8.

300 47 2
                                    

-დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა?

-კი ჩანიოლ. ერთი კვირით გავემგზავრები, კარგად უნდა დავფიქრდე. მერე კი გადავწყვეტ როგორ მოვიქცე.

-იცოდე, თვალში არავის მოხვდე.

ჯონინს გაეღიმა.

-ნუ ღელავ.

-თუ რამე დაგჭირდა დამირეკე.

-ბექიონი რომ გაიღვიძებს ჩემს მაგივრად დაემშვიდობე და თავში წამოარტყი.

-შენ წამოგარტყამ ახლა. - უპასუხა შებღვერით ჩანიოლმა. ჯონინს კი გაეცინა და მეგობარს მოულოდნელად გადაეხვია.

***

კიმი ქალაქგარეთ მიდიოდა. ისე მიიპარებოდა, რომ სეჰუნს არაფერს ეუბნებოდა. წასვლის წინ კომპანიაში დირექტორს დაურეკა, მაგრამ უმცროსის საიდუმლო არ გაუმხელია. 

-ერთი კვირით არ ვიქნები.

-რატომ?

-რაღაც ვირუსი ავიკიდე. სეჰუნი დროებით კომპანიის ქორეოგრაფმა ამეცადინოს.

-კარგი, მალე გამოჯანმრთელდი.

ჯონინი მანქანაში იჯდა და ჩუმად უთვალთვალებდა ქუჩაში მიმავალ სეჰუნს. ბიჭი ქუჩაში ცეკვა-ცეკვით დადიოდა და თვალებიდან ბედნიერებას ასხივებდა. 

'ნეტავ რა უხარია? გუშინ რომ ვაკოცე, თუ ჩემი მოძრაობები კარგად რომ შეისწავლა?' - ფიქრობდა კიმი და თვლიდა რომ უმცროსი მას უსამართლოდ ექცეოდა. თუმცა როდესაც გაახსენდა მისი ცივი, უხეში სიტყვები სეჰუნის მიმართ წამით შერცხვა. მაგრამ ეს შეგრძნება მხოლოდ რამდენიმე წამით გაგრძელდა.

-ძალიანაც კარგი, ეტყობა წინასწარ მივხვდი როგორიც იყო. - წამოიძახა მანქანაში წარბაწეულმა ჯონინმა და ხელები გადააჯვარედინა. მანქანა დაქოქა, სეჰუნს გაუსწრო და გზა განაგრძო.

დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ რაც ბოლოს მშობლები ნახა. ნეტავ როგორ იყვნენ? მართალია ყოველ თვე მათ გარკვეული რაოდენობის თანხას უგზავნიდა, მაგრამ თავს მაშინვე დამნაშავედ გრძნობდა როდესაც ტელეფონზე საუბრისას დედამისი ეუბნებოდა, რომ ძალიან ენატრებოდა და თავისი შვილი მასაც და მამამისსაც აკლდათ. როდესაც ჯონინმა ცეკვით წარმატებას მიაღწია უკან აღარც გაუხედავს. აღარ მიდიოდა იმ ადგილას, სადაც გაიზარდა. ის ოჯახიდან კურდღელივით გამოიქცა. იმ კურდღელივით, რომელიც მელიას გაურბის. განსხვავება მხოლოდ ერთი იყო. მის მშობლებს მისთვის მხოლოდ კარგი უნდოდათ, არაფერი ცუდი და საზიანო. 

you got me gone crazy (დასრულებულია)Where stories live. Discover now