Chapter 14

582 52 10
                                    

(ფოტოზე არიან ენდი და ემა)

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

(ფოტოზე არიან ენდი და ემა)

ცოტახანში ენდი და ზეინი დაბრუნდნენ. ენდის სახის შეხედვის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ვარაუდი გამართლდა.
-არაჩვეულებრივ დროს ვატარებ თქვენთან ერთად, ვფიქრობ სულ უნდა შევიკრიბოთ და ქალაქგარეთ გასვლები მოვაწყოთ.
თქვა ზეინმა და გულზე უფრო მიმიხუტა. ენდის თავი გვერძე გადაეგდო და თვალში ძნელად შესამჩნევი ცრემლი ჩასდგომოდა, ბედნიერების ცრემლი, თან თბილად გვიყურებდა ყველას.
-მეც ასე ვფიქრობ.
ჩავერთე მეც. საათს დავხედე, ათი ხდებოდა, სახლში უნდა დავბრუნებულიყავი თორემ ტექსტი სასწავლი მქონდა.
-ჰარი უნდა წავიდეთ. ტექსტი ისევ სასწავლი მაქვს ხვალ კი გადაღებები გვაქვს, ენდი, გასაღები მომეცი თუ წამოსვლას არ აპირებთ და წავალთ ჩვენ.
-გასაღები სახლშია, წავიდეთ და მოგცემ.
ავდექით, კოცონი ჩავაქრეთ ნივთები ავკრიფეთ და წამოვედით. უკან ცოტახანს ჰარის მომყავდი, შემდეგ კი ჰარი შემეცოდა და ჩემით წამოვედი. მთელი გზა ჰარი ხმას არ იღებდა. სახლში მიღწევის შემდეგ ენდიმ გასაღები მომცა, გადავეხვიეთ ორივეს და წამოვედით. ზედმეტად დაღლილი ვიყავი, ასე რომ მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ სავარძელს თავი მივაყუდე და თვალები დავხუჭე, თან ჰარის ხელი ჩემსაში მოვიქციე, ვერც მივხვდი ისე ჩამეძინა. თვალები შეუმჩნევლად გავახილე, ჰარის ხელში ვყავდი აყვანილი და ოთახში შევყავდი, ძილ-ბურანში ვიყავი, ჰარიმ დივანზე დამაწვინა, ტუჩზე კოცნა დამიტოვა, თვალები შეუჩნევლად მქონდა გახელილი,როდესაც მის თვალებში ჩავიხედე უზომოდ დიდი სევდა დავინახე, მეგონა სიზმარში ვიყავი, ამიტომ ყურადღება არ მივაქციე ამას. სახლიდან გავიდა, ძალიან მინდოდა ძილი, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდი, რადგან ტექსტი სასწავლი მქონდა, დაახლოებით ნახევარი საათი ჩავთვლიმე და შემდეგ ავდექი. ფურცლები ხელში დავიჭირე, დახლოებით ორი საათი მოვუნდი სწავლას, და მალევე დავწექი სასაძინებლად. წამში მოდუნდა ჩემი დაღლილი სხეული და ძილის სტადიაში გადაინაცვლა.
დილა მაღვიძარის ხმით დაიწყო, ამ ხმის გაგონების დროს გული სულ მიჩქარდება, რადგან უცებ იწყებს რეკვას, ჩემი მაღვიძარა ენდი კი სულ სხვანაირია. ვინატრე ენდი ჩემთან ყოფილიყო და მას გავეღვიძებინე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, უნდა ავმდგარიყავი. აბაზანაში შევედი გამოსაფხიზლებლად და შხაპი მივიღე. სწრაფად ჩავიცვი, რადგან მინდოდა სანამ ჰარი მოვიდოდა ტექსტი კიდევ ერთხელ გადამეკითხა. დივანზე დავჯექი, გავირეპეტიციე და დავრწმუნდი, რომ ტექსტი კარგად ვიცოდი, ასე რომ ავდექი და ყავის გაკეთებას შევუდექი, ჩაიდნიდან წყალს ვასხამდი, როდესაც უეცრად, რაღა თქმა უნდა, სიგნალის ხმა გაისმა, შევხტი, ჩაიდნიდან წყალი გადმოესხა და დაბლა დაესხა, თვალები დავხუჭე დასამშვიდებლად, გაბრაზებულმა ავიღე ჩანთა და გარეთ გავვარდი.
-ჯანდაბა ჰარი, მერამდენედ აკეთებ ამას, კინაღამ ცხელი წყალი ზედ არ გადავისხი შენს გამო.
ისევ და ისევ იგივე მეორდება, მანქანისკენ მივდიოდი და ვბუზღუნებდი, მანქანის კარი გავაღე სადაც ყოველთვის ვჯდები ხოლმე და დავინახე ვიღაც ლამაზი გოგო, როგორ იჯდა ჰარის გვერდით და მისი ხელი ეჭირა. თვალები მოვჭუტე და შემდეგ დავახამხამე, რომ დავრწმუნებულიყავი, რეალობა იყო თუ სიზმარი.
-სწრაფად დაჯექი.
ცივად მითხრა ჰარიმ. წარბი ავწიე, მწარედ გავიცინე მანქანის კარი მივაჯახუნე და დავუყვირე:
-ფეხით წავალ!
ჰარის თავი არ შეუწუხებია ისე მოატრიალა მანქანა და წავიდა. ეს რა ჯანდაბა იყო? მივდიოდი და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, ადამიანი, რომელიც შეყვარებულს მიწოდებდა, ჩემთან ერთად გეგმებს აწყობდა, ჩემთან ერთად ეძინა და თავს ბედნიერად მაგრძნობინებდა, უცებ რადიკალურად შეიცვალა და ნაგავივით მექცეოდა. რა დაემართა მას? ვინ იყო ეს გოგო? ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში, მაგრამ არც ერთისთვის არ მქონდა პასუხი. ცრემლები მაინც ჩამოგორდა ლოყაზე, რეჟისორს მივწერე და  მისამართი ვკითხე, შემდეგ ტაქსში ჩავჯექი და გადასაღებ მოედანზე წავედი, ახლა იქ მისვლას და ჰარის სახის დანახვას მერჩივნა აქვე მიწა ჩამსკდომოდა და ჩავეტანე, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ჰარიმ გამომიყენა, მომიწყინა ახლა კი სხვა გოგო იპოვა და მე ფეხებზე დამიკიდა. ეს იყო ერთადერთი დასკვნა მისი მოქმედებებიდან გამომდინარე.  მძღოლს მისამართი ვუთხარი და მალე დანიშნულების ადგილზე მიმიყვანა. მანქანიდან გადავედი, მაგრამ ფეხები უკან მრჩებოდა. რეჟისორს მივესალმე დღეს ბოლოს წინა გადაღება იყო საკმაოდ ბევრი გვაქვს სამუშაო, ჰარი დავინახე ჩემკენ წამოვიდა მე კი მაშინვე გასახდელში შევვარდი და კარი ჩავკეტე, მასთან ლაპარაკი არ მსურდა. მალე კარზე კაკუნი გაისმა, მშვიდი ხმა ჰქონდა და ჩემს სახელს იძახდა. მინდოდა გავსულიყავი და სახეში მწარედ შემომერტყა, მაგრამ ეს არ გავაკეთე, რათქმაუნდა. ტანსაცმელი გადმოვიღე რაც უნდა ჩამცვა, მაკიაჟის არტისტი მომიახლოვდა და მაკიაჟის გაკეთება დაიწყო.
-კარს არ გაუღებ?
მშვიდად მკითხა,
-არა.
შევეცადე უხეშად არ გამომსვლოდა.
-გასაგებია.
მითხრა და სახეზე დამაკვირდა.
-კარგი ნაკვთები გაქვს.
- დიდი მადლობა,
გავუღიმე. მზად ვიყავი გადაღებებისთვის, ჰარის კარზე კაკუნი შეწყვეტილი ჰქონდა, როცა გავაღე კარი და გარეთ გავედი. კარებთან მჯდომი ჰარი დავაიგნორე და რეჟისორთან მივედი.
-შეგვიძლია დავიწყოთ, ნოა.
-კარგი, ჰარი, ჰარი სადაა? სასწრაფოდ მომიყვანეთ, გადაღებებს ვიწყებთ.
დღეს უნდა გადაგვეღო, თუ თანმიმდევრობას მივყვებით, ის თუ როგორ მარწმუნებდა მამაჩემი, რომ მისნაირი ბიჭისგან თავი შორს დამეჭირა, ვგულისხმობ ალექსის ნაირისგან, რადგან როგორც უკვე ვთქვი მას არც თუ ისე კეთილი ქცევები ჰქონდა და ამის შესახებ თითქმის ყველამ იცოდა, მე კი სწორედ ამის გამო ვიყავი ალექსის გვერდით, რომ ის უკეთესობისკენ შემეცვალა, ამიტომ ამ ყველაფერ მამას ვუხსნიდი, შემდეგი სცენა ჩემი და ალექსის შეხვედრაა, დღეს უნდა გადაგვეღო ჩვენი უამრავი თავგადასავალი, უნდა წავსულიყავით კინოში.
ამაზე მწარედ ჩამეცინა, გამახსენდა ჩემი და ჰარის კინოში წასვლა. ასევე, კაფეში ყოფნის დროს მას უნდა ელაპარაკა მისი წარსულის შესახებ, მე კი, რა თქმა უნდა, გავუგებდი.
დღეს ეს ყველაფერი უნდა გადაგვეღო, ხოლო ხვალ ამაზე ბევრად მეტი გვქონდა სამუშაო, ხვალ ვაპირებდით ჩემი და ალექსის დაშორების სცენა გადაგვეღო, როდესაც მე ვამჩნევ, რომ რამდენიმე დღეში ალექსს ჩემი ნათქვამი არცერთი სიტყვა აღარ ახსოვს, როდესაც იგივე დამოკიდებულებას ვამჩნევ მასსა და გაჭირვებულებს შორის. ბოლოს, რა თქმა უნდა ვრიგდებით, როდესაც მე ვიგებ, ჩვენი დაშორების შემდეგ თუ როგორ ეხმარება ალექსი ბავშვებს და მათთან როგორი მეგობრული ურთიერთობა აქვს. რა თქმა უნდა, მე ფილმის შინაარსი ზედაპირულად ავღწერე, თორემ ისე, ფილმის შინაარსი მართლაც ძლიერი იყო. ეს ხომ ფილმია, ფილმში კი ყოველთვის ასე ხდება, თავიდან კარგად იწყება და, როგორც რეალურ ცხოვრებაში კარგს ცუდი მოსდევს, ცუდს კი ისევ კარგი, სულ ესაა მთლიანი ფილმის შინაარსი, ყოველთვის, მაგრამ რეალობაში შესაძლოა ეს უსასრულოდ გაგრძელდეს, ცუდს კარგი მოყვეს, კარგს ისევ ცუდი და ასე შემდეგ. ფილმი და რეალობა,  ეს ორი შესაძლოა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდეს და ამავდროულად ძალიან გავდეს ერთმანეთს.

Movie & Reality (H.S) Where stories live. Discover now