7.

284 43 6
                                    

-გისმენ ჩანიოლ.

-გახსოვს ო სეჰუნზე ინფორმაციის მოძიება რომ მთხოვე?

-კი.

-მოსაწყენი ცხოვრება აქვს, მაგრამ ვფიქრობ არის ისეთი რაღაც რაც დაგაინტერესებს.

-მალე მოვალ.

ჩანიოლმა ტელეფონი დამშვიდობების გარეშე გათიშა. ორივეს ასეთი ჩვევა ჰქონდა. ტელეფონზე ბევრს არასდროს არ საუბრობდნენ. იოლს აინტერეებდა თუ რატომ თხოვა ჯონინმა სეჰუნზე ინფორმაციის მოპოვება. არც ისეთი თვალში საცემი ტიპი არ იყო, მაგრამ წინათ იმ კომპანიაში იმყოფებოდა საიდანაც კიმს უამრავი შეთავაზება მიდიოდა, შემდეგ კი დამაშანტაჟებელი ფოტოები. ფოტოებზე ნათლად ჩანდა, თუ როგორ ატარებდა ჯონინი ღამეებს იაფფასიან სასტუმროში. ყოველდღე სხვადასხვა ქალთან ერთად. საბედნიეროდ, ჩანიოლმა მოახერხა ამ ფოტოების განადგურება. თუმცა კიმი არ გაჩერებულა, ისევ იწყობდა პატარ-პატარა თავგადასავლებს, მაგრამ ამჯერად სხვადასხვა ადგილას. 

ახლა კი საქმე უფრო რთულად იყო. პაკმა გაიგო, რომ სეჰუნი თავის მეგობართან ერთად ვარჯიშობდა. თითქმის მთელ დღეს მასთან ერთად ატარებდა, რაც ძალზედ საეჭვოდ ეჩვენებოდა. ჯონინს კვლავ რაღაცას უწყობდნენ, მაგრამ რას არ იცოდა. წინ რაღაც უფრო საშიში ელოდათ, რაღაც უფრო ჩახლართული.

'ამაზე მერე ვიფიქრებ.' - გაიფიქრა ჩანიოლმა და მის გვერდით ჩაძინებულ ბექიონს დააკვირდა. შეხედა თუ არა მაშინვე გაეღიმა და პატარა სხეული გულში ჩაიკრა.

კარგად ახსოვდა თუ როგორ გამოუტყდა ბიონს გრძნობებში. 

ის დღე..

აჩქარებული გული..

უდიდესი სიამოვნების ცდუნება, რომელიც თითებს შორის დაურბოდა. სასოწარკვეთილი ოინები, იმას რომ უწყობდა, ვინც ასე ძალიან უყვარდა. უყვარდა და კიდევ უფრო უყვარდებოდა. კედლები, რომლის დანგრევასაც ცდილობდა, ბოლოს კი დაანგრია.

you got me gone crazy (დასრულებულია)Where stories live. Discover now