Chapter 8

629 53 4
                                    

ჩემს სახლთან მისულმა ჰარიმ მანქანა გააჩერა და შემომხედა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ჩემს სახლთან მისულმა ჰარიმ მანქანა გააჩერა და შემომხედა.
-კარგი დღე იყო ემა.
-მეც ასე ვფიქრობ.
-იმედია, ხვალ შეგხვდები.
-ხვალ გადაღებები არ გვაქვს, ასე რომ ამის შანსი ნაკლებია.
-ვიცი, მაგრამ შეგვიძლია გადაღებების გარეშეც შევხვდეთ ერთმანეთს.
-ასე რამ შეგცვალა სტაილს? რამდენიმე დღის წინ ერთმანეთს ვერ ვიტანდით ახლა კი მთავაზობ გადაღებების გარეთაც შეგხვდე.
გავიღიმე პასუხის მოლოდინში და მის უძირო მწვანე თვალებს მივაჩერდი. მისგან პასუხი არ მიმიღია. ერთ ადგილას გაუნძრევლად იჯდა და რაღაც წერტილს მისჩერებოდა, მე კი მას ვუყურებდი. ცოტახნის შემდეგ მანაც შემომხედა და რამდენიმე წუთი ასე ვუყურებდით ერთმანეთს. მინდოდა ეს არასდროს დამთავრებულიყო. დროის შეგრძნება დავკარგე, ვერაფერზე ვფიქრობდი გარდა ჰარისა. ჩემს წინ იყო ადამიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მძულდა, ახლა კი მის ყურებას ვერ ვწყვეტდი. მაინც დავფიქრდი და გადავწყვიტე მანქანიდან გადავსულიყავი, რადგან გამახსენდა, რომ ბატონ მექალთანე ჰარის შესაძლოა არც ისე კარგი ფიქრები ჰქონოდა თავში. მე კი, როგორც მახსოვს ჩემს თავს დავპირდი, რომ ჰარის ასეთ ქცევებზე თავს განსაკუთრებულად არ ვიგრძნობდი და ის ჩემს მოტყუებას და გამოყენებას ვერ შეძლებდა.
-ძალიან დავიღალე და უკვე გვიანია. უნდა წავიდე
ვთქვი, ჩანთა ავიღე და მანქანის კარი გავხსენი. გაოცებული დარჩა ჰარი ჩემი ასეთი მოქმედებით, რადგან ამას ნამდვილად არ ელოდა. კარის დაკეტვამდე მომაძახა:
-ხვალამდე ემა.
არადა არ დავთანხმებულვარ ხვალ შეხვედრაზე. მან არც კი მიპასუხა რამ შეცვალა ასე, მე კი რა ვალდებული ვიყავი ხვალ ის მენახა?
შიგნით შევედი გაბრწყინებული, რადგან დღევანდელი დღით მაინც კმაყოფილი ვიყავი. ენდი დივანზე იწვა და ჭერზე ერთ წერტილს მისჩერებოდა. გამიკვირდა.
-ენდი, სადა არის შენი მხიარული მისალმება?
-ემა, მადლობა ღმერთს, მოხვედი, დაჯექი უნდა გელაპარაკო.
-რამოხდა ენდ?
-დღეს საბუთები შემქონდა ზეინის კაბინეტში და ვიღაც ლამაზი გოგო იჯდა იქ, ლამაზად ჩაცმული და ზეინს ზედმეტად შინაურულად ელაპარაკებოდა. მე კი სისხლმა ამასხა ტვინში, მიმდოდა მივსულიყავი და თმით მეთრია, მაგრამ შემდეგ დავფიქრდი, თავი დავამშვიდე და წყნარად გამოვედი გარეთ. ეს ქალი კი ზუსტად ორი საათი და თხუთმეტი წუთი იჯდა მის კაბინეტში და შემდეგ კომპანია მშვიდად დატოვა. ძალიან გაბრაზებული ვარ. ნორმალურად არც კი გვილაპარაკია მე და ზეინს დღეს.
-ენდ, ძალიან ღრმად ხომ არ შეტოპე?როგორც მითხარი მხოლოდ ერთობოდი მასთან ყოფნით და მეტი არაფერი.
-ასეც არის, მაგრამ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს მის გვერდით. ის თავს განსაკუთრებულად მაგრძნობინებს. არ მინდა სხვა გოგო იყოს ჩემს ადგილას და მასაც ასე ეპყრობოდეს.
-ენდი დაფიქრდი, შეიძლება ის ვიღაც და ან ბიძაშვილი ყოფილიყო, ასე არ შეიძლება მოწყენა რაღაც სულელობაზე. ახლა კი მოემზადე დღევანდელი დღის შესახებ ყველაფერი უნდა მოგიყვე.
დავიწყე მოყოლა და იმდენ ხანს ვლაპარაკობდი მეთვითონ დავიღალე. ენდი გაბრწყინებული მისმენდა და თვალებს აჭყეტდა. მოყოლას მოვრჩი და ენდის გავხედე. ფეხზე ადგა, ხელები გაშალა.
-ღმერთო, ყველაფერი თავიდან ბოლომდე წარმოვიდგინე. საოცრებაა ემა. როგორი განცდა იყო მისი კოცნა?
-არ ვიცი, რაღაც საოცარი, საოცრად რომანტიული. ასე მეგონა რეალობაში ვიყავი, მაგრამ ეს ფიქრები მალევე ჩამემსხვრა.
-მაგრამ უკეთესი გელის წინ.
-ამა ვერ გავიგებ. ჰარი არაა ისეთი ბიჭი რამეზე სერიოზულად ფიქრობდეს, ჩემი აზრით, მას უბრალოდ გართობა უნდა ჩემგან, სხვა არაფერი, მაგრამ მას წარმოდგენა არ აქვს, რომ ეს ჩემთან არ გამოუვა. ახლა კი, საყვარელო, აღარ იფიქრო იმ სულელ ზეინზე და ვიღაც გოგოზე, მე კი უნდა ავიდე და დავიძინო ძალიან დაღლილი ვარ. ხვალ გადაღებები არ მაქვს თან შაბათია და შენც ისვენებ ასე რომ სადმე წავიდეთ.
-კარგი. ტკბილი ძილი.
ავედი და მაშინვე დავწექი. უგონოდ ჩამეძინა იმდენად დაღლილი ვიყავი.

 მეორე დღე, რაღა თქმა უნდა ენდის ხმით დაიწყო.
-ემა, ადექი თორემ დაღამდა უკვე.
ცალი თვალი გავახილე, რომ შემემოწმებინა მართლა დაღამდა თუ არა, როდესაც დავრწმუნდი რომ ეს ასე არ იყო ისევ დავხუჭე. ჩემს ქმედებას მერეღა მივხვდი და გულში ჩამეცინა.
-ემა, გთხოვ ადექი ძალიან მოვიწყინე რაა.
ენდი შემეცოდა და თვალები ისევ გავახილე.
-კარგი, კარგი ვდგები.
-მადლობა ღმერთს.
ამოიოხრა. აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე და ჩავიცვი. წამოდი ენდ, კაფეში გავიდეთ.
-კარგი. ჩავიცვამ.
ჩანთა ავიღე და დივანზე დაჯდომა დავაპირე, როდესაც სიგნალის გაუთავებელი ხმა გაისმა.
-ოღონდ ეს არა.
დავიჩურჩულე და გარეთ გავედი. მანქანას მივუახლოვდი თან ვბუტბუტებდი.
-მერამდენედ შეიძლება ასე მოხდეს ჰარი სტაილს. ხომ გითხარი, რომ შეგიძლია უბრალოდ დამიძახო ან...
გავჩუმდი, როდესაც გავაანალიზე, რომ ჰარის მანქანაში ვჯდებოდი, როცა დღეს არ ვმუშაობდი. ღმერთო რა სულელი ვარ. გავიფიქრე და მანქანის ფანჯარაში თავი შევყავი.
-აქ რას აკეთებ სტაილს?
თვალები დახუჭე და მშვიდად ვუთხარი.
-ხომ გაგაფრთხილე ხვალ გნახავ თქო.
-კი, მაგრამ მე არ დაგთანხმებივარ.
ვთქვი და დავინახე ჩემმა შეშლილმა დაქალმა როგორ დაკეტა კარი და წამოვიდა მანქანისკენ. ჩაჯდა და დამიძახა
-ემა, მანქანაში ჩაჯექი რაღას ელოდები. ძალიან კარგია, რომ მოხვედი არ მინდოდა მე და ემა მარტოები წავსულიყავით კაფეში.
გაოგნებულმა შევხედე ენდის. თვალები დავუჭყიტე.
-ჰარი სტაილსი. სასიამოვნოა შენთან შეხვედრა.
-ენდი ბრაუნი. ჩემთვისაც სასიამოვნოა.
თვალები გადავატრიალე და მანქანაში ჩავჯექი.
-არაჩვეულებრივი დღე მელის წინ.
ჩავიბუტბუტე.

Movie & Reality (H.S) Where stories live. Discover now