2.

419 48 6
                                    


მაღვიძარამ დარეკა, ჯერ კიდევ დილის შვიდი საათი იყო. სეჰუნი ლოგინზე ნაჩქარევად წამოჯდა და თვალები მოისრისა. თავის ოთახს დააკვირდა. ვერ იტანდა იქაურობას, სიღარიბეს, სიბინძურეს. ერთი სული ჰქონდა წარმატებას როდის მიაღწევდა, როდის შეამჩნევდნენ და შანსს მიცემდნენ.

-მე ეს შემიძლია - თავისთვის ჩურჩულებდა - ცოტაც და ყველა გამიცნობს.

თვალები კიდევ ერთხელ მოისრისა და სააბაზანოში შევიდა.

როგორც წესი, როდესაც ადამიანს უბედურება დაგატყდება, მხოლოდ თავის დაღწევაზე ფიქრობ, სხვაზე არაფერზე. ხოლო როდესაც ცხოვრება ისე გტოვებს, როგორც გემი ნაპირს, სიკვდილს ბაგირივით ეჭიდები. ერთადერთი რასაც ამ დროს ნატრობ, ის არის რომ აქაურობას მოშორდე. სეჰუნი კი სულ სხვა იყო, სულ სხვა. მან ბევრი რამ გამოიარა, ბევრს გაუძლო ახლა კი დანებებას არ აპირებდა. მიზანს აუცილებლად მიაღწევდა.

***

იმ დღეს კომპანიაში იყო. მთელი დღე სხვებთან ერთად ვარჯიშობდა ცეკვაში. შესვენებაზეც არ გაჩერებულა. სარკესთან იდგა და ყოველ მოძრაობას შეისწავლიდა. უცბად ღრმად ამოისუნთქა, თვალები დახუჭა და ოცნებებში გადაეშვა. წარმოიდგინა თუ როგორ იდგა დიდ სცენაზე, თუ როგორ უკრავდა მაყურებელი მას ტაშს. მზად იყო დაეფიცა, რომ ყველაფერს გრძნობდა. გრძნობდა თუ როგორ იდგა შიშველი ფეხის გულებით იატაკზე, არადა ამ დროს თბილი ფეხსაცმელი ეცვა. გრძნობდა თუ როგორ ფარავდა მის სხეულს სადა, ნაზი ტანისამოსი. მაგრამ სინამდვილეში ის ისევ იმ დარბაზში იმყოფებოდა რომელიც ყოველდღე ახსენებდა, რომ მიზნის მისაღწევად ბრძოლა იყო საჭირო. სეჰუნი ყურადღებას ითხოვდა, ყურადღებას და დაფასებას. მართალია ის არ იყო სრულყოფილი მოცეკვავე, მაგრამ მას ნიჭი ჰქონდა. ნიჭთან ერთად სურვილი. სრულყოფილი კი არავინაა. ბევრი ნარცისი თავის თავს სრულყოფილს უწოდებს, მაგრამ ეს არაფერია უბრალო წამოძახილის გარდა. ამასთანავე შესაძლოა ერთ ადამიანს მეორე ისე ძლიერ უყვარდეს რომ მას სრულყოფილს უწოდებდეს, სხვის თვალში კი ეს ასე სულაც არ იყოს. სრულყოფილებაზე საბოლოო პასუხი არავის არ აქვს. ნებისმიერ ადამიანში შეიძლება იპოვო რაიმე ნაკლი. არაფერია იმაზე კარგი, როდესაც სრულყოფილებისკენ ისწრაფვი.

you got me gone crazy (დასრულებულია)Where stories live. Discover now