10.

307 46 11
                                    

-შენ ამდენს ვერასდროს შეძლებ..

სეჰუნს უკვე აღარაფერი ესმოდა, მისი გული საკმაოდ სწრაფად ცემდა.

არა, მოიცადეთ. თან ტიროდა.

-ტირი? - ჰკითხა ჯონინმა, როდესაც ხელზე უმცროსის ცრემლები მოხვდა.

-ა.. არა.. - აკანკალებული ხმით უპასუხა სეჰუნმა.

-როგორც ყოველთვის.. იტყუები.

-გეყოფა, ჯონინ. 

-რა მეყოფა? - კიმმა უმცროსი თავისკენ შემოაბრუნა.

-ჩემი დამცირება.

-დაიმსახურე!

-აქ მოსვლის დღიდან ამომითვალწუნე. მაშინ ხომ არ იცოდი ვინ ვიყავი? მაშინ არ იცოდი რისთვის მოვედი აქ. შენ უბრალოდ შეგეშინდა, რომ ამ წყეულ დარბაზს წაგართმევდი! ჩემში ახლაც მეტოქეს ხედავ, იცი რატომ? შენი ჩანაცვლება მარტივად შემიძლია, კიმ ჯონინ! სწორედ ამიტომ ცდილობ ყოველ ჯერზე ჩემს დამცირებას და ცდილობ დამაჯერო ჩემს უნიჭობაში. ნიჭიერი ვარ და მარტივად შემიძლია ხალხს შენი თავი დავავიწყო!

ჯონინი შეცბუნებული უყურებდა მის წინ მდგომ სეჰუნს. მართალი იყო, ვერაფერს იტყოდა. სიმართლეში ისიც გამოიჭირეს..

-დიახ ცუდად გექცეოდი, რადგან თავიდანვე ვხვდებოდი რაღაც ისე ვერ იყო..

-ახლაც ცუდად მექცევი. თავიდანვე მოგეწონე, ახლაც მოგწონვარ და ერთი სული გაქვს როდის მომეხვევი. მაგრამ იცი რა? ამაყი ხარ. მიუხედავად დიდი სურვილისა ამას არ გააკეთებ.

კიმს გაეღიმა, სეჰუნი კრიტიკული თვალით შეათვალიერა,მისკენ წაიწია. წამებში კედელზე ააკრა და მკლავებში ისე მოიქცია, რომ უმცროსი ვერ გაქცეულიყო. 

სეჰუნი მართალი იყო. პირველივე დღიდან ჯონინს მასთან ყოფნისას გულში ვნების ცეცხლი უგიზგიზებდა. თუმცა, როდესაც მას გაბრაზებულს და მუშტებშეკრულს უყურებდა სურვილი უჩნდებოდა, რომ ყველასგან დაეცვა, გულში ძლიერად ჩაეკრა.

you got me gone crazy (დასრულებულია)Where stories live. Discover now