროს ყველაფერს ივიწყებდა, მარტოობასაც კი. მუსიკის გაგონებისთანავე სიამოვნებისგან აქეთ-იქით ირწეოდა, სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. ხელები და ფეხები ისე იწყებდნენ მოძრაობას რომ ვერც კი აცნობიერებდა. ვინმეს შეიძლებოდა გიჟიც ჰგონებოდა. ასეც იყო. ჯონინი შეშლილი იყო, შეშლილი იყო მუსიკით. მუსიკა მას აგიჟებდა, ყოველდღე, ყოველწუთს, ყოველწამს. ძლიერი განცდებისას სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. ამიტომ ცეკვის დროს მთლიანად იცლებოდა. მისი შესრულებით მაყურებელი ყოველთვის აღფრთოვანებული იყო. "ცეკვის ღმერთი" - ასე ეძახდნენ მას. ჯონინმა ეს იცოდა, იცოდა და ამაყობდა ამით. ყოველ ჯერზე აუმჯობესებდა თავის მოძრაობებს, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ჰაეროვანი ხდებოდა.

ქალები აღმერთებდნენ მას..

ქალები? ო, როგორი ტკბილი იყო კიმი ფლირტისას. ყოველ კვირას კლუბში მიდიოდა და ასობით პატარ-პატარა ვნებიან თავგადასავლებს იწყობდა. წამიერი შეხედვა, წუთიერი ღიმილი, წინ მჯდომი ქალის მუხლზე შეხება. ყოველი თავგადასავალი ოთახში სრულდებოდა, ბნელ, მთვარის შუქით განათებულ ოთახში. ყველა სურათი თითქმის ერთნაირი იყო: გადაწეული ფარდები, მირეული ოთახი, თმაგაოფლილი ჯონინი და მის ქვემოთ მოქცეული ქალი, რომელიც სიამოვნებისგან ხმამაღლა კვნესოდა.

კიმი? ის სექსის დროს ყოველ მოძრაობას შეიგრძნობდა, ყოველ ბიძგში გრძნობას აქსოვდა, ისევე როგორც ცეკვისას. ქალის სხეული მისთვის მუსიკა იყო. მუსიკა, რომელსაც ფაქიზად უნდა მოქცეოდა. ნელა, დაკვირვებით შეესწავლა ცხელი ტუჩებით. თითებით კი ფორმები შეეგრძნო. სიამოვნებას იღებდა, როდესაც მის მკლავებში მოქცეული ქალები, ჯონინის სახელს გამალებით კიოდნენ. როდესაც მათ ათრთოლებულ სხეულს შეიგრძნობდა.

ღამე ზღაპრული იყო. დილით კი მანამ მიდიოდა, სანამ მისი პარტნიორი თვალებს გაახელდა. რას გრძნობდნენ ამ დროს დილით, ცივ საწოლში გაღვიძებული ქალები? უნდა გენახათ როგორ ცოფდებოდნენ, მაგრამ სიბრაზისას მათ ჯონინი კიდევ უფრო უყვარდებოდათ. თავად მას კი, ქალების სხეულის შეცნობის შემდეგ არცერთი მათგანი არ ანაღვლებდა. როგორც ყველა ეროტიულად განწყობილ მამაკაცს სჩვევია, ისიც კეთილი ხდებოდა და მეტად მოჰქონდა თავი, როცა შენიშნავდა რომ ქალს მოსწონდა, სექსის მერე კი ყველაფერს ივიწყებდა.

კიმ ჯონინს თავქარიანს ვერ უწოდებდით, მაგრამ საზოგადოების გარეშე არსებობა წარმოუდგენლად მიაჩნდა და საზოგადოებაშიც მიღებული იყო. ყველაზე საყვარელსა და საამურს სიმარტოვის ატანა არ შეეძლო და ეს თვითონაც მშვენივრად იცოდა. საკუთარ თავთან მარტო დარჩენას გაურბოდა და ამისთვის ყოველ ღონეს ხმარობდა, არ სურდა უფრო ახლოს გასცნობოდა თავის შინაგან მეს. მარტოობისას ის ისევე ცივი და უსარგებლო ოყო, როგორც ასანთის ღერი კოლოფში. ამის გამო მარტო არასდროს რჩებოდა. სრულიად მობეზრებული თავის მეგობარ ჩანიოლთან იძურწებოდა. ისინი საუბრობდნენ, ძალიან ბევრს. ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც საუბრისას ჩასძინებიათ, დილით კი გაბრაზებული ბექიონი წამოსდგომიათ თავზე. ბიონი ჩანიოლის პირველი სიყვარული იყო, პირველიც და უკანასკნელიც. მასთან პატარა ბავშვივით ხდებოდა. ის იყო მისი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი. ჯონინს ყოველთვის მოსწონდა მათი წყვილი, მაგრამ ამას არცერთს არ ეუბნებოდა.

                            ***

თვალები დახუჭა, დარბაზის სურნელი კიდევ ერთხელ შეიგრძნო, მუსიკა ჩართო და ცეკვა დაიწყო. რამდენიმე ხნის შემდეგ დასასვენებლად ჩამოჯდა. მხოლოდ მაშინ შენიშნა, რომ ოთახში კიდევ ვიღაც იყო. მაღალი, განიერი მხრებით, მობეზრებული სახითა და ლამაზი ნაკვთებით.

-უკაცრავად, მაგრამ აქ ყოფნის უფლება მარტო მე მაქვს. - უთხრა გაბრაზებული ხმით ჯონინმა უცნობს.

-დღეიდან აღარ.

-ვერ გავიგე..

-ამ დარბაზში, დირექტორის გადაწყვეტილებით დღეიდან ორივე ვივარჯიშებთ. მე ო სეჰუნი ვარ. შენ ალბათ კიმ ჯონინი, არა?

you got me gone crazy (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora