5.

323 46 10
                                    

როდესაც ჯონინის სახლში მივიდნენ სეჰუნი აღფრთოვანებული დარჩა.

აღფრთოვანებული დარჩა სახლის დიდებულებით. წამით კვლავ ოცნებებში გადაეშვა, წარმოიდგინა თუ როგორ ცხოვრობდა მსგავს სახლში. რამდენიმე წუთში სახლი თავისი დიზაინითაც კი მოაწყო და გაიფიქრა რომ სწორედ ეს იყო სამოთხე. დიდი და ლამაზი შენობა, რომელიც ყოველ წუთს გახსენებს რამდენად მდიდარი და შეძლებული ხარ.

სეჰუნის სახის დანახვისას კიმმა ჩაილაპარაკა:

-ძალიანაც ნუ მოგეწონება, ბევრ სიბინძურეს ინახავს.

-ჰო, მართლაც დასალაგებელია.

-სხვა რამ ვიგულისხმე..

-რა?

ჯონინი სეჰუნს თვალებში ჩააშტერდა.

-არაფერი, დავიწყე.

უმცროსმა მხრები აიჩეჩა.

-მე სად დავიძინებ?

-ჩემს ოთახში.

-და შენ?

-მეც.

-სხვაგან დავწვები.

ჯონინს ხმამაღლა გაეცინა.

-დამშვიდდი, დიდი საწოლია და ორივე თავისუფლად მოვთავსდებით. არამგონია სხვაგან გაჩერდე, ყველა ოთახი საშინლად მტვრიანია. არავინ იყენებს.

-ჯანდაბას..

-რამე ხომ არ გინდა?

-მშია.

-ჰო, თავისთავად. მომზადებაში დამეხმარე, მე ვერ ვერკვევი.

მაგიდა მალევე გააწყეს. ვახშამს ცოტაოდენი ღვინოც მიაყოლეს და ჩვეულებრივისგან განსხვავებით ნორმალური ტონით საუბარი დაიწყეს. ასე მშვიდად, ჯიბრის გარეშე პირველად ლაპარაკობდნენ. თუმცა, სეჰუნი ნელ-ნელა ცდილობდა ჯონინისგან ინფორმაციის მიღებას.

-როგორ ახერხებ ასე ცეკვას?

კიმმა გამომცდელად შეხედა.

-და როგორ ვცეკვავ?

-არ ვიცი.. სრულყოფილად.

you got me gone crazy (დასრულებულია)Where stories live. Discover now