Chapter 17

591 46 5
                                    


დილით არანაირი საქმე არ მქონდა, ასე რომ გვიან გავიღვიძე, თვალების გახელის შემდეგ კი ჰარის დანახვა დღის საუკეთესო დასაწყისად მივიჩნიე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

დილით არანაირი საქმე არ მქონდა, ასე რომ გვიან გავიღვიძე, თვალების გახელის შემდეგ კი ჰარის დანახვა დღის საუკეთესო დასაწყისად მივიჩნიე. მშვიდად სუნთქავდა, თმა აბურდული ჰქოდა და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ვუყურებდი და ვტკბებოდი, შემდეგ ხელი ავწიე და ნაზად გადავუსვი მის ფაფუკ კანს, შეიშმუშნა და თვალები გაახილა, ძალიან ვინანე, რომ გადაღვიძე.
-ჰარი, ბოდიში. არ მინდოდა შენი გაღვიძება.
-ბოდიშს იხდი იმაზე, რომ დილა გამილამაზე?
ახალგაღვიძებს ბოხი ხმა ჰქონდა. გამეღიმა და თავი ბალიშში ჩარგე. წინა ღამე გამახსენდა, იმ ტკივილნარევი ჰარისგან არაფერი დარჩენილიყო, ამის დაფარვა კარგად შეუძლია, მაგრამ, როცა ამის შესახებ იცი, მის ტკივილს და სევდას ყოველთვის გრძნობ და ხედავ.

უეცრად კარი ფეხით გაიხსნა და ოთახში ენდი შემოიჭრა სიმღერით, კი არ მღეროდა ყვიროდა. თან შიგადაშიგ იძახდა ''Rise and Shine Babies''. ბალიში მე და ჰარიმ ერთდროულად დავიფარეთ თავზე ხმის დასახშობად, შემდე ენდი ფანჯარასთან მივიდა და ფარდები გადაწია. ჰარიმ გამომხედა.
-ყოველ დილით ასეთ დღეში ხარ?
მკითხა ჰარიმ ცალთვალ გახელილმა.
-შეიძლება ითქვას, კი.

ავდექი სააბაზანოში შევედი და შხაპი მივიღე. გამოვედი თუ არა ჩავიცვი და ქვევით ჩავირბინე, სანახაობაზე გამეღიმა. ენდი და ჰარი სამზარეულოში იყვნენ, ენდი კარადაზე იყო შემომჯდარი და ჰარისთან კამათობდა.ძალიან საყვარლები იყვნენ. მათთან მივედი და ენდის ყავის გაკეთება ვთხოვე, მობეზრებული სახით გამომხედა, მაგრამ მაინც მომიმზადა ყავა.
მათ უკანა ეზოში გასვლა და ყავის იქ დალევა შევთავაზე. ჩემი ეზო საუკეთესო ადგილია ჩემთვის, მაგრამ რაც მუშაობა დავიწყე და ჰარი გავიცანი იქ გასვლას საერთოდ ვეღარ ვახერხებ. ჩემი ეზო ყოველთვის გადამწვანებულია, გარშემო ხეები დგას და ზაფხულობით აქ ძალიან გრილა, დიდი აუზია ჩაშენებული და აუზის წინ რამდენიმე მაგიდა და სკამი მიდგას, მათ გვერდით კი გრილი დგას. აქ ყოფნა, ყავის დალევა და ფიქრი საუკეთესო რამაა გასატვირთად, მაგრამ ახლა უფრო ბედნიერი ვიყავი აქ ყოფნით ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად.სამივე ერთად გავედით ეზოში, ჰარის ძალიან მოეწონა ეზო.

Movie & Reality (H.S) Where stories live. Discover now