Chapter 6

643 50 2
                                    

ცოტახანს შოკირებული ვიჯექი

Oops! Bu görüntü içerik kurallarımıza uymuyor. Yayımlamaya devam etmek için görüntüyü kaldırmayı ya da başka bir görüntü yüklemeyi deneyin.



ცოტახანს შოკირებული ვიჯექი. შემდეგ შევამჩნიე, რომ მოსაღამოვებულიყო მე კი ისევ კაფეში ვიყავი. ფული გადავიხადე და წამოვედი. სახლში მისვლის შემდეგ ვჭამე და ტექსტის სწავლას შევუდექი. თავიდან ვერ ვიგდებდი იმ ფაქტს, რომ ხვალ მე ჰარისთვის უნდა მეკოცნა. ბიჭისთვის ერთხელ მაქვს ნაკოცნი, ეს ერთ-ერთ წვეულებაზე მოხდა, როდესაც პირველად დავლიე და ცოტა არ იყოს ბევრი მომივიდა. უგონოდ მთვრალი მივვარდი ვიღაც ბიჭს და ვაკოცე შემდეგ კი ჩემმა დაქალმა, ენდიმ,  იქიდან გამომათრია და სახლში წამიყვანა. ალბად მიხვდით, რომ არც შეყვარებული მყოლია. ბევრი ადამიანი იყო, ვისაც მოვწონდი, მაგრამ მე არასდროს მომწონებია ან მყვარებია ისინი. არც კი ვიცი რატომ ხდებოდა ეს, ალბათ, იმიტომ რომ ვინმე განსაკუთრებულს ველოდები.
ტექსტი კარგად ვისწავლე და რამდენჯერმე რეპეტიციაც გავიარე. დედას დავურეკე და მოვიკითხე, მალევე დასაძინებლად წავედი.
დილა ენდის ხმით დაიწყო. თვალები გავახილე, მეგონა სიზმარში ვიყავი, რადგან ღამე ის ჩემთან არ დარჩენილა და დილით კი მისი ხმა მაღვიძებდა. გაკვირვებული სახით შევხედე.
-ვიცი, ემა, ვიცი არ მელოდი, მაგრამ ასე მოხდა, გუშინ ზეინთან ერთად იმდენი დავლიე სახლში ასეთი უბრალოდ ვერ წავიდოდი, ასე რომ, ღამის 5 საათზე შენს სახლში მოვედი და დავიძინე.
-შეგიძლია გამიმეორო ზეინთან ერთად რა ქენი?
-დავლიე.
თვალები სასაცილოდ დააჭყიტა და ხელები გადააჯვარედინა.
-გამარჯობა, ემა. ეს მე ვარ შენი დაქალი, ენდი, რომელიც მთვრალიც აკონტროლებს სიტუაციას, ასე რომ, დამშვიდდი არაფერი გამიკეთებია. გეფიცები ზეინს იმითაც კი არ უსარგებლია, რომ მთვრალი ვიყავი. პირიქით ძალიან ზრუნავდა ჩემზე და სულ იმას მეუბნებოდა აღარ დალიოვო და შენს სახლშიც მან მომიყვანა.
-მინდა გითხრა ეს ამბავი უკვე მომწონს. თუ უფროსმა ასისტენტის სიმთვრალით არ ისარგებლა, მაშინ ის არ ფიქრობს, როგორც თითქმის ყველა უფროსი, ასისტენტზე.
გავუღიმე და ავდექი.
-ახლა კი ჩემო ლოთო დაქალო, შემიძლია აბაზანაში შევიდე და მოვემზადო ჩემი მეორე კოცნისთვის, რომელიც დღეს გადაღებაზე მოხდება?
მივაძახე და აბაზანის კარი  ჩავკეტე. ემა აბაზანის კარს მოვარდა და ბრახუნი და ყვირილი ატეხა.
-არ არსებობს ემა, კარი გააღე.
-ენდი, შეგახსენებ, რომ ეს კოცნა ყალბი იქნება.
-ემა შეიძლება შენთვის ასეა, მაგრამ იქნებ ის ასე არ ფიქრობს?
-დარწმუნებული ვარ ის ზუსტად ასე ფიქრობს. ახლა კი მაცადე აბაზანის მიღება.
აბაზანიდან გამოვედი და ჩავიცვი. არ მინდოდა გადაღების ადგილზე მისვლა. ამ დროს თავში დამკრა, რომ წარმოდგენა არ მქონდა სად უნდა მივსულიყავი გადასაღებად. რეჟისორს მივწერე, მან კი მალევე მიპასუხა: "ემა შენ ჰარი წამოგიყვანს და საერთოდაც ყოველ დღე ის გატარებს, ჩათვალე პირადი მძღოლი გყავს"
თვალები დავაჭყიტე. ჩანთა ავიღე და ენდის დავუყვირე:
-ენდი, წავედი მე დღესაც ჩემთან დარჩი რა.
-კარგი. წარმატებებს გისურვებ შენს "ყალბ" კოცნაში.
ბოლო ხმაზე დამიყვირა, მაგრამ ენდის ხმა ხმამაღალმა სიგნალმა დაფარა. გარეთ გავვარდი და ჰარის გამარჯობის მაგივრად შევუბღვირე.
-შეგიძლია უბრალოდ მოხვიდე და დამელოდო როდის გამოვალ ჰარი?
-შენც გამარჯობა, ემა.
თვალები გადავატრიალე და ღვედი შევიკარი. ძალიან არაკომფორტულად ვიჯექი ჰარის მანქანაში, მაგრამ ვცდილობდი ეს არ შემემჩნია და სიჩუმე სიმღერის ჩართვით დავარღვიე.
-ემა, ხვდები მაინც რამდენად აშკარას ხდი შენს  არაკომფორტულობას სიმღერის ჩართვით?
ცალყბად და კმაყოფილად გაიღიმა. გადასაღებ მოედანზე მივედით, სადაც ბიზნესმენთა ვახშამს ვიღებდით. აქ ჩვენ მხოლოდ ბიზნესმენთა შვილის როლი გვქონდა და ერთადერთი რაც უნდა გვეკეთებინა ეს თვალის უწყვეტი კონტაქტი იყო. ძალიან ბევრი სცენა გადავიღეთ, ასე რომ მე და ჰარის ფაქტიურად სხვაგან არც გაგვიხედავს. სულ ერთმანეთს ვუყურებდით. მე კი მის ყველა ნაკვთს ვაკვირდებოდი, არ მინდოდა ამ სცენის გადაღება დასრულებულიყო, მაგრამ ცოტახანში რეჟისორმა დაიყვირა:
-გადაღებულია!
შემდეგი რაც უნდა გაგვეკეთებინა ოჯახების მომზადრბის გადაღება იყო. გადაღებები ისეთი არ არის როგორიც ჩანს. სცენებს არეულად ვიღებთ. ვერც კი გავიგებდი, რა ხდება ფილმში, რომ არა ტექსტი. შემდეგი გადაღების ადგილზე მივედით. ჩვენი ოჯახის სახლები გვერდიგვერდ იყო სინამდვილეში, მაგრამ ფილმში ეს არ ჩანდა. ჯერ ჩემი ოჯახი გადავიღეთ გამზადების პერიოდში, შემდეგ ჰარისი.
ლამაზი კაბა მეცვა, ბიზნესმენის შვილის შესაფერისი. ლამაზი მაკიაჟი მქონდა და მთლიანობაშიც ლამაზად გამოვიყურებოდი. გადავიღეთ ორივე ოჯახი და ცოტახანს შევისვენეთ, რადგან დაახლოებით 6 საათი შეუჩერებლად ვმუშაობდით. ახლა კი დასასვენებლად 2 საათი მოგვცეს. ყავები მოიტანეს, რამაც გამომაფხიზლა. მე და ჰარი ყავას ერთად ვსმადით და განვიხილავდით ფილმის შინაარს. ორივეს ძალიან მოგვწონდა ის. მოსაღამოვდა, რეალურად ამას ველოდებოდით, რადგან ჩემი და ჰარის სეირნობის მომენტი უნდა გადაგვეღო. აქ კი იმაზე მეტი ტექსტი მქონდა სათქმელი, ვიდრე მთელი გადაღებების მანძილზე. წავედით ერთ-ერთ ულამაზეს ქუჩაზე, რომელიც სპეციალურად ჩვენთვის იყო გადაკეტილი. დავიწყეთ გადაღება, ვილაპარაკეთ თითქმის ყველაფერზე და დრო მოვიდა, რომ გვეკოცნა. ამაზე არაფერი არ უთქვამთ მათ, ამიტომ რეჟისორმა გადაღება შეაჩერა ტექსტის ბოლომდე თქმის შემდეგ და ჩვენთან მოვიდა.
-კარგით. ახლა კი თქვენ ერთმანეთს უნდა აკოცოთ, რადგან უზომოდ რომანტიული მომენტია.
ჰარიმ შემომხედა და სახეზე ღიმილმა გაურბინა, მაგრამ მალევე მოიშორა ის, რომ არ შემემჩნია, მაგრამ მე, როგორც დეტალისტი ეს შევამჩნიე. რეჟისორი გაიქცა და მე ჰარის შევხედე პირდაპირ მის ულამაზეს მწვანე თვალებში. ყოველთვის იმას ვამბობდი, მსახიობებს როგორ აქვთ მეგობრული ურთიერთობა ერთმანეთთან, როცა ერთმანეთისთვის აქვთ ნაკოცნი თქო. ახლა გამოჩნდებოდა ეს როგორი იქნებოდა. გადაღება დაიწყო, გადამღებიდან დაწყებული რეჟისორით დამთავრებული ყველა დაძაბული გვიყურებდა. ჰარი მომიახლოვდა, სახე იმდენად ახლოს მოიტანა მის სუნთქვას ვგრძნობდი. მის თვალებში ჩავიკარგე, რომელიც ნელ-ნელა მიახლოვდებოდა. ჰარი ჩემს ტუჩებს უყურებდა შემდეგ თვალებში შემომხედა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. არვიცი ეს როგორ უნდა ავხსნა, რადგან ჩემი პირველი კოცნა სიმთვრალის გამო არ მახსოვს, ეს განცდა ჩემთვის ყველაზე საოცარი იყო. სახეზე ხელი დავადე და კიდევ ერთხელ ვაკოცე. შემდეგ ჩავფიქრდი, როგორც ტექსტში იყო გავაანალიზე რა მოხდა და სწრაფი ნაბიჯით ტაქსში ჩავჯექი.
ამ დროს კი რეჟისორმა აღტაცებით დაიყვირა.
-გადაღებულია!
მე კი მაშინღა გავაანალიზე, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო და არა რეალობა.

Movie & Reality (H.S) Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin