Chapter 18

542 52 3
                                    


ჰარისთან მივედი და დავავალე, რომ ზეინს შეხვედროდა, სანამ მე და ენდი საყიდლებზე წავიდოდით

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ჰარისთან მივედი და დავავალე, რომ ზეინს შეხვედროდა, სანამ მე და ენდი საყიდლებზე წავიდოდით. ენდის ხელი დავავლე და სახიდან გავაქციე, მე და ენდი ჩემს ქუჩაზე მივრბოდით, რატომ არ ვიცი, ვიცინოდით და კივილის მსგავს ხმებს გამოვცემდით, ბედნიერების ხმებს. მოლში ტაქსით მივედით და ჰიგიენის კუთხისკენ დავიძარით. ყველა საჭირო ნივთი ვიყიდეთ, კბილის ჯაგრისი, კბილის პასტა, შამპუნი და ასე შემდეგ. შემდეგ ჩემოდნის საყიდლად წავედით, ტანსაცმელი ჯერ არ გვიყიდია, ალბათ, როდესაც გადავწვეტთ სად წავალთ იმის მიხედვით ვიყიდით ტანსაცელს. ორი დიდი ჩემოდანიც ვიყიდეთ და ისევ ტაქსში ჩავსხედით. ჰარის დავურეკე და ვკითხე, თუ რომელი სააგენტო აარჩიეს და იმ მისამართზე წავედით.

შიგნით მე და ენდი ორი უზარმაზარი ჩემოდნით შევვარდით, ხელში კიდევ უამრავი პარკი გეჭირა და რასაც ქვია ძლივს მივათრევდით. კარში ძლივს-ძლიობით შევეტიეთ, მე ენდის ხელით და ფეხით ვაწვებოდი, რომ როგორმე შეტეულიყო, დიდი ხმაური გამოვიწვიეთ ამიტომ ყველას ყურადღება მივიქციეთ. ჰარი და ზეინი დივანზე ისხდნენ და გაკვირვებით გვიყურებდნენ, სიცილს გაოცებით იკავებდნენ. ჩემოდნების დანახვის შემდეგ მოგვვარდნენ და გამოგვართვეს. კონსულტანტი სიცილს ძლივს იკავებდა, მიხვდა, რომ ნამდვილად ვაპირებდით სამოგზაუროდ წასვლას.
როგორც იქნა დავსხედით და სულის მოთქმის შემდეგ კონსულტანტს მისალმების ნიშნად თავი მაშინღა დავუქნიე. ის მიხვდა, რომ შეეძლო დაეწყო საუბარი.
-კარგით დაახლოებით როგორი ადგილი გსურთ დასასვენებლად?
-აუცილებლად უნდა ცხელოდეს.
ვუთხარი მე.
-მართალი ხარ, რაიმე ზღვისპირა ქალაქი გვჭირდება.
ჩაერთო ენდიც, ბიჭები მობეზრებულები იყვნენ და ჩვენ გვაცდიდნენ საუბარს, შიგადაშიგ საათს უყურებდნენ და ამთქნარებდნენ, რაზეც მე და ენდი შევუბღვეერდით ხოლმე.
-ჰავაიზე ან მალდივის კუნძულებზე რას იტყვით? კვიპროსიც შემიძლია შემოგთავაზოთ.
წყნარად საუბრობდა კონსულტანტი და თან ათას ადგილს გვთავაზობდა.
მე და ენდი მივუახლოვდით და ფოტოები და სასტუმროები ვნახეთ, ყველაზე მეტად მალდივის კუნძულები მოგვეწონა და ზუსტად საათ ნახევრიანი მსჯელობის შემდეგ, რა დროსაც ყველაფრის გაგება და გარკვევა მოვასწარით, როგორც იქნა შევთანხმდით და ბიჭებმა შვებისგან ამოისუნთქეს გაღვიძების შემდეგ.

Movie & Reality (H.S) Where stories live. Discover now