11.

290 47 17
                                    

იმ დილით ჯონინის ოთახი განათებული იყო.

მზის სხივების გამო არა. ოთახში მის გვერდით სეჰუნს ეძინა.

-ჯო.. ჯონინ, მზე მიჭყიტინებს. - აწუწუნდა უმცროსი და კიმის მკლავებში ჩაიმალა.

-ჩშშ. მეძინება. - მთქნარებით უპასუხა ჯონინმა და სეჰუნს მოშიშვლებულს სხეულზე გადასაფარებელი გადააფარა. 

მათი ტანსაცმელი მთელ ოთახში იყო მოფენილი. ვერ გაარჩევდით სად რა ეგდო, მაგრამ ერთი შეხედვითაც მიხვდებოდით რა ხდებოდა იქ წინა ღამით.

ჩაძინებული წყვილი ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა. კიმმა ეკრანს ლანძღვით დახედა. სახეზე მაშინვე ღიმილი მოეფინა როგორც კი მიხვდა რომ ჩანიოლი რეკავდა. ოთახიდან ჩუმად გაიძურწა და ზარს უპასუხა.

-ცნობისთვის მეძინა!

-ჯონინ, გამაგებინე რას აკეთებს სეჰუნი შენს სახლში?! უნდა გაგეგდო!

-ისევ უთვალთვალებ?

-კი.

-საჭირო აღარ არის, როდესაც გნახავ  ყველაფერს აგიხსნი.

-ისევ რაიმე შარში არ გაეხვე, თორემ ვერ გადამირჩები.

-ნუ ნერვიულობ. ვიცი რასაც ვაკეთებ.

კიმმა საუბარი დაასრულა თუ არა ოთახისკენ გაბრუნდა. სეჰუნს კვლავ ეძინა. უმცროსის მოფუზული სახის დანახვისას გაეღიმა და კარადაში ტანსაცმლის ძებნა დაიწყო.

ჯონინი თვითონაც ვერ ხვდებოდა თუ რატომ არ გააგდო ის ადამიანი, რომელიც ამდენი ხანი ატყუებდა. წინა დღით, როდესაც დარბაზში მიდიოდა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი რომ სეჰუნი გაეგდო. მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაშინვე გადაავიწყდა როგორც კი ის დაინახა. უმცროსი ცეკვავდა, საკმაოდ კარგად მაგრამ ეტყობოდა რომ რაღაც მაინც აკლდა. ქორეოგრაფს ჩუმად ანიშნა რომ გასულიყო, შემდეგ ისედაც ვიცით რაც მოხდა.

პერანგის ღილებს იკრავდა, როდესაც წელზე წელზე სეჰუნის ხელები იგრძნო. სარკეში კი მისი მომღიმარი სახე დაინახა. ჯონინმა ის ყურადღებით შეათვალიერა და გაეცინა.

you got me gone crazy (დასრულებულია)Where stories live. Discover now