14.

286 38 18
                                    

"სეჰუნ, სად ხარ?"

"მიპასუხე."

"უკვე ვნერვიულობ."

"დარბაზში გელოდები."

"ძალიან აგვიანებ."

განერვიულებულმა სეჰუნმა შეტყობინებებს დახედა და მობილური გამორთო.

-როგორც იქნა მოხვედი. - ის ხმა გაიგონა რომელიც ასე ძალიან ეზიზღებოდა.

-ჰო, აქ ვარ. ახლა კმაყოფილი ხარ?

-ჯერ არა. საღამოს გამოსვლა გექნება და იმას შეასრულებ რაც ჯონინმა გასწავლა, შემდეგ კი დაპირებულ კარიერას მიიღებ.

-ამას რატომ აკეთებ?

-ზედმეტი კითხვების გარეშე გააკეთე ის რასაც გეუბნები.

                                                                                      ***

უკვე კულისებში იდგა. უკან დასახევი გზა აღარ იყო. რამდენიმე წუთში სცენაზე გავიდოდა და ყველაფერს დაასრულებდა. ხალხს ცეკვა მოეწონებოდა, უფრო მეტიც აღფრთოვანდებოდნენ მისით. მაგრამ ჯონინი? უნდოდა კი სეჰუნს დიდება ჯონინის გარეშე? იცოდა რომ თუ სცენაზე გავიდოდა ყველაფერს დაანგრევდა. კიმს სამუდამოდ დაკარგავდა. 

მაგრამ არ სურდა რომ მისთვის კარიერა დაენგრია. დირექტორი დიდი გაქნილი ვინმე იყო და ადვილად მოახერხება ჯონინის სახელის ლაფში ამოსვრას. 

ახლა სცენაზე გავიდოდა, ჯონინს ცეკვას მოპარავდა და მას სამუდამოდ დაკარგავდა. თუმცა მას შეუნარჩუნებდა სახელს. კიმი კვლავ დიდებული მოცეკვავე იქნებოდა. მაგრამ სეჰუნი ვერც კი ხვდებოდა რომ ჯონინს ახლა მის გარდა არავინ არ სჭირდებოდა.

-ო სეჰუნ, სცენაზე.

ღრმად ჩაისუნთქა და სცენაზე გავიდა. მხოლოდ სცენა ანათებდა, ირგვლივ ყველაფერი ჩაბნელებული იყო. ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს მარტო იყო, მაგრამ ანერვიულდა. მუსიკა რამდენიმე წამში ჩაირთვებოდა, ის კი მთელი სხეულით კანკალებდა. ფიქრობდა რომ დარბაზში მსხდომი ხალხი მას დასცინებდა. დასცინებდა, რადგან რაღაცას აურევდა და სწორად ვერ გააკეთებდა.

სად გაქრა ის თავდაჯერებული სეჰუნი რომელიც ამ დღეზე ასე ოცნებობდა? რატომ არ ამაყობდა იმ შედეგით რაც მიიღო? 

ახლა იმ ადგილად იდგა, რომელიც თვალდახუჭულს ხშირად წარმოუდგენია. მაგრამ იქაურობას რაღაც აკლდა. 

უმცროსს დანაშაულის გრძნობა აწუხებდა. ვერ მშვიდდებოდა, უბრალოდ არ გამოსდიოდა. 

ღრმად ჩაისუნთქა. ჩაისუნთქა და მუსიკაც ჩაირთო.

თვალებდახუჭულმა წარმოიდგინა თუ როგორ იდგა სცენაზე ჯონინთან ერთად, როგორ ებუზღუნებოდა მძიმედ მოძრაობო და წამით დაიჯერა რომ ეს სინამდვილე იყო. სახეზე ღიმილი მოეფინა, ცეკვა დაიწყო. 

იმ წუთებში კიმს რომ მისი მოძრაობები დაენახა იამაყებდა. მაგრამ ეს შეუძლებელი იყო.

ჯონინი მართლაც ჩაბნელებულ დარბაზში იმყოფებოდა. 

კი, იქ იყო.

თუმცა ერთადერთი რასაც მაშინ გრძნობდა ეს იმედგაცრუება და დიდი ტკივილი იყო. სეჰუნს ამღვრეული მზერით უყურებდა და ვერც კი არჩევდა მის მოძრაობებს. 

ცეკვის დასრულებისას ძალაუნებურად ფეხზე ადგა. სცენას უახლოვდებოდა.

-ბატონო, ასე ახლოს მისვლა არ შეიძლება.

სწორედ იმ წამს სეჰუნმა კიმი დაინახა. მის მზერაში კი ის დაინახა რისიც ასე ძალიან ეშინოდა - დიდი ტკივილი.

მაშინ დრო გაჩერდა. დარბაზში აღარავინ იყო მათ გარდა. აღარც დაცვის ხმა ისმოდა, რომელიც ჯონინს თხოვდა უკან დაეხია. აღარც აღფრთოვანებული მაყურებლის შეძახილები.

მათი მზერა უკანასკნელად შეხვდა ერთმანეთს.

შემდეგ კი კიმი წავიდა.


you got me gone crazy (დასრულებულია)Where stories live. Discover now