Chapter 4

684 49 0
                                    

ერთ-ერთ რესტორანში მივედით, შევუკვეთეთ საჭმელი და ღვინო. სანამ საჭმელს მოიტანდნენ ერთადერთი, რისიც მეშინოდა, ეს იყო უხერხული სიჩუმე, მაგრამ ჰარიმ მიმტანის გასვლისთანავე დაიწყო გაუთავებელი ლაქლაქი:
-აბა, რამ გაიძულა მსახიობობა?
ჩაიცინა პასუხის მოლოდინში.
-არასდროს ვაკეთებ იმას რასაც ვინმე ძალით მაკეთებინებს, ასე რომ, მსახიობობა ჩემი არჩევანი იყო. ვფიქრობ ადამიანს არასდროს არ გამოუვა ის, რის გაკეთებასაც აიძულებენ. შენ რატომ აირჩიე მსახიობობა, ბატონო სტაილს?
-რომ გითხრა ეს ჩემი პატარაობის ოცნებაა თქო, მოგატყუებ. მსახიობობამ რამოდენიმე წლის წინ დამაინტერესა და დღემდე დაინტერესებული ვარ ამით და ვფიქრობ ეს პროფესია ნამდვილად ჩემთვისაა შექმნილი.
ალბად ჰარი მიჩვეული იყო გოგონების ამ მხრივ შებმით, ლამაზი სიტყვებით უყვებოდა თავის ისტორიებს, გოგონებს აჩვენებდა, რომ ისინი მისი წარსულის გაგების ღირსნი იყვნენ. აჩვენებდა თითქოს გასნაკუთრებულები იყვნენ, შემდეგ მიიღებდა იმას, რაც სურდა და მიაგდებდა. მე კი ასე არ მოვტყუვდებოდი. არც კი ვიგრძნობდი თავს განსაკუთრებულად და ის ვერც შეძლებდა ჩემს გამოყენებას. მიმტანმა ლამაზი ჭიქები მოიტანა და ღვინო ჩამოგვისხა. მადლობა ჩუმად გადავუხადე, მან კი ნელი სვლით დატოვა ჩვენი მაგიდა.
-ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ რა წარმოგიდგენია რომ მოხდება?
დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ მკითხა.
-იცი, ამაზე არ დავფიქრებულვარ, როდესაც ქასთინგზე მოვედი, ჩემი ერთადერთი მიზანი ჩემი საყვარელი საქმის კეთება იყო.
ვთქვი და ღვინო მოვსვი.
-და იმაზე არ გიფიქრია, რომ ამ ფილმის გამოსვლა ჩვენი პოპულარობის მომტანი იქნება? რადგან პოპულარობა არც ისე ადვილია, როგორც ჩანს.
-მოდი ჯერ ფილმი გადავიღოთ სტაილს, ახლა მთავარი ესაა. შემდეგ კი იმაზე ვიფიქროთ ფილმი რის მომტანი იქნება.
-კარგი, მაგრამ ყველაფერს თავის შედეგი მოსდევს ხომ იცი არა?
-გააჩნია შედეგი როგორია და ღირს თუ არა ამაზე ამდენი ფიქრი.
-ემა, ნუთუ არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება რამდენიმე თვეში?
ხმა აღარ მაგიცია, რადგან მიმტანმა საჭმელი მოიტანა და იმდენად გამიხარდა, რომ კითხვაზე აღარ დავფიქრებულვარ. რეალურად კი ჰარი მართალი იყო. ჩემი და მისი ცხოვრება მალე უკუღმა დატრიალდებოდა, ამ ყველაფერზე კი მე არც კი მიფიქრია.
ჭამის შემდეგ გადავწყვიტეთ წავსულიყავით. სკამიდან ავდექი და ერთად გამოვედით გარეთ, მოსაღამოვებულიყო.
-იცი, არც ისე მოსაბეზრებელი და მოუხერხებელი ჩანხარ, როგორიც პირველივე შეხვედრისას ჩანდი.
გვერდულად ჩავიღიმე, რადგან ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა.
-მე კი ისევ ვფიქრობ, რომ ძალიან მოუხერხებელი ხარ სტაილს, რადგან ჰოლში მე კი არა შენ დამეჯახე.
გავიცინე და მის მანქანაში ჩავჯექი.
-ფეხით გასეირნებაზე ხომ არ გიფიქრია ემა?
მითხრა და ხმამაღლა გაიცინა, რაშიც ავყევი
-კარგი, მისამართი მითხრი.
-დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ღამე არ მოხვალ და არ მომიტაცებ.
-გარწმუნებ ეს არ მოხდება.
-კარგი, მაშინ გეტყვი.
მისამართი ვუთხარი და სახლში მიმიყვანა.
-მადლობა მოყვანისთვის.
ვუთხარი და მანქანიდან გადმოვედი.
-და საჭმელზე რას იტყვი?
ელოდა, რომ  მადლობას გადავუხდიდი.
-გემრიელი იყო.
სახლში შესვლამდე მივაძახე.
სახლში შესვლის შემდეგ დაღლილობა ვიგრძენი და ცოტახანს წამოვწექი. გამახსენდა, რომ ენდი ორი დღეა არ მინახავს და მაშინვე დავურეკე.
-ენდ, სად ხარ ძალიან მომენატრე.
-ემა, შენი კარის წინ ვდგავარ.
თქვა და კარი ფეხით გააღო. თვალები გადავატრიალე.
-მგონი, ახალი კარის ყიდვა მოგიწევს.
-ემ, ისეთი არაჩვეულებრივი დღე მქონდა გუშინ და დღეს, უბრალოდ ვერც კი წარმოიდგენ.
-კარგი, მომიყევი.
-ჩემი უფროსი, ზეინი, ძალიან კარგად მექცევა ბოლო რამდენიმე დღეა.
-იმ სამსახურის უფროსს გულისხმობ, რომელიც ორი დღეა დაიწყე და მეუბნები, რომ ბოლო რამდენიმე დღეა კარგად გექცევა?
-ნუ მაწყვეტინებ.
მითხრა და ბალიში მესროლა.
-მოკლედ გუშინ კაფეში დამპატიჟა, მითხრა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთიო, როგორც ვმუშაობ მოსწონს და სულ მაქებს. ძალიან თბილი ადამიანია და ისეთი სიმპატიურია, რომ განახო შეიძლება მოკვდე.
-ენდ, შენც კარგად იცი, რომ მე რეალისტი ვარ, ამიტომ უნდა გახსოვდეს, რომ შენ ზეინის ასისტენტი ხარ, რომელიც უმსხვილეს კომპანიას მართავს და შენც კარგად იცი რას ფიქრობენ უფროსები ასისტენტებზე ხშირ შემთხვევაში. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ნუ დაამყარებ დიდ იმედებს და სერიოზულად ნუ შეხედავ ამ ყველაფერს.
ცოტახანს ჩუმად იჯდა. მიხვდა, რომ სიმართლე ვთქვი. ბოლოს შემომხედა და მითხრა:
-არც ვფიქრობდი რამე სერიოზულზე ემა, უბრალოდ შემიძლია გავერთო ხომ მართალი ვარ?
-რათქმაუნდა, უბრალოდ ძალიან ღრმად არ შეიჭრა კარგი?
-კარგი.
მითხრა და წამოხტა.
-რას იტყვი ვალსის ცეკვაზე, საყვარელო?
ძალიამ კარგ ხასიათზე ჩანდა.
-ენდი, ძალიან დაღლილი ვარ უნდა დავიძინო. ხომ დარჩები აქ?
-კი, რათქმაუნდა, მაგრამ მანამ ან დაგაძინებ, სანამ შენს სამსახურზეც არ მომიყვები, მარტო მე გიყვები ჩემსაზე.
-ამას აუცილებლად გავაკეთებ,  ოღონდ ავიდეთ ჩემს ოთახში, დავწვეთ და ისე, კარგი?
-რა პრობლემაა.
ავედით, დავწექი და მოკლედ მოვუყევი ყველაფერი, სტაილსზეც ვუამბე და მითხრა ჩვენი ამბები ძალიამ ჰგავს ერთმანეთსო. დავეთანხმე, ტკბილი ძილი ვუსურვე და მშვიდად დავიძინე.

Movie & Reality (H.S) Where stories live. Discover now