Chapter 12

600 51 14
                                    


მის ასეთ სიტყვებზე ჰარის შევუბღვირე

Ops! Esta imagem não segue as nossas directrizes de conteúdo. Para continuares a publicar, por favor, remova-a ou carrega uma imagem diferente.

მის ასეთ სიტყვებზე ჰარის შევუბღვირე. და ბუზღუნი დავიწყე ენდიზე, იმაზე თუ როგორ დამტოვა და ქალაქგარეთ წავიდა. ის ისე მიყურებდა თითქოს მსოფლიოში ყველაზე საყვარელი არსება ვიყავი. როდესაც ბუზღუნს მოვრჩი, გვერდულად შევხედე, ის კი მოვიდა უკნიდან ხელები მომხვია კისერში მაკოცა და სააბაზანოში შევიდა. 5 წუთი გაუნძრევლად ვიდექი, შემდეგ კი კარზე ზარის ხმა გაისმა. წამოვხტი და კარები გავაღე. წინ ულამაზესი გოგონა იდგა, გაღიმებული სახე ჰქონდა, მაგრამ ჩემს დანახვაზე სახეზე ღიმილი ნელ-ნელა მოშორდა.
-ამ... გამარჯობა.
შეკითხვასავით ჟღერდა ეს მისალმება.
-გამარჯობა.
-ჰარი სად შემიძლია ვნახო?
თვალებ გაფართოებულმა ამათვალიერა. მაშინღა მივხვდი, რომ ჰარის მაისურის ამარა ვიდექი.
-აბაზანაშია შესული, თქვენ ვინ ხართ?
-დავუძახებ.
მითხრა ცივად ისე, რომ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. შემოაბიჯა ოთახში დაუკითხავად. ავარდა კიბეებზე და აბაზანის კარს დაუწყო ბრახუნი. აშკარად კარგად იცოდა სად რა იყო. ჰარი სველი თმით გამოვიდა აბაზანიდან პირსახოც შემოხვეული. გაუკვირდა ვინ აბრახუნებსო, როდესაც ეს გოგო დაინახა გაბრაზებული გამომეტყველება მოსცილდა და სახე გაუბრწყინდა. ტვინში სისხლმა მასხა ამის დანახვისას, გამარჯობა მეც აქ ვარ. ჩემთვის გავიფიქრე. შემდეგ ჰარი მივიდა და ამ გოგოს გადაეხვია. ამ ბიჭს აშკარად გასართობი ვგონივარ, ეს დღეები საუკეთესო მოგონებად დარჩა ჩემს თავში, ეს კი ვიღაც გოგოს ჩემს თვალწინ, ნახევრად შიშველი ეხუტება. ცოტა ხანს წარბ აწეული ვუყურებდი, შემდეგ გვერდი ჩაუარე და ჩემი ტანსაცმლის ძებნა დავიწყე, აქ არც ერთი წამი აღარ გავჩერდებოდი, სულ ქუჩაში დავიძინებდი ოღონდ ახლა ეს ყველაფერი არ მენახა. ბავშვობიდან ზედმტად მესაკუთრე ვარ, დედაჩემი, როდესაც ვინმე ბავშვს ეხუტებოდა უზომოდ ვეჭვიანობდი და ვებუტებოდი. ეს ჩვევები გამომყვა და ახლა მე ზედმეტად გავბრაზდი ჰარიზე.
ჰარი ოთახში შემოვარდა, როდესაც დამინახა რომ ტანსაცმელ ვეძებდი, გაოცდა.
-სად მიდიხარ ემა? ენდი ჩამოვიდა? არ გახსოვს რა პირობით გაგიკეთე საუზმე?
-შენ რა მეხუმრები სტაილს?
ძალიან გავმწარდი მის სიტყვებზე. ის არაფერს იმჩნევდა.
-ჩემს თვალწინ ვიღაც უცნობ გოგოს ნახევრად შიშველმა ჩაეხუტე, თითქოს მე იქ არც ვყოფილიყავი. წინა დღეები სულ ერთად გავატარეთ, მეუბნეოდი არასდროს დავივიწყებ ამ დღეებსო, მეხუტებოდი, გუშინ შენთან ერთად მეძინა, მთვრალზე გაკოცე კიდეც და ახლა მეუბნები, თუ რატომ მივდივარ შენი სახლიდან ამ ვიღაც გოგოს დანახვისას?
ღრმად ვსუნთქავდი, ერთი ამოსუნთქვით ვუთხარი ყველაფერი რასაც ვფიქრობდი. თვალები გამიფართოვდა, როდესაც ეს გავიაზრე.
-ემა, წარმოდგენა არ გაქვს რაზე ლაპარაკობ. ჯერ ეს ერთი, მე ასეთ რამეს არასდროს გაგიკეთებდი და შენ ჩემთვის სულ ერთი არ ხარ და არც არასდროს ყოფილხხარ, მეორე, ის ვიღაც გოგო არაა, ლივია და ის ჩემი დაა.
გაოცებულმა პირი გავაღე, თვალები დავაჭყიტე და ჩემთვის შევიკურთხე.
-ჯანდაბა, ოღონდ ეს არა.
მე თვითონ ვეუბნებოდი ენდის ნუ ფიქრობ ასეთ რამეებზე თქო და მეთვითონ დამემართა იგივე.
-ჰარი, მე... ბოდიშს...
შემაწყვეტინა, თითი ტუჩებზე, მომადო, მანიშნა, რომ გავჩუმებულიყავი და გულში ჩამიკრა. ძალიან ამბიციური ადმაიანი ვარ, მისთვის ჯერ უნდა მეკითხა თუ ვინ იყო ის და შემდეგ გავბრაზებულიყავი.
-ღმერთო ჩემო . წარმოდგენაც არ მაქვს რას ფიქრობს ახლა შენი და.
მისი მარწუხებიდან გავთავისუფლდი და სახეზე სირცხვილისგან ხელები ავიფარე.
-ემა, რატომ ფიქრობ ამ სისულელეებზე, ჩავალთ და ყველაფერს ავუხსნით. ხო და კიდე როცა გეხუტები, ყოველთვის ნუ გარბიხარ.
მითხრა და ხელები ისევ გაშალა. მივედი და ხელები კისერზე მოვხვიე.
-არა მართლა, ჩავიდეთ და გამაცანი რა შენი და.
ისევ გავთავისუფლდი მისგან.
-ემა, ხომ გითხარი, რომ...
ბუზღუნი კოცნით შევაწყვეტინე. გაოცებულმა შემომხედა და მითხრა:
-მეგონა ამას მხოლოდ სიმთვრალეში აკეთებდი.
გამეცინა და კიბეებზე ჩავირბინე. ჰარიც ჩამომყვა და ხელი ჩამკიდა. ლივი დივანზე იჯდა ტელევიზორის პულტი ეჭირა და ფეხები პატარა მაგიდაზე ჰქონდა შემოლაგებული
-ლივ, გაიცანი, ეს ემაა, ჩემი შეყვარებული.
თვალები დავაჭყიტე და ჰარის გაოცებულმა შევხედე. მან კი გამიღიმა, გადმოიხარა და შუბლზე მაკოცა, ამაზე საერთოდ გავვოცდი. მე მისი შეყვარებული ვიყავი? ჩემს თავს ვეკითხებოდი.
-ემა, გაიცანი ეს ჩემი და ლივია.
ლივისგან მეტ ემოციას ველოდი, მაგრამ ადგა შემომხედა და ჰარის უთხრა:
-მერამდენეა ხვდები?
და სამზარეულოში გავიდა. ჰარის განრისხებულმა ავხედე.
-მაცადე მოვაგვარებ, ამას ყველა ჩემი სათამაშო გოგო შეყვარებული ჰგონია.
-და რა ვიცი იქნებ მეც ზუსტად მასეთივე სათამაშო ვარ?
-ემა, მეორედ ეგ აღარ თქვა.
მკაცრად მითხრა, იმდენად მკაცრად, რომ შემეშინდა. სამზარეულოში ლივს გაყვა.ცოტახანში კი მასთან ერთად გამოვიდა.
-ბოდიში ასეთი ცივი დახვედრისთვის, უბრალოდ მაისურში რომ დაგინახე სხვა ვერაფერი ვიფიქრე. სასიამოვნოა შენი გაცნობა იმედია ჩემს სულელ ძმას დააჭკვიანებ.
გამიღიმა და გადამეხვია.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა, ლივ.
-გვრიტებო, ახლახანს ჩამოვედი, დიდხანს ვიყავი ჰაერში დედა და მამაც უნდა ვნახო, ასე რომ მაპატიეთ უნდა წავიდე.
მე და ჰარი ლივს დავემშვიდობეთ და კარის დაკეტვის შემდეგ ჰარის მივუბრუნდი.
-ჰარი რამე გავაკეთოთ, თამაშები არ გაქვს?
-ნამდვილად პატარა ბავშვი ხარ. შემიძლია შემოგთავაზო სამაგიდო თამაშები, რამოდენიმე მაქვს, ან თუნდაც, რაიმე თამაში საწოლზე.
-ღმერთო, ჰარი.
მკერდზე ხელი ვკარი და უკან გავწიე, იმის გაფიქრებსს დროს თუ რა იგულისხმა.
მის ოთახში ავედი, შემცივდა და მისი პლედი ავიღე.
-გინდა ბუხარი ავანთო?
-კი, მიდი რა.
ჰარიმ ჩირბინა და შეშები შემოიტანა, მართლა აცივდა. ჰარის ოთახში გიტარა შევნიშნე. ხელი მოვკიდე და ჩავიტანე. ჰარისთან დივანზე დავჯექი, ცეცხლი მალევე აგიზგიზდა და ჰარიც გვერდზე მომიჯდა.
-ჰარი დაკვრა იცი?
-რა თქმა უნდა ვიცი, პატარავ.
მის ასეთ ზედმეტ სახელზე გამეღიმა. გიტარა მივაწოდე.
-ჩემთვის დაუკარი ჰარი.
მშვიდად ვუთხარი და სახეში შევხედე.
-უნდა დაიმსახურო.
ახლოს მივიწიე და ვაკოცე, როგორც ყოველთვის არ ელოდა დაბნეულმა შემომხედა, გაიღიმა და მითხრა.
-ახლა დავუკრავ.
გიტარა ხელში აიღო და სიმღერა დაიწყო.
ყველაზე მეტად ეს სიტყვები მომეწონა:
''How many nights would it take to count the stars?
That's the time it would take to fix my heart
Oh, baby, I was there for you
All I ever wanted was the truth, yeah, yeah
How many nights have you wished someone would stay?
Lie awake only hoping they're OK
I never counted all of mine
If I tried, I know it would feel like infinity."

ულამაზესი ხმა ჰქონდა, თითქოს მის ხმაში ვიკარგებოდი, თავი მის ფეხებზე დავდე, წინ ყველა ჩვენი მოგონება დამიდგა, რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი დილით გაღვიძება და ქასთიგზე მისვლა ამდენ რამეს შეცვლიდა ჩემს მოსაბეზრებელ ცხოვრებაში. ახლა მე ახდენილი მაქვს ჩემი ყველაზე დიდი ოცნება, მყავს ოჯახი, საუკეთესო მეგობარი და ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად მაბედნიერებს.


შთაბეჭდილებები გამიზიარეთ კომენტრებში.

Movie & Reality (H.S) Onde as histórias ganham vida. Descobre agora