THE END!

765 68 10
                                    

ფრენა გრძელი და დამღლელი იყო, მთელი გზა მეძინა, თან ჰარის ხელი მეჭირა

Ουπς! Αυτή η εικόνα δεν ακολουθεί τους κανόνες περιεχομένου. Για να συνεχίσεις με την δημοσίευση, παρακαλώ αφαίρεσε την ή ανέβασε διαφορετική εικόνα.

ფრენა გრძელი და დამღლელი იყო, მთელი გზა მეძინა, თან ჰარის ხელი მეჭირა. არაჩვეულებრივი გრძნობა იყო, ქვეყნების თავზე, ღრუბლებში დავფრინავდი ჰარისთან ენდისთან და ზეინთან ერთად.

როგორც იქნა მიწაზე დავეშვით, აეროპორტიდან გამოვედით და სასტუმროსკენ ავიღეთ გეზი.
სასტუმრო იმაზე საოცარი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა, უზარმაზარი შენობა იყო, რომლის ფანჯრებიდანაც არაჩვეულებრივი ხედი მოჩანდა, ოკეანის სახით. ყოველთვის მინდოდა ოკეანის ნახვა და იქ მზის ჩასვლის და ამოსვლის ყურება. ჩემი აზრით, ეს არის ბუნების ყველაზე საოცარი მოვლენა, როდესაც მზე ამოდის, ოკეანის ტალღები კი მას ირეკლავს და მასზე უამრავი ფერი წარმოიქმნება, ამაზე საოცარს ნახავ სადმე რამეს?

მე და ენდი ერთ ოთახში მოვთავსდით, ზეინი და ჰარი კი მეორეში. ჩვენი ოთახი თეთრ ფერებში იყო გაწყობილი და უამრავი ხილით და ფერადი მცენარეებით იყო მორთული. უზარმაზარი საწოლი იდგა ცენტრში, წინ კი ტელევიზორი იყო ჩამოკიდული, აივანზე გასულს კი უკან შემოსვლა აღარ მინდოდა, თვალუწვდენელ ჰორიზონტზე ოკეანე იყო გადაჭიმული, მასზე კი წყნარად დაგორავდნენ ტალღები წინ და უკან. საოცარი სანახავი იყო ყოველივე ეს.

აივანზე ოკეანეს მიშტერებული ვიდექი, როდესაც ენდი იმავე სახით გამოვიდა და ჩემს გვერდით დადგა.
-საოცრებაა.
გაშტერებულმა, თითქოს უემოციოდ, ერთ ტონალობაში, მაგრამ ამავდროულად გრძნობებით დატვირთული ხმით ჩაილაპარაკა.
ნელა გავხედე და ბედნიერებისგან წამოსული ცრემლები ვერ შევიკავე, მე და ენდი ერთმანეთს ჩახუტებულები დაახლოებით ხუთი წუთი ვიდექით და ვტიროდით, სანამ ჰარი და ზეინი არ შემოვიდნენ. იმათ ჯერ ჩვენ და შემდეგ ერთმანეთს შეხედეს, გაოცებულები იმეორებდნენ ამ მოძრაობას სანამ მე და ენდიმ თვალები არ ავატრიალეთ და ერთმანეთის მკლავებიდან გავთავისუფლდით . მე ჰარის, ენდიმ ზეინის მკლავებში გადაინაცვლა და ასე გავაგრძელეთ ოკეანის ყურება.

Movie & Reality (H.S) Όπου ζουν οι ιστορίες. Ανακάλυψε τώρα