13.

245 40 7
                                    

-რაც არ უნდა მოხდეს იცოდე რომ მიყვარხარ, კარგი? - სეჰუნი ჩურჩულით დაიხარა ჩაძინებული ჯონინისკენ და შუბლზე ნაზად აკოცა.

საწოლიდან ფრთხილად ადგა, თავის ტანსაცმელს ეძებდა. განგებ ზოზინებდა, რადგან იცოდა თუ ახლა წავიდოდა უკან ვეღარასდროს ვერ დაბრუნდებოდა. არ უნდოდა ასე მოქცეულიყო, მაგრამ იმ დღეს როდესაც სეჰუნმა გადაწყვიტა ჯონინთან ერთად გაეგრძელებინა ცეკვა დირექტრომა ის დააშინა.

-თუ იმას არ გააკეთებ რასაც გეუბნები ვერც შენ ვერ გადარჩები და ვერც შენი საყვარელი ჯონინი. გეგონა თვალს არ გადევნებდი? კიმის წინააღმდეგ ბევრი ფოტომასალა მაქვს, არამგონია ის ამისთვის გაიმეტო.

ზუსტად არ იცოდა რა იყო იმ ფოტოებზე, არ იცოდა და ერჩია არც გაეგო. მაგრამ რა უნდა ექნა? ჯონინს ვერ ეუბნებოდა, რადგან არ იცოდა თუ რას მოიმოქმედებდა ის. ხშირად უკან დახევა ყველაზე ჭკვიანური არჩევანია, მაგრამ რა აზრი აქვს სწორ არჩევანს თუ კი ის ბედნიერებას არ მოგიტანს? ახლა ის წავიდოდა, წავიდოდა და კიმს ატკენდა. თვოთონაც ინანებდა. სეჰუნი ფიქრობდა, რომ ჯონინი მას ადვილად დაივიწყებდა, მაგრამ ცდებოდა. კიმი არასდროს ესაუბრებოდა მას თავის გრძნობებზე, რასაც სეჰუნზე ვერ ვიტყვით.

-რატომ არასდროს მეუბნები რომ გიყვარვარ? - შესჩივლა ერთ დღეს უმცროსმა ჯონინს.

-რა საჭიროა, ისედაც ხომ იცი.

-მოსმენა მაინც კარგი იქნებოდა.

და ისევ ის გაბუტული მზერა. მზერა, რომელიც ჯონინს ჭკუიდან შლიდა.

-როდესაც ცეკვას დავიწყებ, ყურადღებით დამაკვირდი.

-რატომ?

-მაგ დროს სულ იმას გეუბნები რომ მიყვარხარ.

უკვე ჩაცმული და წასასვლელად გამზადებული სეჰუნი საწოლზე ჩამომჯდარიყო, ასე ახლოდან კიმს ბოლოჯერ უყურებდა. ხელი სახეზე დაადო და ფრთხილად მოეფერა. კანზე ცივი თითების შეხებისას ჯონინი გამოფხიზლდა, გაეღიმა.

-სად მიიპარები?

უმცროსი მისი ხმის გაგონებისას ოდნავ შეკრთა, იფიქრა რომ კიმი ჩანაფიქრს მიუხვდა. სეჰუნის დაბნეული სახის დანახვისას უფროსმა გადაიხარხარა და გაფითრებული სხეული თავისკენ მიიზიდა. 

-იცოდე მალე მოდი. 

-მალე მოვალ. - დანანებით ამოიჩურჩულა სეჰუნმა. 

შემდეგ კი ჯონინის თითებს დააკვირდა, რომლებიც მას ტუჩებზე ეხებოდნენ.

არა, ამის გარეშე ვერ წავიდოდა. უმცროსი კიმისკენ დაინახა და ტუჩებზე მოულოდნელად აკოცა.

-ჭკვიანურია. - გაეღიმა ჯონინს. - აბა, დარბაზში ვარჯიშის დასრულებამდე ისე იქნები.

სეჰუნს წელზე მკლავები ძლიერად მოხვია და ასრუტუნებულ სეჰუნს აკოცა. 

ვერ ხვდებოდა რომ ის მიდოდა.

უმცროსის ცრემლებმაც ვერაფერს მიახვედრეს. უბრალოდ მომღიმარი სახით იმ წუთებით ტკბებოდა.

ვერც იმას ვერ ხვდებოდა, რომ რამდენიმე საათში ისევ ის გახდებოდა ვინც აქამდე იყო.

სეჰუნი მიდიოდა, მასზე შეშლილ ჯონინს კი მარტოს ტოვებდა.

you got me gone crazy (დასრულებულია)जहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें