3.

332 47 7
                                    

-გამაგებინეთ რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი? მე მხოლოდ დარბაზი მოგთხოვეთ! დარბაზი და მუსიკა! მინდოდა, რომ მარტოს მემუშავა ჩემს თავზე! ასეთი რთული შესასრულებელია? - ღრიალით იკითხა კაბინეტში შესულმა ჯონინმა.

-ჯერ დაჯექი და დამშვიდდი. სეჰუნი არ შეაშინო. - უპასუხა მშვიდი ხმით დირექტორმა.

ჯონინმა სეჰუნს მტრულად გახედა, მან კი თვალი აარიდა. სკამზე დაჯდა.

-სეჰუნ, თუ შეიძლება დაგვტოვე.

ისიც დაემორჩილა და გავიდა.

-ცოტა დამშვიდდი? - კითხა დირექტორმა.

-არა, არც ელოდო რომ ასე უბრალოდ დავმშვიდდები.

-მოგიწევს. მისმინე, სეჰუნი ძალიან ნიჭიერი ბიჭია. ვფიქრობ რომ შენი დახმარება სჭირდება. შენთვისაც კარგი იქნება, ახალ გამოცდილებას შეიძენ.

-მე არ მჭირდება ახალი გამოცდილება. ბევრი ქორეოგრაფი გყავს, რომელიმე მას ცეკვას ასწავლის.

-ეგრე მარტივადაც არ არის..

-რას გულისხმობ?

-გადავწყვიტე რომ მომავალ კონცერტზე მასთან ერთად იცეკვო.

-და არც მკითხე?

-მაინც უარს მეტყოდი.

-ჰოდა უარს ვამბობ.

-კომპანიასთან კონტრაქტი გაქვს დადებული. ასე რომ მოგიწევს მასთან ერთად ცეკვა. მხოლოდ ერთხელ და გპირდები, რომ ის დარბაზი ისევ შენ დაგრჩება.

***

სეჰუნი გარეთ იდგა. იმ წუთებში არაფერს არ ფიქრობდა. ან რაზე უნდა ეფიქრა? მიზანთან ძალიან ახლოს იყო, შესაბამისად სადარდებელიც არ ჰქონდა. უკვე დიდი ხანი გასულიყო რაც კაბინეტიდან გამოვიდა და გარეთ იცდიდა, ამასობაში კი მოშივდა. წარმოიდგინა, თუ როგორ ჭამდა საჭმელს. თავის თავზე გაეცინა, მაგრამ ღიმილი პირზე შეაშრა, როდესაც კაბინეტიდან გამოვარდნილი ჯონინი დაინახა.

you got me gone crazy (დასრულებულია)Where stories live. Discover now