12.

267 48 6
                                    

-არ ვარგა. თავიდან.

-ჯონინ, უკვე მეასედ ვიმეორებ.

-თუ საჭირო იქნება კიდევ ბევრჯერ გაიმეორებ. მართლა მძიმედ მოძრაობ.

სეჰუნმა თვალები აატრიალა და კვლავ გაიმეორა წინა დღით ნასწავლი მოძრაობა.

-ეცადე მსუბუქი იყო.

-არ გამომდის. - ამოიწუწუნა უმცროსმა.

-გამოგივა.

ჯონინმა სეჰუნი სარკის წინ დააყენა, წელზე ხელები მოხვია და მხარზე ნიკაპი ჩამოადო.

-ცეკვის დროს რაზე ფიქრობ?

-რამეზე უნდა ვფიქრობდე? - გაკვირვებით შეხედა უმცროსმა.

-კი, რაზეც გსურს იმაზე. ოღონდ ცეკვისას მთლიანად უნდა დაიცალო.

-შენ ეგრე აკეთებ ხოლმე?

-ყოველთვის. აი ნახე.

კიმმა მუსიკა ჩართო და სეჰუნს მიუახლოვდა. ცალი ხელი მუცელზე დაადო, მეორე ხელზე მოკიდა და ზურგით სხეულზე აიკრა.

-თვალები დახუჭე და იფიქრე. შემდეგ მუსიკას აყევი.

უმცროსი ასე მოიქცა. ასევე მოიქცა ჯონინიც. რამდენიმე წუთის განმავლობაში ისინი ცეკვავდნენ. ვინმეს რომ დაენახა თვალს ვერ მოსწყვეტდა. ორივე იმდენად სრულყოფილი იყო იმ დროს, რომ ღმერთსაც კი შესშურდებოდა. მათი სხეულები იმ დარბაზში ისე მოძრაობდნენ, თითქოს მთელი მსოფლიო მათ ეკუთვნოდათ. მუსიკა არ ალამაზებდა მათ. პირიქით, ისინი ალამაზებდნენ მუსიკას.

ცეკვა უკვე დიდი ხნის დამთავრებული ჰქონდათ, მაგრამ სეჰუნი და ჯონინი გაუნძრევლად, ერთმანეთზე გადახვეულები იდგნენ. უმცროსს თავი კიმის კისერში ჩაერგო და გახარებული კანზე ცხვირით ეთამაშებოდა. როგორც იქნა ცეკვა ისე გამოუვიდა როგორც მასწავლებელს სურდა.

-ხომ გითხარი შეძლებთქო.

-აქამდე რომ გეთქვა ამდენს აღარ იწვალებდი. - შეუბღვირა სეჰუნმა.

you got me gone crazy (დასრულებულია)Where stories live. Discover now