6.

319 44 11
                                    

იმ დილით, ჯონინის ოთახში ვეღარ დაინახავდით შიშველი ქალის სხეულს. ახლა სურათი შეცვლილიყო. ორი სხეული ფუმფულა საბნით ცდილობდა გათბობას, თუმცა როგორც ჩანს არ გამოსდიოდათ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ.

-სეჰუნ?

გამთენიისას ძლივსჩაძინებული უმცროსი კიმის ხმამ შეაფხიზლა.

-რა იყო? - უპასუხა ბუზღუნით.

-ძალიან მცივა.

-უთხარი არ შეგცივდეს. - დაუდევრად უპასუხა სეჰუნმა და მეორე მხარეს ძილის გასაგრძელებლად გადაბრუნდა.

ჯონინს მის სისულელეზე გაეცინა და სხეული ზურგით მიიხუტა. სასიამოვნო იყო, ის მის მკლავებში. კიმის შეხებისთანავე უმცროსი გამოფხიზლდა.

-რას აკეთებ? - კითხა გაკვირვებულმა.

-გათბობას ვცდილობ.

-და ღამით რას ცდილობდი?

სეჰუნი ჯონინს თვალებში ჩააშტერდა. არ უნდოდა რომ რამე გამოჰპარვოდა. 

-დავლიე.. რამე ისეთი ვქენი? - მთქნარებით შეუბრუნა კითხვა.

-არა, არაფერი.

-ნამდვილად?

-კი.

-ჰოდა გადმობრუნდი და ჩამეხუტე, ცივა. 

-ისევ ბრძანებები.

-შენი მასწავლებელი ვარ, უნდა დამიჯერო. - ჯონინმა უმცროსის სხეული მისკენ გადმოაბრუნა, წელზე ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა.

სეჰუნს ხმა არ ამოუღია ისე განაგრძო ძილი. გული ორივეს აუჩქარდა, მაგრამ არ შეიმჩნიეს. ჯონინს არ შეეძლო მის გვერდით დაძინება. ერთადერთი რაც მას სურდა ეს ის გახლდათ, რომ მოფერებოდა. გაუჩერებლად. იგივეს ვერ ვიტყოდით სეჰუნზე. უმცროსს ძალიან ესიამოვნა კიმის თბილი სხეული, რომელიც იტყუებოდა რომ ციოდა. მასში ჩაიკარგა. საკმაოდ დიდხანს ტკბილად ეძინა, ჯონინი კი დაჟინებით მისჩერებოდა. 

ცხრა საათი ხდებოდა. მასწავლებელი უკვე ამდგარიყო, კიდეც ესაუზმა. მოსწავლეს კვლავ ეძინა. თუმცა მოულოდნელად ხმაურმა გააღვიძა. კიმს ოთახში მუსიკა ბოლო ხმაზე ჩაერთო.

you got me gone crazy (დასრულებულია)Where stories live. Discover now