Chapter 7

643 57 2
                                    

 ძალა მოვიკრიბე და როგორც ყოველთვის, ეს უხერხულობა არ შევიმჩნიე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.


ძალა მოვიკრიბე და როგორც ყოველთვის, ეს უხერხულობა არ შევიმჩნიე. გახარებული წავედი რეჟისორისკენ და ვკითხე:
-აბა, როგორი იყო?
-დღითიდღე უკეთესობისკენ მიიწევ ემა, ბრავო.
-დიდი მადლობა. ხვალის ტექსტი მომეცი და უნდა წავიდე სახლში, ძალიან დავიღალე.
-ემა, დღეს ზედმეტად დაგღალეთ ყველა ასე რომ, ხვალ გადაღებები არ გვექნება, თან მეც ერთი დღით ქალაქიდან გავდივარ. ამიტომ მე ხვალის კიარა ზეგის ტექსტს მოგცემ. ხო და კიდე სახლში ჰარის გარეშე არ წახვიდე.
-ვფიქრობ, ტაქსით წასვლა არც ისე ცუდი იდეაა.
-არა, შენ და ჰარიმ ეს დაძაბულობა უნდა დაძლიოთ. უნდა მიეჩვიოთ ამ ყველაფერს. ამიტომ ის წაგიყვანს.
გაუთავებელი სიგნალის ხმა, როგორც ყოველთვის იმის მიმასწავლებელი იყო, რომ ჰარი თავის მანქანაში იჯდა და მელოდებოდა.
-ღმერთო, ჰარი. შეგიძლია უბრალოდ დამიძახო და მითხრა, რომ მელოდები იციი? თუ არა და ამ მანქანას სიგნალის ხმას გამოვურთავ.
-აშკარად ცხადია ამ სიტყვებით, რომ შენ მანქანებში საოცრად ერკვევი.
თვალები გადავატრიალე და ჩავჯექი.
-აბა, სად მივდივართ?
იკითხა ისე თითქოს სახლის გარდა სადმე ოდესმე წავუყვანივარ.
-სტაილს სად უნდა წავიდე ამ დროს? სახლში.
-არ ვიცი, იქნებ შეყვარებულის სანახავად ან რაიმე ასეთი.
-შეყვარებული არ მყავს ჰარი.
-მაგას მივხვდი შენი კოცნის შემდეგ.
ხმამაღლა გაიცინა.
-რა გინდა მითხრა, რომ ცუდად გაკოცე?
-არა მაგას არ ვამბობ, უბრალოდ კოცნის არაფერი გაგეგება.
-მაპატიე, შენ ხომ ამის შესახებ ყველაფერი იცი ბატონო სტაილს.
ბინძურად ჩაიცინა. თვალები დავაჭყიტე, მივხვდი რაც იგულისხმა.
-ღმერთო ჰარი, საზიზღრობაა.
ვთქვი და დავიჭყანე.
-მოდი ცოტა გავერთოთ.
მითხრა და ჩემს სახლთან მისული საჭე დაატრიალა და სხვა გზით წავიდა.
-ჩემს მოტაცებას აპირებ ჰარი?
-რათქმაუნდა არა. ამაზეც დავფიქრდები.
ცოტახანს ჩუმად იჯდა და მანქანას მშვიდად მართავდა. ნერვები მომეშალა და გაღიზიანებულმა ვუთხარი:
-უბრალოდ შეგიძლია მითხრა სად მივდივართ?
-უბრალოდ დამშვიდდი ემა.
წყნარად მითხრა და გზა განაგრძო.
კინოთეატრთან გააჩერა მანქანა.
გადმოვედით.
-სერიოზულად ჰარი?
-მულტფილმები ძალიან მიყვარს.
-ღმერთო, ჯერ ფილმის საყურებლად მეგონა მივედით და ახლა მეუბნები, რომ მულტფილმს უნდა ვუყუროთ?
ხმამაღლა გავიცინე.
შიგნით შევედით. ბილეთების საყიდლად მისვლა დავაპირე, როცა შევამჩნიე, რომ ჩანთა მანქანაში დამრჩა.
-ჰარი მანქნაში დამრჩა ჩანთა, უნდა ავიღო, საფულე მჭირდება.
-მოიცა შენ რა კინოში შესვლას მულტფილმის საყურებლად ბილეთით აპირებ?
-და შეგიძლია ამიხსნა სხვა წესი, რომლითაც შემიძლია კინოში შევიდე?
-აი აქ იწყება მთავარი გართობა.
თქვა და გაიღიმა. დავიბენი.
-მოდი ჯერ პოპკორნი ავიღოთ. ახლა აგიხსნი წესებს: შენ მიხვალ გამყიდველთან და ეტყვი, რომ ალერგიული ხარ რაიმე სახის თხილზე, არვიცი ეგ შენ მოიფიქრე როგორი სახის თხილზე უბრალოდ უნდა ეცადო, რომ ის გაართო. ეს არაერთხელ გამიკეთებია. საქმე ისაა, რომ კამერები ვერ დაგვინახავს, რადგან, სადაც პოპკორნი დგას ერთადერთი ადგილია, რომელიც კამერაში არ ჩანს. ეს კი ჩვენი ტუზია. მე, როცა შენ ქალს გაართობ, ჩუმად მოვიპარავ პოპკორნს და კედლის უკან დავდგები. შენ კი სწრაფად გამოდი მაქედან, რადგან შემდეგი ჩვენი ოპერაცია კინოთეატრში შეღწევაა.
-ეს იდეა ძალიან მომწონს სტაილს.
-ღმერთო შენ ერთადერთი ხარ ვისაც ეს მოეწონა.
მომაძახა, როდესაც მე უკვე გამყიდველთან მივდიოდი. მასთან მივედი და დავუწყე ახსნა, რომ მე ტკბილ თხილზე საშინელი ელერგია მქონდა და მინდოდა რამე სხვა, ან ჩვეულებრივი თხილი ან რამე სხვა სასუსნავი. ამ დროს ჰარი უკვე პოპკორნის მაგიდასთან იდგა და მას იღებდა, მაგრამ ამ დროს უეცრად გამყიდველმა მითხრა, რომ შეეძლო პოპკორნი შემოეთავაზებინა, როცა მე თვალები დავაჭყიტე და ბოლო ხმაზე შევყვირე, რომ პოპკორნს ვერ ვიტანდი, ამ დროს ნახევრად პოპკორნისკენ მიტრიალებული ქალი ისევ ჩემსკენ მოტრიალდა და თვალები დააჭყიტა, ალბად გაოცდა რა აყვირებსო. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და ვუთხარი.
-იცით, საქმე ისაა, რომ პოპკორნთან ცუდი მოგონებები მაკავშირებს.
ჩემს ნათქვამზე სიცილი ძლივს შევიკავე. შევამჩნიე, რომ ჰარის პოპკორნი უკვე აეღო.
-კარგით, იცით რა, არ მინდა არაფერი, რადგან ფილმი სადაცაა დაიწყება და მირჩევნია მშვიდად ვუყურო მას.
მადლობა გადავუხადე და მარტო დავტოვე გაოცებული გამყიდველი.
ჰარისთან მივედი, რომელიც სიცილის შეკავებისგან გაწითლებულიყო. ოდნავ იქეთ გავედით და ბოლო ხმაზე დავიწყეთ სიცილი.
-იცით რაა, პოპკორნთან ცუდი მოგონებები მაკავშირებს.
დამაჯავრა ჰარიმ, რაზეც უფრო ხმამაღლა ვიცინოდით.
-რატომ უთხარი, რომ ფილმი სადაცაა უნდა დაწყებულიყო.
-ეს რატომ არ უნდა მეთქვა.
-იმიტომ რომ ფილმი უკვე დაწყებულია და ახლა ჩვენ იქ უნდა შევიდეთ.
სიცილი გააგრძელა.
-კარგი, ამას როგორ ვიზამთ.
მისი სიცილით მობეზრებულმა ვკითხე.
-მოკლედ, მე იმ კაცის გვერდით დავდგები ვინც კინოთეატრში გვიშვებს, შემდეგ შენ საპირფარეშოდან გამოხვალ და ჩაიკეცები, მსახიობობა არც ისე ცუდად გამოგდის, ასე რომ ეს არ გაგიჭირდება. ეს კაცი რათქმაუნდა შენთან წამოვა მე კი შიგნით შევალ.
-კარგი და მე?
-შენ ეტყვი, რომ 2 თვის ორსული ხარ და მადლობა უნდა გითხრას, რომ ეკრანის წინ არ ეგერია გული. შემდეგ ის მიხვდება, რომ შიგნით იყავი და იქედან გამოხვედი და შემოგიშვებს.
-ჰარი სტაილს, ნამდვილად ფრთხილად უნდა ვიყო შენთან, რადგან ნამდვილი აფერისტი ხარ.
გავიცინე და საპირფარეშოსთან დავდექი.
წინ ნელი სვლით წავედი და ჩავიკეცე. კაცი მაშინვე ჩემთან გაჩნდა. ნელა ამაყენა და მკითხა თუ რა მჭირდა, დავინახე ჰარი როგორ შევიდა კინოთეატრში. ღრმად ამოვისუნთქე და ჩემი "ორსულობის" ამბავი ვუამბე. კაცმა ნელა მიმაცილა კარამდე და შიგნით შემიყვანა, როდესაც შევედი კარი დახურა და სამუშაოს დაუბრუნდა. სიბნელეში მივაბიჯებდი, თან ჰარის ვეძებდი. უცებ ვიღაცამ ხელი სწრაფად ჩამკიდა და თავსიკენ მიმიზიდა. ჰარის სახის დანახვაზე დავმშვიდდი. ჩემი ხელი ნაზად ეჭირა და დასაჯდომ ადგილს ეძებდა. მშვიდად დავსხედით და პოპკორნის ჭამას და ფილმის ყურებას შევუდექით. ის პატარა ბავშვივით ბედნიერი იჯდა სკამზე და მულტფილმს მშვიდად უყურებდა.
ფილმის დასრულების შემდეგ გარეთ მივდიოდით, როცა დაცვამ დაიყვირა და თითი ჩვენკენ გამოიშვირა.
-ჰეი, თქვენ.
თქვა და გამოგვეკიდა.
ჰარიმ თვალები დააჭყიტა შემომხედა ხელი ჩამკიდა და გაიქცა. უკან მივდევდი და თან ვიცინოდი. ასეთი რაღაცეები ზედმეტად მიზიდავს. მივრბოდით და უკან დაცვა მოგვდევდა. უცებ ვიპოვეთ ჩვენი მანქანა ჩავსხედით და ჰარიმ მაშინვე გაზს დააჭირა. დაცვა გაჩერდა ხელები ჩამოუშვა დაბლა და იმედგაცრუებულმა გამოაყოლა ჩვენ მანქანას თვალი. ჰარი გახარებული მიყურებდა.
-ეს დღე ყოველთვის მემახსოვრება.
თქვა და სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა.
-მეც.
გავუღიმე.
ერთადერთი რასაც მთელი გზის მანძილზე ვაკეთებდი, ეს მისი ყურება და დაკვირვება იყო. ის კი ამას ამჩნევდა და ხანდახანს მშვიდად გამომხედავდა ხოლმე.
ეს ალბად ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტი იყო.

Movie & Reality (H.S) Where stories live. Discover now