Chapter 9

593 50 3
                                    

ჩემს შეშლილ დაქალს მთელი გზა პირი არ გაუჩერებია

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ჩემს შეშლილ დაქალს მთელი გზა პირი არ გაუჩერებია. თავის სამსახურზე უყვებოდა ჰარის და იმაზე, თუ როგორ დავიწყეთ ორივემ სამუშაო ერთ დღეს. ჰარი ზედმეტად მეგობრულად ექცეოდა ენდის. ვატყობდი, რომ ის ძალიან მოსწონდა და აუცილებლად კარგი მეგობრები გახდებოდნენ. კაფესთან გავაჩერეთ. მე და ჰარი დივანზე დავსხედით, ენდი კი ჩვენს პირდაპირ დაჯდა. ჰარი ჩემს გვერდით კომფორტულად მოკალათდა. ხელი, ჩემი ზურგის უკან, დივნის საზურგეს მიაყრდნო. მის სურნელს ვგრძნობდი, საოცარი სურნელი ჰქონდა. ყავა და ბლინები შევუკვეთე, ენდიმ და ჰარიმაც შეუკვეთეს ყავა. ცოტახანში ჩვენი შეკვეთა მოგვიტანეს. გახარებულმა დავავლე ყავას ხელი და მოვსვი.
-ემამ თქვენი კოცნის შესახებ მომიყვა. როგორ იყო?
ენდიმ ჰარის შეხედა. მე კი ყავა კინაღამ გადამცდა. ენდის შევხედე გაოგნებულმა. ჰარიმ გამომხედა და ჩაეღიმა.
-სიმართლე გითხრა, არც ისე ცუდი იყო, მაგრამ, ემასთანაც ავღნიშნე, რომ მას კოცნის არაფერი გაეგება.
-ღმერთო, ამას მეც კი მივხდებოდი, რომ კოცნა არ იცის, მას ხომ მხოლოდ ერთხელ, ნუ უკვე ორჯერ აქვს ნაკოცნი. პირველად გათიშულმა მთვრალმა აკოცა ვიღაც ბიჭს და მადლობა ღმერთს იქ ვიყავი თორემ უარესი მოხდებოდა.
თვალებს იმდენ ხანს ვაჭყეტდი, რომ ამტკივდა. გაოცებული ვუყურებდი ენდის და პირის მოძრაობით ვანიშნე, რომ მოეკეტა. მან კი გაოცებულმა შემომხედა უდანაშაულოს თვალებით.
-ვაუ, ემა, როგორი ბობოქარი ყოფილხარ.
-თავს ვერ ვაკონტროლებდი, ეს უკვე აღნიშნა ენდიმ.
გაცოფებულმა ვთქვი და წამოვდექი.
-ცოტახანს გავალ, იმედია სანამ გასული ვიქნები ყველაფერს არ მოყვები ჩემს შესახებ ენდი.
-ღმერთო, რა ვთქვი ასეთი.
შემომჩივლა ენდიმ.
საპირფარეშოში შევედი, წყალი შევისხი და ცოტა დავმშვიდდი.
გარეთ გავედი და ჩემი ადგილი დავიკავე. ენდი ვიღაცას წერდა. ცოტახანში წამოდგა, შემომხედა და გვითხრა.
-ბოდიშს გიხდით, უნდა წავიდე, სერიოზული საქმე გამომიჩნდა.
თქვა და კაფიდან ხტუნვა-ხტუნვით გავიდა. ძალიან დამაინტერესა რა მოხდა და ტელეფონზე მივწერე ენდის. ვკითხე თუ სად წავიდა. ცოტახანში კი მომდის მესიჯი.
"ზეინმა მომწერა უნდოდა პარკში შევხვედროდი. აუცილებლად უნდა წავსულიყავი, თან შენ და ჰარიც მარტო დაგტოვეთ. ჰარი ძალიან მომეწონა, მართლა. აბა თქვენ იცით გაერთეთ"
ჰარის ავხედე. მიყურებდა.
-ძალიან კარგი გოგოა ენდი. ერთად ცხოვრობთ?
-შეიძლება ასეც ითქვას, თითქმის სულ ჩემთან რჩება, ნახევარი ტანსაცმელი და ნივთები ჩემთან აქვს დატოვილი.
-შენ მშობლებთან ერთად რატომ არ ცხოვრობ?
-შეგახსენო რამდენი წლის ვარ? დამოუკიდებელი ცხოვრება მინდოდა მესწავლა და ამიტომ გადმოვედი. შენ მარტო ცხოვრობ სტაილს?
-კი. ჩემი მშობლები ცალკე ცხოვრობენ, ვცდილობ ხშირად ვნახო, მაგრამ ამას დიდად ვერ ვახერხებ.
-ეს აუცილებლად უნდა მოახერხო ჰარი. ისინი მშობლები არიან, გაგაჩინეს, გაგზარდეს ახლა კი უბრალოდ დატოვე და წამოხვედი და მათ ნახვას ვერც კი ახერხებ. რაც არ უნდა იყოს ეს უნდა მოახერხო, ეს დღეები მეც არ მინახავს ჩემი მშობლები და ამაზე სულ მეფიქრება, აუცილებლად უნდა მივიდე და ვნახო.
ჰარი გაღიმებული მისმენდა. შემდეგ კი მითხრა:
-მოდი მაშინ ეს ერთად გავაკეთოთ ემა.
-რას გულისხმობ ჰარი?
-ჯერ ჩემი მშობლების სანახავად წავალთ, შემდეგ კი შენს მშობლებს ვნახავთ.
არაფრის თქმა არ მაცადა ხელი ჩამკიდა, ფული მაგიდაზე დააგდო და გარეთ გამათრია.
-გიჟი ხარ სტაილს.
მივაძახე სირბილის დროს.
მანქანაში ჩავსხედით. მან მანქანა დაქოქა და მისი მშობლების სახლის გზას დავადექით. ფანჯარა ჩამოვწიე, ცივი ჰაერის მასები მაშინვე ჩემს სახეს შეასკდა. ძალიან მესიამოვნა და თვალები დავხუჭე. გზად ყვავილების მაღაზია დავინახე და შევყვირე:
-გააჩერე ჰარი.
თან ხელი მაღლა ავღმართე. თვალები დავაჭყიტე, როდესაც ჰარიმ მანქანა სწრაფად დაამუხრუჭა.
-შეიშალე ემა? რა გაყვირებს.
სიცილი დავიწყე, როდესაც ჰარის შეშინებული სახე დავინახე.
-დამშვიდდი სტაილს, უბრალოდ ყვავილების მაღაზიაში შევიდეთ და დედაშენს ყვავილები ვუყიდოთ, გაუხარდება.
-ღმერთო, შეშლილი ხარ.
გავიცინე და მანქანიდან გადავედი.
დიდი ულამაზესი წითელი ვარდები ვიყიდეთ. ხელში დავიჭირე და მანქანაში ჩავჯექი. ჰარის ველოდებოდი, როდესაც მოვიდა ხელში პატარა გვირილების თაიგული ეჭირა. მანქანაში ჩაჯდა და გვირილები გამომიწოდა.
-ეს შენ, ვიღაც კულულებიანმა, მწვანეთვალება ბიჭმა გამომატანა.
გავვოცდი, გვირილა ჩემი ფავორიტი ყვავილია. გამეღიმა.
-ჰარი, დიდი მადლობა.
გულწრფელად გადავუხადე მადლობა და მთელი გზა ყვავილებს ვუყურებდი.  შემდეგ ბავშვობა გამახსენდა და ერთ-ერთ გვირილას ფურცლების მოცლა დავუწყე. თან ჩუმად ვამბობდი.
-ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ...
როდესაც ჰარიმ შემაწყვეტინა, გზას თვალი მოაშორა შემომხედა და მშვიდად მითხრა.
-დარწმუნებული ვარ უყვარხარ.

Movie & Reality (H.S) Where stories live. Discover now