Chapter 10

592 47 7
                                    

გაოცებულმა შევხედე, მაგრამ არაფერი მითქვამს

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

გაოცებულმა შევხედე, მაგრამ არაფერი მითქვამს. მხოლოდ და მხოლოდ ჰარის ამ სიტყვებზე ვფიქრობდი მთელი გზა. პატარა, ვიწრო ქუჩაში შეიყვანა ჰარიმ მანქანა და ულამაზეს სახლთან გააჩერა.
-რა ლამაზი სახლია.
დავიჩურჩულე. კართან დავდექით, ჰარის ვარდები ხელში ეჭირა. ზარი დავრეკეთ და კარის გაღებას დაველოდეთ. კარები მომხიბლავმა შავგვრემანმა ქალმა გააღო და სახე სიხარულისგან გაუნათდა.
-ჰარი!
წამოიკივლა და შვილი გულში ჩაიკრა. იმ მომენტში ისინი უსაყვარლესები იყვნენ. დედა-შვილობა საუკეთესო რამაა მთელს მსოფლიოში.
ცოლის ასეთ სიტყვებზე ჰარის მამა კართან მოვიდა.
-ჰარი, ჩემო ბიჭო!
თქვა კაცმა და ხელები გაშალა. ჰარი მამას ჩაეხუტა მთელი გრძნობით. როდესაც იცი, რომ შენი ნახვა ასე გაუხარდებათ შენს მშობლებს, ყველა შენი საქმე უნდა გადადო და ისინი უნდა გააბედნიერო. ჰარის დედამ მერეღა შემამჩნია, თვალები გაუნათდა და გადამეხვია. უთბილესი ადამიანია.
-ღმერთო, ჰარი, ეს ულამაზესი გოგო ვინ არის?
-ემა, მე ემა ვარ. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
-ანე, ჩემთვისაც სასიამოვნოა საყვარელო.
-ჩვენ ერთად ვიღებთ ფილმს, ის ჩემი მეწყვილეა.
-გასაგებია. შემოდით, ძალიან გთხოვთ.
მერეღა შევნიშნე, რომ ჰარის ვარდები ჯერ კიდევ ხელში ეჭირა. ღმერთო, რა სულელია. თვალებით ვარდებისკენ ვანიშნე. თვალები წამიერად დააჭყიტა და პატარა ბავშვივით დედასთან მიირბინა და ყვავილები მიართვა. ანეს სახიდამ ღიმილი არ გადასდიოდა. ბლინები მოგვიტანა და ყავა გაგვიკეთა. დავსხესით და ჩვენი ფილმის შესახებ ვლაპარაკობდით.
-ჰარი, რატომ არ გამაფრთხილე, რომ მოდიოდით უფრო კარგად მოვემზადებოდი.
-დედა, ეს ყველაფერი უცებ გადავწყვიტეთ. ეს ემას იდეა იყო. აქედან მის მშობლებთან უნდა წავიდეთ.
-დარჩენილიყავით დღეს.
-არა დე, ხვალ გადაღებები გვაქვს.
-გასაგებია. სხვა დროს ჩამოდით.
-აუცილებლად.
ვუპასუხე მე. ძალიან თბილები და ტკბილები იყვნენ. ძალიან ბევრი ვილაპააკეთ. და მალევე წამოვედით.
მანქანაში ჩავსხედით. ჰარის გახარებულმა გავხედე.
-ხომ ხედავ როგორ გაუხარდათ. ისინი უფრო ხშირად უნდა ნახო.
-ამას აუცილებალდ გავაკეთებ.
გამიღიმა. ჩემი მშობლების სახლის მისამართი ვუთხარი და წამოვედით. მან გზაში იგივე ყვავილების მაღაზიასთან გააჩერა და დედაჩემსაც უყიდა ყვავილები ჩემი თქმის გარეშე. მანქანა გავაჩერეთ და გადმოვედით.
კარზე ზარი დავრეკე. დედამ გამიღო  და სახე ზუსტად ანეს ნაირად გაუბრწყინდა. ჩამეხუტა, ჰარის შემჩნევის შემდეგ კი სწრაფად მომშორდა და ჰარის დააშტერდა. ჰარიმ ყვავილები გაუწოდა და უთხრა:
-ჰარი სტაილსი.
დედამ ხელი გამოუწოდა ჩამოსართმევად ჰარიმ კი ხელზე აკოცა. მისი ზრდილობიანობა ნამდვილად შესამჩნევია. დედამ გაბრწყინებული თვალებით შემომხედა. 
-შემობრძანდით.
ხელები სახლის მიმართულებით გაიშვირა. შიგნით შევედით, მამაჩემი ფეხზე წამოდგა. ჰარის ხელი გამოუწოდა, მან კი ხელი მამაკაცურად ჩამოართვა. მათ შემხედვარეს გამეღიმა. 
-ემა, რამდენი ხანია არ შემოგივლია ჩვენთან, რა იყო ამის მიზეზი? თუ რათქმაუნდა ეს მიზეზი ახლა წინ არ გვიდგას.
თქვა და ჰარის გახედა. 
თავიდან ვიღიმოდი, მაგრამ, როდესაც მისი ნათქვამი გავიაზრე თვალები დამეჭყიტა.
-ეს ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო მოხდა დედა. ჰო და კიდე მე და ჰარი ფილმში ვართ ერთმანეთის მეწყვილეები, მაგრამ რეალურ ცხორებაში, მეგობრები.
-გასაგებია.
მამასთან მივედი და გვერძე დავუჯექი, მან ხელი გადამხვია და გულზე მიმიხუტა. ეს ადამიანი უზომოდ მიყვარს, მის მკლავებში ყოველთვის, ყველაზე დაცულად ვგრძნობ თავს. ასე ვისხედით და ჩემს სამუშაოზე ვსაუბრობდით, თან ტელევიზორს ვუყურებდით. ჰარი სამზარეულოში იჯდა დედაჩემთან ერთად და ისინი ერთ-ერთი კერძის მომზადებაზე საუბრობდნენ. გამეღიმა მათზე და მამასთან ერთად ჩემი გადაღებების განხილვა განვაგრძე.

 მოსაღამოვებულიყო, სადღაც ათი საათი სრულდებოდა, როდესაც ჰარი ფეხზე წამოიჭრა და ჩემთან მოვიდა.
-ძალიან გვიანია, ემა ვფიქრობ წასვლის დროა. არაჩვეულებრივი იდეა მაქვს შენთვის ასე რომ გირჩევ შენც ჩემთან ერთად წამოხვიდე.
ყურში ჩამჩურჩულა. მეც ავდექი,ჩანთა ავიღე, დედას და მამას გადავეხვიე. ჰარიმაც იგივე გააკეთა, თავაზიანად დაემშვიდობა მათ და წამოვედით. მანქანაში ჩავსხედით და ჰარის მივუბრუნდი:
-აბა, შენი არაჩვეულებრივი იდეის შესახებ მიამბე სტაილს.
-მშობლები მოვინახულეთ, მზრუნველი შვილები გამოჩნდით მათთან, ახლა კი ჩვენი გართობის დროა.
-ჰარი, როგორ შეიძლება, რომ სულ გართობაზე ფიქრობდე? მაგრამ ფაქტი ერთია, იდეა ყოველთვის მომწონს.
-ემა, როგორ შეიძლება, რომ იდეა გართობაზე ყოველთვის მოგწონდეს?
გამეცინა. მანქანა დაქოქა. არ ვიცოდი სად მივიოდიოთ ერთადერთი ის ვიცოდი, რომ გართობას ვაპირებდით.
მანქანა ერთ-ერთ კლუბთან გააჩერა.
გადავედით მანქანიდან და შიგნით შევედით.
მაშინვე ბარმენთან მივედი და ტეკილა დავასხმევინე ჩემთის და ჰარისთვის. ვერასდროს ვერთობი და ვცეკვავ თუ მთვრალი არ ვარ, ამიტომ დღეს ძალიან ბევრის დალევას ვაპირებ. ერთ ჭიქას ორი მოყვა, ორს სამი და ასე გაგრძელდა მანამ სანამ თვლა არ ამერია. საქმე ისაა, რომ ადვილად ვერ ვითვრები, ამიტომ ჰარისაც ძალიან ბევრი დავალევინე და მეც ძალიან დავთვერი. ყველა მუსიკაზე ვცეკვავდით, ხან ჰარის ვეცეკვებოდი, ხან ვიღაც უცხო ბიჭებს და გოგონებს. სასმელმა იმდენად შემითრია, ჰარის ხელი მოვკიდე და ბარმენთან მივათრიე, კიდევ ერთი ჭიქა დავლიეთ, ეს უკვე დოზაზე მეტი აღმოჩნდა, მე თვალებიდან ძლივს ვიყურებოდი და კადრები ჩემს წინ ისე მიქროდა, თითქოს ისეთ ფილმს ვუყურებდი, რომელიც შიგადაშიგ ჩერდებოდა. წარმოდგენაც არ მინდოდა ჰარის რა სჭირდა, რადგან როგორც მითხრა ადვილად ითვრება. ის ჩემთან მოვიდა, ხელი გამომიწოდა და ცეკვა დავიწყეთ. ჩვენი ხელები ერთმანეთში იყო ახლართული ერთმანეთის პირისპირ ვიდექით და მას თვალს არ ვაცილებდი. ის ქვევით იყურებოდა და იღიმოდა, თითქოს უბედნიერესი ადამიანი იყო, შიგადაშიგ ამომხედავდა და სიყვარულით მიყურებდა. მომენტით იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ვერ ვაანალიზებდი რა ხდებოდა. ჰარიმ შემომხედა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში, მეც ხელები მოვხვიე კისერზე. ასე ვცეკვავდით დაახლოებით ხუთი წუთი. შემდეგ თავი მისი კისრიდან ავწიე, შევხედე, წინ გადავიხარე და მის ტუჩებს დავეწაფე. რამხელა ირონიაა, ჩემი ორივე რეალური კოცნა სიმთვრალის დროს კლუბში მოხდა, მაგრამ ეს როგორც ყოველთვის თავს ისე ბედნიერად მაგრძნობინებდა, როგორც არავის სხვას, მთელი დედამიწის ზურგზე.


Movie & Reality (H.S) Where stories live. Discover now