Chapter 2

733 53 10
                                    




მაღვიძარამ რეკვა დაიწყო და იძულებული ვიყავი ავმდგარიყავი. პირველ დღეს ნამდვილად ვერ დავიგვიანებდი. მთელი ღამე ნორმალურად არ მძინებია. ასე ვიცი ხოლმე, როცა რამე მნიშვნელოვანი ხდება სულ მგონია, რომ ან დავაგვიანებ ან დამეძინება, ამიტომ სულ ფხიზლად მძინავს. თავი ავწიე, ვიბანავე, მოვწესრიგდი და ტანსაცმლის შერჩევა დავიწყე, გადავწყვიტე ოფიციალურად ჩამეცვა. სახლში ყავის დალევის დრო აღარ იყო ამიტომ გადავწყვიტე გარეთ მეყიდა, ენდის ვაკოცე დავემშვიდობე და წარმატებები ვუსურვე ახალ სამსახურში.  გზად ყავა ვიყიდე და ახალი სამსახურისკენ გავეშურე. ზედემტად აღელვებული ვიყავი და ყველაფერს ნერვიულად ვაკეთებდი.
შენობაში შევაბიჯე და გადავწყვიტე ჯერ საპირფარეშოში შევსულიყავი და ცოტა მოვწესრიგებულიყავი, რადგან გზაში ძალიან ავირიე ძლიერი ქარის გამო. ვცადე სათვალე მომეხსნა და ჩანთაში ჩამედო საფულესთან ერთად . ცარიელი ყავის ჭიქა კი ხელში მეჭირა და გადაგდებას ვუპირებდი, როდესაც ვიღაც მთელი ძალით შემეჯახა და ყველაფერი დაბლა დამაყრევინა ავიხედე ზევით და უსიამოვნო სახით შევხედე მწვანეთვალება ბიჭს, რომელიც ისე მიყურებდა თითქოს მსოფლიოში ყველაზე მოუხერხებელი ადამიანი ვიყავი.
-იქნებ მომაწოდო რაც დამაყრევინე.
შევუბღვირე და ასაღებად დავიხარე.
-რომატიკულ ფილმში კი არ ვართ.
უკან შემომიბღვირა და თავის გზაზე წავიდა. საშინლად გავღიზიანდი, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და ვეცადე დამშვიდებული შევსულიყავი ოთახში. საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ კი თავდაჯერებულმა შევაბიჯე ოთახში. გავიცანი რეჟისორი, რომელთან მუშაობაც ვფიქრობ სასიამოვნო იქნება, ასევე გავიცანი ჩემი რამოდენიმე თანამშრობელი, რომელთან მუშაობაც მომიწევდა. ყველა არაჩვეულებრივი ხალხი ჩანდა.  არავინ მაცნობდა ადამიანს, რომელიც ჩემი პარტნიორი იქნებოდა ფილმში.
-ემა, ნახევარი მსახიობები გაიცანი. მოდი ახლა სცენარს გაგაცნობ.
მითხრა რეჟისორმა და ფურცელი მომაწოდა.
ფილმი იყო გოგონაზე, რომელსაც ჰქონდა ბევრი ფული და იყო ძალიან კეთილი. იგი ყოველთვის ეხმარებოდა გაჭირვებულებს და სწორედ ამ დროს, როცა აფრიკელ ბავშვებს შეხვდა და მათ ფული და უამრავი სათამაშო აჩუქა, მასთან ერთად მისული იყო მდიდარი მამის შვილი, რომელსაც არც თუ ისე ეხლაისებოდა ბავშვებთან ყოფნა. ბიჭი არ იყო იმდენად კეთილი, როგორც გოგო ან რაღაც აკავებდა ამის გამომჟღავნებაში. გოგო კი ამ ყველაფრის გამოსწორებას დაიწყებს, იმ დღიდანვე როცა ბიჭს შეხვდება. საქმე კი იმაში იყო, რომ ბიჭი გაიზარდა უზომოდ ღარიბ ოჯახში და არავინ ეხმარებოდა მას ამ დროს, ის კი ამის გამო ძალიან გაბოროტდა. მართალია შემდგომ ყველაფერი შეიცვალა და ის მდიდარი გახდა, მაგრამ ამან წარსულის მწარე დღეები ვერ შეცვალა. ამის შეცვლას მხოლოდ და მხოლოდ ამ გოგონას მიმართ უდიდესი და ნადმვილი სიყვარული შეაცვლევინებს.
შინაარსი საკმაოდ მომეწონა.
-ხვალ აუცილებლად გაგაცნობთ იმ ბიჭს, რომელიც მეორე მთავარ როლს ითამაშებს, დღეს ეს ვერ შეძლო, რადგან საქმე გამოუჩნდა და სცენარის ნახვის შემდეგ წავიდა. ყველას დავემშვიდობე და წამოვედი. პირველი სამუშაო დღე ასე დასრულდა. ეს ყველაფერი უბრალოდ გაცნობის დღედ ითვლებოდა, ხოლო ნამდვილ სამუშაოს ხვალიდან დავიწყები.
გადავწყიტე მშბლებთან შემევლო და ეს ყველაფერი მეთქვა. კარზე დავაკაკუნე და დედამ შვიდად გამიღო კარი, რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალით მაჭამა რაც კი საჭმლი ჰქონდა. მამა სახლში არ იყო, მუშაობდა. ამ ყველაფრის შესახებ მოვუყევი დედას და სახეზე უდიდესი სიხარული აკვროდა და სულ ერთი და იგივეს იმეორებდა  ''მართლაც არაჩვეულებრივია''
მალევე სახლში წასვლა გადავწყვიტე, მოსაღამოვებულიყო, ენდის დავურეკე და სამსახურის ამბები ვკითხე, იმდენად ბედნეირი მელაპარაკებოდა, რომ მეც კი გავბედნეირდი. მითხრა სამსახურის მერე აუცილებლად შემოგივლი და მოგიყვები ყველაფერსო, მასთან ლაპარაკი მართლაც მჭირდებოდა.
სახლში მისვლის შემდეგ ცოტა დავისვენე და კინოს ყურება დავიწყე. კომედიას ვუყურე, დრამის ყურება არ მინდოდა რატომღაც. ფილმი დასრულდა, მაგრამ ენდი არსად ჩანდა. ავნერვიუილდი და დავურეკე
-ენდ, სად ხარ ამდენ ხანს?
-ემა, მე და ჩემი უფროსი ყავის დასალევად წავედით და ვეღარ მოვედი შენთან, ახლაც მასთან ერთად ვარ და ვსერნობ, მოიცა ერთ წუთს...
მითხრა და სიჩუმე ჩამოვარდა.
-ემა, ვერც წარმოიდგენ ისეთი საყვარელია ჩემი უფროსი, ისე კარგად მექცევა აუცილებლად მოგიყვები ხვალ, ახლა გამოვედი ცოტა აქეთ რომ ეს მეთქვა ვეღარ ვალოდინებ წავედი, მიყვარხარ.
წამოიკივლა და გამითიშა, სიცილი დავიწყე და ზუსტად წამოვიდგინე ახლა ენდის სახე.
დასაძინებლად მოვემზადე, დავწექი და თვალების დახუჭვის შემდეგ ფიქრი დავიწყე ისეთ რამეებზე რასაც ძილის წინ ფიქრობენ ხოლმე, თვალწინ კი უეცრად იმ მწვანეთვალება ბიჭის სახე წარმომიდგა, თავი გავაქნიე თითქოს ამით ფიქრებს გავყრიდი თავიდან და დაძინება ვცადე.

Movie & Reality (H.S) Where stories live. Discover now