Chapter 13

606 58 8
                                    

თავი ავწიე და ჰარის შევხედე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


თავი ავწიე და ჰარის შევხედე. მისი თვალების აღწერა არასდროს მომბეზრდება. მწვანე, ღრმა თვალები, რომელიც სიყვარულით მოგჩერებია. მას შეუძლია თვალებით, ხმის ამოუღებლად გითხრას თავისი სათქმელი.
-ჰარი, ძალიან ლამაზი თვალები გაქვს.
-შენც პატარავ.
გავუღიმე.
-იდეა მაქვს.
-გისმენ.
-ენდისთან წავიდეთ ქალაქგარეთ.
-აუ ძალიან მაგარი იდეაა. როგორ შეიგიძლია ასეთი რაღაცეები მოიფიქრო. ავალ ჩავიცმევ და ენდის დავურეკავ.
-არა ეს მაიკა არ გაიხადო.
-კარგი ჰარი, ნახევრად შიშველი წამოვალ.
-არა, ეს ვეღარ გავითვალისწინე. ადი ჩაიცვი.
თვალები ავატრიალე. სიცილით ავედი და ჩავიცვი. უკვე მესამედ ვიცვლი, ჯერ მარტო გამოცვლით დავიღალე. ჩამოვირბინე კიბეზე და ენდის დავურეკე.
-ენდი, მე და ჰარი შენთან მოვდივართ ქალაქგარეთ მისამართი მომწერე.
ვუთხარი და გავუთიშე. ცოტახანში მისამართი მესიჯის სახით მომივიდა. ჩანთა ავიღე და ჰარის დავუძახე.
-მზად ვარ.
ჰარიც გამოვიდა, კარები ჩავკეტეთ,  მანქანაში ჩავსხედით და წავედით. გზაში პროდუქტები ვიყიდეთ.
ჰარი მშვიდად მართავდა მანქანას, ის ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება. საოცრად სიმპატიურია, როდესაც მანქანას მართავს. მისი ხელი ავიღე და ჩემსაში ავხლართე. მას გაეღიმა და ჩემს ხელს აკოცა. სავარძელში რბილად მოვკალათდი და სიმღერები ჩავრთე. როგორც იქნა მივედით დანიშნულების ადგილას. ლამაზი, ხის სახლი იყო ტბასთან. კართან დავდექით, პროდუქტები ხელში გვეჭირა, კარზე დავაკაკუნე. კარი ვიღაც შავგვრემანმა, სიმპატიურმა ბიჭმა გაგვიღო.
-გამარჯობა.
ჩემს ხმაზე ენდი გამოვარდა.
-მართლა მოხვედით? გეფიცები შეშლილები ხარ.
გვითხრა და გადაგვეხვია. ძალიან ბედნიერი და გახარებული ჩანდა. სახლში შევედით. ენდიმ ზეინი გაგვაცნო. პოზიტიური ადამიანი ჩანდა და ძალიან სიმპატიური იყო. ვაღიარებ ისინი ძალიან კარგი წყვილი იქნებიან. ენდიმ პროდუქტები მაცივარში შეაწყო.
-ჰარი, ხომ არ ისარგებლე მომენტით, როცა ემა შენთან დარჩა?
თქვა ენდიმ და წარბები აათამაშა. თვალები გამიფართოვდა. ეს გოგო ჭკუიდან შემშლის.
ჰარის ხმამაღლა გაეცინა შემომხედა და თქვა.
-ზედმეტად მთვრალი რომ არ ვყოფილიყავი შანსს აუცილებლად გამოვიყენებდი, მაგრამ არაფრის თავი არ მქონდა.
ერთად დაიწყეს სიცილი, თვალები ავატრიალე.
საუბარში ზეინიც ჩაერთო
-წინ დიდი გზა გველის, ჩაილაგეთ წყლები და მოსაცმელი, მე გიტარას წამოვიღებ და წავიდეთ.
-სად მივდივართ?
ვკითხე მე.
-აქვე ახლოს პატარა ჩანჩქერია, გავისეირნოთ და კოცონი დავანთოთ. ეციება, მაგრამ ლამაზი ხედი იქნება.
-უმაგრესი იდეაა.
ვუთხარი მე.
ჰარი მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა:
-შენ მხოლოდ ჩემი იდეები უნდა მოგწონდეს და სხვა არავისი.
პირი ყურთან მივუტანე და ვუთხარი.
-იოცნებე.
სწრაფად წამოვდექი და გავიქეცი, ის გამომეკიდა. მეორე სართულზე ავირბინე და ვყვიროდი:
-ჰარი, გაეთრიე.
როცა მომიახლოვდებოდა ხელებს ვიქნევდი და  პატარა ბავშვივით ვკიოდი. ენდი და ზეინი ქვევიდან გვიყურებდნენ, ზეინი ენდის უკან იდგა და ხელები წელზე ჰქონდა შემოხვეული. თან იცინოდნენ, ძალიან საყვარლები იყვნენ.
მეორე სართულიდან სწრაფად ჩამოვირბინე და გარეთ გავვარდი ჰარი დამეწია და ხელში ამიყვანა. ბოლო ხმაზე გავკიოდი, ბოლოს მივხვდი, რომ მას უბრალოდ ხელში ვყავდი აყვანილი და ჩემს მოკვლას არ აპირებდა და კივილი შევეყვიტე. რა სულელი ვარ, რატო ვკიოდი მეც არ ვიცოდი.
ზეინს და ენდის ჩვენი ყურება მოსწყინდათ და ნივთების აღება დაიწყეს. გარეთ გამოვიდნენ და ჩანჩკერისკენ გზას დავადექით. მე ჰარის ხელი მეჭირა, ენდის კი ზეინის. მივდიოდით და თან ვლაპარაკობდით. თავს უბედნიერესად ვგრძნობდი, ამ რამოდენიმე დღეში უამრავი მოგონება დამიგროვდა, თან, ყველა ტკბილი.
დიდხანს ვიარე და ფეხები ძალიან დამეღალა.
-ჰარი ფეხები მტკივა.
-ფეხებო შეწყვიტე ტკივილი.
ბოლო ხმაზე დაიყვირა. მეგონა მე მიყვიროდა და თვალები დავაჭყიტე. ჰარიმ შემომხედა და სიცილი დაიწყო.
-მოდი შემომახტი.
მითხრა და ზურგით დამიდგა. მეც მეტი რა მინდოდა ავდექი და ზურგზე შევახტი. ასე მივყავდი გზის ბოლომდე.
როგორც იქნა მივაღწიეთ. ძალიან ლამაზი ჩანჩქერი ჩამოედინებოდა კლდეზე. მოსაღამოვებულიყო. დავსხედით, ბიჭებმა კოცონი დაანთეს და თან ზეინის კომპანიას განიხილავდნენ. ვფიქრობ ისინი კარგი მეგობრები იქნებიან, როგორც ეს ენდიზე და ჰარიზე ვიწინასწარმეტყველე და ახდა კიდეც. მე და ენდიმ პლედი მოვიცვით, რადგან აცივდა. მე და ენდი სიყვარულით ვუყურებდით ზეინს და ჰარის და კომპლიმენტებით ვამკობდით. ენდიმ გამომხედა, თვალები გაუნათდა, თითქოს რაღაც განსახუთრებულს მიხვდაო, აღტაცებულმა კი შემდეგი სიტყვები წარმოთქვა:
-ემა, მე ის მიყვარს, ზეინი მიყვარს გესმის?
თბილად გავუღიმე და გადავეხვიე.
-დარწმუნებული ვარ ისიც იმავეს გრძნობს.
თვალები ცრემლით ამევსო, სიხარულის ცრემლით, უზომოდ ბედნიერი ვხდებოდი, როდესაც ჩემთვის ერთ-ერთი უძვირფასესი ადამიანს ბედნიერს ვხედავდი. ზეინი და ჰარი ჩვენს გვერდით დასხდნენ, როდესაც კოცონი დაანთეს. ზეინმა გიტარა ამოიღო და დაკვრა დაიწყო, აი ესეც საერთო ნიჭი ჰარის და ზეინის. ვმღეროდი, მთელი გრძნობით, ჩემი სხეული რაღაც საოცარ ენერგიას გამოყოფდა, მინდოდა მეკივლა ბედნიერებისგან, ცოტახანს სიმღერა შევწყვიტე და ენდის, ჰარის და ზეინის ხმას ვუსმენდი, თითოეულს სიყვარულით ვუყურებდი, ვუსმენდი ჩანჩქერის და ცეცხლის წკაცუნის ხმას, როგორ შეიძლებოდა ამ ყველაფერის ნახვის და შეგრძნების დროს ბედნიერების განცდა არ დამუფლებოდა. ზეინმა ენდის ხელი მოკიდა სიმღერის დასრულების შემდეგ და იქეთ გაიყვანა, ვფიქრობ მისი გრძნობების შესახებ უნდა ეთქვა. მე და ჰარი მარტოები დავრჩით. ის ჩემს გვერდით იჯდა. საერთო პლედი გვქონდა მოხვეული, თავი მკერდზე მივადე, მან კი ხელი შემომხვია.
-ჰარი, ძალიან ბედნიერი ვარ.
ვუთხარი და ცრემლიანი თვალებით შევხედე. გადმოიხარა და მაკოცა, შემდეგ კი ცას ახედა. მეც ავიხედე მაღლა.
-ემა, ნახე ცა რა ლამაზია.
-ცა სულ ლამაზია ჰარი.  შემიძლია მთელი დღე დავწვე აქ და ცას ვუყურო.
-მეც.
-ხედავ რამდენი საერთო გვაქვს ჰარი?
-ამიტომაც ვარ ბედნიერი შენს გვერდით ემა.
გამეღიმა.
ასე ვისხედით ენდის დ ზეინის დაბრუნებამდე და მომენტით ვტკბებოდით. სწორედ ამ დროს გავაანალიზე, რომ ჰარი სტაილსი, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა, რომლის მკერდზეც მე თავი მედო და მისი გულის ცემას და სუნთქვას ვუსმენდი, სიგიჟემდე მიყვარდა.

Movie & Reality (H.S) Where stories live. Discover now