4.

339 42 14
                                    

დილით, რვა საათზე უკვე დარბაზში იყო და ჯონინს ელოდა. ის კი არსად არ ჩანდა. ბრაზობდა, მაგრამ ითბენდა. ითბენდა, რადგან სიბნელეში იყო, უკუნით სიბნელეში. ისღა დარჩენოდა, რომ იქ იქამდე გაჩერებულიყო სანამ თვალს არ შეაჩვევდა. ბავშვობაში, სეჰუნს დედამისი ხშირად ეუბნებოდა რომ საკუთარი თავი არასოდეს არ შესცოდებოდა. ეს ხომ მხოლოდ არამზადებს სჩვევიათ. მიუხედავად ამ რჩევისა იყო დღეები, როდესაც სეჰუნს თავისი თავი ეცოდებოდა. რა იყო ის, თუ არა ერთი დიდი არამზადა? უმცროსი ხომ იტყუებოდა, იტყუებოდა ყველაფერს. ჯაშუში გახლდათ, რომელიც სხვას ქურდავდა. ზოგჯერ თვითონაც ეჭვობდა თავის საქციელზე. მაგრამ ეს ფიქრები მაშინვე ქრებოდნენ, როდესაც თვითკმაყოფილი ჯონინის სახეს ხედავდა. ხედავდა მის დამცინავ მზერას, დიდებულ მიხვრა-მოხვრას, მის ნაბიჯებს. ამ დროს ის უბრალოდ ითიშებოდა, ყველაფერი ავიწყდებოდა. კიმის წინ უძლური ხდებოდა. ისე ეჩვეოდა მის სიფიცხეს, რომ ვერც კი ხვდებოდა. ერთადერთი რასაც ბედავდა ეს სიტყვიერი შეწინააღმდეგება იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმას აკეთებდა რასაც ჯონინი მოითხოვდა. უთხრა დილით ადრე მოდიო, ისიც მოვიდა. კიმი კი არსად არ ჩანდა. უკვე პირველი საათი ხდებოდა, დარბაზი კი მაინც ცარიელი იყო. მოთენთილ სეჰუნს კი თავი კედელზე მიეყუდებინა და თვლემდა. ისე შეაბიჯა სიზმრების სამყაროში რომ ვერც კი გაიგო მისი მოსვლა.

დარბაზში მისვლამდე ჯონინმა ნაცნობი ოთახი დატოვა, ნაცნობი სურათით. საწოლში უცხო ქალი იწვა, მაგრამ ვერ იხსენებდა ვინ იყო. ეს ის ერთადერთი შემთხვევა გახლდათ, როდესაც სიამოვნება არ მიუღია. წინა ღამეს უბრალოდ რობოტივით იქცეოდა, ტრადიციას არ არღვევდა. როგორც კი მოწესრიგდა დარბაზში წავიდა. გული იქით მიუწევდა, თავისი საძინებლის დანახვა კი მასში ზიზღს იწვევდა. ჩქარობდა იქ მისვლას, რადგან იცოდა რომ ის იდუმალი არსება იქ დახვდებოდა. მაინც რას მალავდა? რატომ უნდა ესწავლებინა ცეკვა მისთვის მაინცდამაინც ჯონინს? რათქმაუნდა დირექტორს მათი ერთად ცეკვის იდეა ასე უბრალოდ არ გაუჩნდებოდა.

you got me gone crazy (დასრულებულია)Where stories live. Discover now