ეპილოგი

468 52 30
                                    

ნაცნობი აპლოდისმენტები.

სეჰუნი უკვე იმდენად მიჩვეული იყო აღფრთოვანებული ხალხის სახის დანახვას, რომ აღარც კი გახარებია. არც მაშინ არ გაუხარდა, როდესაც პირველად სცენაზე გამოვიდა. იმ ამბიდან სამი წელი იყო გასული, მაგრამ ყოველ ჯერზე ცეკვისას მას ჯონინის იმედგაცრუებული სახე წარმოუდგებოდა თვალწინ. ხშირად მოლანდებია, რომ ისიც დარბაზში იყო და სეჰუნს უყურებდა, მაგრამ ყოველჯერზე ცდებოდა.

-მეზიზღები. - კიმმა ბოლოს ეს უთხრა და სეჰუნის ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრა.

უმცროსმა კვლავ ამოიოხრა და თავის გასახდელში შევიდა. თვალები დახუჭა და ფიქრებში გადაეშვა.

იმ დღეს ჯონინი მხოლოდ სეჰუნის ცხოვრებიდან არ წასულა. მან გააუქმა ყველანაირი კონტრაქტი კომპანიასთან, ჩანიოლს და ბექიონს დაემშვიდობა, შემდეგ კი წავიდა. 

კიმი იმედგაცრუებული, გულნატკენი იყო. სეჰუნში შეცდა. შეცდა რადგან ვერ ხვდებოდა, რომ ისიც სხვებივით კარიერისთვის ყველაფერზე წამსვლელი იყო და არავის არ დაინდობდა.

                                                                                                   ***

-ჰეი.

-დილამშვიდობის. - პატარა სხეულმა თვალები მოისრისა და მის წინ მჯდომი შიშველი სხეულისკენ წაიწია.

ჯონინმაც არ დააყოვნა ისე მოიქცია კიონსუ მკლავებში. უკვე სამი წელი იყო რაც მის სახლში ცხოვრობდა.

-კარგად გეძინა?

-როგორც ყოველთვის, მშვენივრად.

-მაშინ ვფიქრობ, რომ დასამშვიდობებლად მშვენიერი დროა. - თქვა კიმმა და გაკვირვებულ პინგვინს ლოყაზე ფრთხილად მოეფერა. - არ მინდოდა შენს გაღვიძებამდე წავსულიყავი.

-ანუ?

-გახსოვს სამი წლის წინ რომ გაგიცანი ყველაფერი მოგიყევი. როცა აქ ცხოვრება შემომთავაზე გაგაფრთხილე, რომ ერთ დღესაც უბრალოდ ავდგებოდი და წავიდოდი.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 06, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

you got me gone crazy (დასრულებულია)Where stories live. Discover now